ქართული ოცნების ჩაფლავების სიმბოლო, პირველ რიგში, არის წყალტუბო — კანდელაკი
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრებმა, გიორგი კანდელაკმა, აკაკი ბობოხიძემ და ოთარ კახიძემ წყალტუბოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
გიორგი კადნელაკის თქმით, ერთი წელი გავიდა, რაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა წყალტუბოს სანატორიუმებს გამოისყიდვასა და აქ სასტუმროებს ააშენებდა, მაგრამ წყალტუბოში დღესაც ისეთივე უძრაობაა, როგორიც ერთი წლის წინ.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმა წყალტუბოს მოუტანს წარმატებას, სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას.
"დღეს გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ გავიდა ერთი წელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა 2019 წლის ოქტომბერში, სადაც მან აიღო ვალდებულება, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სანატორიუმს და 9 აბაზანას გამოსიყიდდა საკუთარი სახსრებით და აქცევდა მათ წარმატებისა და დასაქმების სიმბოლოდ; რომ ამ სანატორიუმებსა და აბაზანებში უნდა დასაქმებულიყო 10 000 ადამიანზე მეტი.
ერთი წლის თავზე, საზოგადოებისთვის ცხადია, რომ არაფერი არ გაკეთებულა. არც ერთი აბაზანა და სანატორიუმი, არც ერთი მათგანისათვის ხარაჩოც კი არ მიუდამგთ. თუკი არსებობს საქართველოში სიმბოლო, თუ რატომ არის ქართული ოცნება ჩაფლავებული ეს პირველ რიგში არის ქალაქი წყალტუბო.
ამ მშვენიერ სანატორიუმებში, ამ მშვენიერ შენობებში, ახლა უნდა ჩქეფდეს ცხოვრება, უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროები, უნდა ჩამოდიოდნენ ტურისტები და უნდა ბრუნავდეს ბევრი ფული. თუმცა, ეს ასე არ არის.
გარდა იმისა, რომ საზოგადოების ყურადღებას ვამახვილებთ ამ შეუსრულებელ, თვალსაჩინო და სიმბოლურ დაპირებაზე, გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ კიდევ ერთხელ ჩვენი გეგმა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ წყალტუბო იქცეს წარმატების, დასაქმებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ", — განაცხადა კანდელაკმა.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი წყალტუბის, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობიხიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არათუ არ შეასრულა დაპირება, არამედ გააჩერა ის პროექტებიც, რომელიც წყალტუბოს განვითარებას სჭირდებოდა. ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი შანსი ამ მხარის განვითარებისათვის, 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ერთობლივი მუშაობაა გარდამტეხი ცვლილებებისათვის.
"8 წელი გავიდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს წყალტუბოს განვითარების პროექტი კი არ დაგვპირდა, უბრალოდ გააჩერა, რადგან 2012 წელს დაწყებული იყო და დღეს წყალტუბო იქნებოდა წარმატების თვალსაჩინო მაგალითი. თუმცა, ამ 8 წელმა მოგვცა ის, რომ წყალტუბო 8 წლის წინანდელ მდგომარეობაშია. წყალტუბოში დრო გაჩერდა ზუსტად ისე, როგორც გაჩერდა მთელი ამ 8 წლის განმავლობაში საქართველოსთვის.
ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანა განვითარდეს და მოემზადოს გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება 31 ოქტომბრის არჩევნებში და შემდეგ ერთობლივი ძალებით ქვეყნის მომზადება წინსვლისთვის და ქვეყნის მომზადება ეკონომიკური წარმატებისთვის. დღეს, ევროპული საქართველო არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პირდება წყალტუბოს, ხონს, ვანსა და სამტრედიას და არა მარტო ამ რაიონებს, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის წინსვლას და მასში ფულის დატოვებას, რეგიონეში ფულის დატოვებას, თვითმართველობისთვის უფლებების გაზრდას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღოთ წარმატებული ქვეყანა. საქართველოს არ აქვს არცერთი წუთი დასაკარგი. ჩვენ ისედაც 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ", — განაცხადა ბობოხიძემ.
ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის ბაზის აღდგენა და რაინეარის ბაზის გახსნა, ყოველწლიურად ქუთაისს მოუტანს მილიონზე მეტ ევროპელ ტურისტს. კახიძემ აღნიშნა, რომ სატვირთო ტერმინალის დამატებით ქუთაისის აეროპორტში, იმერეთს ექნება დიდი საექსპორტო პოტენციალი.
"ევროპული საქართველო ყოველთვის იყო ის სწორი კომპასი, რომელიც მიანიშნებდა ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებზე, როგორც ადრე, ისე დღეს. ჩვენ ვთვლით, რომ ქუთაისი უნდა გახდეს კვლავ ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქი. ქუთაისი უნდა განვითარდეს წყალტუბოსთან ერთად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აეროპორტის სრული პოტენციალი და ეს იქნება გარდამტეხი ცვლილება ქვეყნისთვის, ისევე, როგორც კონკრეტულად ქუთაისისთვის და იმერეთისთვის.
ივანიშვილმა არა მხოლოდ არ შეასრულა თავისი დაპირებები, არამედ უკვე გაკეთებული საქმე გააფუჭა — პარლამენტი წაართვა ქუთაისს; აეროპოტი, რომელიც რაინეარზე იყო გათვლილი, 3 წლით დააკონსერვა და დღეს არათუ რაინეარის, არამედ ვიზეარის ბაზაც დახურულია და წყალტუბოს უკვე არსებული, დამტკიცებული პროექტი გააჩერა.
ჩვენ, ევროპული საქართველო, როდესაც მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს, ქუთასიში რაინეარის ბაზის გახნის მერე ჩამოვა მილიონზე მეტი ევროპელი ტურისტი. ეს იქნება ახალი პერსპექტივა ქუთაისისთვის, წყალტუბოსთვის და ჩვენ გუნდს აქვს გეგმა, რომლითაც ქუთაისი და წყალტუბო ერთიანობაში გახდებიან ინტეგრირებული, პატარა ევროპული საპარლამენტო ქალაქი და სპეციალური გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული, უნიკალური სივრცე. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს", — განაცხადა ოთარ კახიძემ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები