დღეს ვაშინგტონში აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში დღეს გაიმართება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, რომელიც უკვე ოფიციალურად გახდება ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი. ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათს გაგრძელდება.
ინაუგურაციასთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიებები ჯერ კიდევ 19 იანვარს დაიწყო. ტრადიციისამებრ, ტრამპმა, როგორც მომავალმა პრეზიდენტმა, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე პატივი მიაგო ქვეყნისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს, შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი და ვახშამი.
20 იანვრის დილის განრიგში მითითებულია ტრამპის საუზმე ოჯახთან, შემდეგ კი ლოცვა. აღნიშნულის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა ერთმანეთს შეხვდებიან თეთრ სახლში და პენსილვანიის ავენიუს გავლით ერთად გაემართებიან კაპიტოლიუმისკენ, სადაც იმართება ინაუგურაცია.
რაც შეეხება უშუალოდ ინაუგურაციის ცერემონიას, ღონისძიებას დაესწრება დონალდ ტრამპის კონკურენტი ჰილარი კლინტონი ქმართან, ბილ კლინტონთან ერთად, რომელიც აშშ-ს 42-ე პრეზიდენტია. ტრამპის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს შეასრულებს America's got talent-ის (ამერიკული ნიჭიერი) 16 წლის ვარსკვლავი ჯეკი ევანჩო. ცერემონიაზე ტრამპს დალოცავს 6 რელიგიური ლიდერი, რის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ ფიცის დადების ცერემონია. დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს ორ ბიბლიაზე ხელის დადებით შეასრულებს - ერთი მისი ბავშვობისდროინდელი ბიბლიაა, მეორე კი - ლინკოლნის ბიბლია. სწორედ აღნიშნული ბიბლია გამოიყენა ობამამ ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ უკვე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პენსილვანიის ავენიუზე გაუძღვებიან სამხედრო მარშს. 20 იანვრის საღამოს, მას შემდეგ რაც ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად შევა, გაიმართება ორი საზეიმო მიღება. ინაუგურაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება გაგრძელდება 21 იანვარსაც.
ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილია არაერთი საპროტესტო აქცია. ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ფედერალური სამსახურების 30 ათასამდე თანამშრომელი.
On.ge ლაივ რეჟიმში შემოგთავაზებთ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები