ეს არის მავნებლობა და რუსული თამაში — კახიძე კარტოგრაფების საქმეზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ, პარტიის წევრებთან ერთად, ქუთაისში, ტიციანის და პაოლოს ძეგლთან საპროტესტო აქცია გამართა და დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტა.
ოთარ კახიძის თქმით, ამ ძეგლთან მათი პროტესტი სიმბოლურია ხასიათისაა, რადგან ტიციან ტაბიძეც შეთითხნილი ბრალდებებით გაასამართლა საბჭოთა სასამართლომ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს მემკვიდრეა და წარმატებით აგრძელებს უსამართლობის ხაზს.
"ევროპული საქართველო ეხმაურება ივანიშვილის წამოწყებულ სამარცხვინო საქმეს, ე.წ კატროგრაფების საქმეს, როდესაც ორი უდანაშაულო ადამიანის თავისუფლება, მათი რეპუტაცია და ღირსება ეწირება საარჩევნო მიზნებს.
ქართულ ოცნებას სურს, რომ წინასაარჩევნოდ გამოიყენოს გარეჯის თემა და სრულიად შეთითხნილი, აბსურდული ბრალდება წაუყენოს ადამიანებს.
ჩვენ შევიკრიბეთ ტიციანის და პაოლოს ძეგლთან, სიმბოლურად, ვინაიდან, ტიციან ტაბიძე გაასამართლეს როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და ხალხის მტერი. ეს იყო შეთითხნილი ბრალდება საბჭოთა სასამართლოს მხრიდან და ჩვენ დღესაც გვყავს ის მართლმსაჯულება, რომელიც არის საბჭოთა სასამართლოს მემკვიდრე. ივანიშვილის ხელისუფლება განაგრძობს რუსულ ხაზს და ამ ხაზმა მოიტანა ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ და კარტოგრაფების საქმის შეწყვეტასთან ერთად, ჩვენ დავუდებთ დასაბამს ნამდვილ სასამართლოს, დამოუკიდებელ სასამართლოს, ნაფიცი მსაჯულებით და ნორმალური, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ტრადიციით. ეს ცვლილებები აუცილებლად მოვა 31 ოქტომბრის შემდგომ, მანამდე კი საზოგადოების ყურადღება უნდა მივაპყროთ სიმართლეს და არა იმ შეთითხნილ ბრალდებებს, რომელსაც ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს უყენებს.
ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ ნარატივს, რომ ყურადღება გადაიტანონ სხვა საკითხზე, რომ წინა ხელისუფლებას დააბრალონ, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ინტერესებს ხელყოფდა და ამავე დროს, ამით ძაბავენ ჩვენ ურთიერთობას ჩვენ პარტნიორ ქვეყანა აზერბაიჯანთან. ეს არის მავნებლობა და რუსული თამაში, სწორედ ამიტომ არიან ივანიშვილის გვერდით ქართული მარში, პატრიოტთა ალიანსი და ყველა ჯურის და ჯიშის რუსეთუმე, რომელიც ქვეყანაში გვყავს. ამიტომ არიან ისინი ერთ სულ და ერთ ხორც და ამ ბრალდებებს ერთად ისვრიან, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ინაშვილით გაგრძელებული და სანდრო ბრეგაძით დამთავრებული. ეს არის ნიშანდობლივი და საზოგადოებისთვისაც არის ინდიკატორი, თუ ვის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთოს არჩევანი 31 ოქტომბერს, ვინაიდან ივანიშვილის ე.წ. ქართული ოცნება არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს", — განაცხადა კახიძემ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები