სამადაშვილის თქმით, სააკაშვილი დაბრუნდება თუ არა, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. მისი თქმით, მათ ეს "ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ" და ამის პოლიტიკური თუ იურიდიული ბერკეტი არ გააჩნიათ. სამადაშვილის თქმით, ჩამოსვლა სააკაშვილის გადასაწყვეტია.
"ასევე, ვერ "ჩამოიყვანენ" სურვილის შემთხვევაში. ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა. მისი გადასაწყვეტია. როგორც ყველა მძიმე გადაწყვეტილებაში, მარტოდმარტო რომ რჩები შენს თავთან, ისეთი გადაწყვეტილებაა. უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ნამდვილად უპერსპექტივოდ მიმაჩნდა. ეს ნაბიჯი არ იყო პოპულარული საერთაშორისო ასპარეზზე და არ ვურჩევდი. თუმცა, უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში, მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი. ამიტომ, მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო", — წერს სამადაშვილი თავის ფეისბუქზე.
მისივე განცხადებით, სწორი იქნება თუ სააკაშვილი აღარ გაიმეორებს, რომ "ოპოზიციას თუ უნდა მითხრან, ჩამოვალო", რადგან ამას ვერვაინ ეტყვის და ვერც დაუშლის. სამადაშვილმა, ასევე, ექსპრეზიდენტის მიტინგებზე ჩართვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს, მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერად მიაჩნია, "მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ".
"ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსპარანტის დაჭერის უფლებაც, არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს", — განაცხადა სამადაშვილმა.
14 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ და ოპოზიციის სხვა წარომადგენლებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან და განცხადებებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში იკამათეს. როგორც TV პირველის ეთერში, ბარამიძემ თქვა, პარტნიორმა პოლიტიკოსმა მისი პარტიის თავმჯდომარეზე არ უნდა თქვა, თავი დაგვანებოსო. როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბარამიძეს არ მოეწონა პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ თუ სააკაშვილი ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, "ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს". ამის შესახებ მან ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, გუშინ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე პარლამენტთან, მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის სახელებით ბანერები ეჭირათ. ისინი ექსპრეზიდენტის დაბრუნებასა მოითხოვდნენ. აღნიშნულს, სააკაშვილი გამოეხმაურა და იქ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები