მთავრობა ხალხის ბატონი კი არა, მსახური უნდა იყოს — გიგი უგულავა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ბათუმის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარუდგინეს.
გიგი უგულავს თქმით, დღეს არსებულ ჭაობს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც მოხდება ყველა სფეროში.
"ჩვენ ვხედავთ ჩაფლავებულ მთავრობას, რომელიც მხოლოდ კეკლუცობს პანდემიასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაგრამ დასაძლევი გვექნება ის გაფუჭებული საქმეები, რასაც მთელი ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ნაბიჯ-ნაბიჯ.
ჩვენი ეკონომიკა მოისპო და ეს განსაკუთრებით აქ, ბათუმში არის შესამჩნევი, რადგან ბათუმი რეგიონის მაგალითია განვითარების, მაგალითია ჩვენი მეზობლებისათვის, მთელი რეგიონისათვის და ეს ტკივილი კარგად ჩანს ბათუმში. უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, გავარდნილი ლარი და უპერსპექტივობა, ეს არის მთავარი თემები, რაც იმ ადგილას, სადაც ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო უნდა იქმნდებოდეს, სწორედ იქ, ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენ მოქალაქეებს.
ამიტომ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის ფუნდამენტური არჩევანი. გადავტეხავთ თუ არა ამ მარაზმს წელში, იქნება თუ არა გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში, თუ კვლავ დავრცებით ჭაობზე შემდგარი, რომლებიც ვიქნევთ ხელებს, გვგონია, რომ ამოვალთ ამ ჭაობიდან და სინამდვილეში ამ ჭაობში ვეფლობით. ეს არჩევნები იქნება წინსვლის არჩევნები. ეკომომიკა არის ველოსიპედზე მჯდომი ადამიანივით, ატრიალებს პედლებს და მიდიხარ, როგორც კი პედლები გაჩერდება იმ წამსვე ჩერდება. ასე გააჩერა და წააქცია ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა და თუ ჩვენ გარდამტეხ ცვლილებებს არ შევიტანთ და პირველ რიგში ეს ეხება ეკონომიკას, რადგან პანდემიის გამოწვევის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შანსი ჩვენი ქვეყანა ახლიდან შევთავაზოთ მსოფლიოს, როგორც დაბალი გადასახადების ქვეყანა, რეგიონში საუკეთესო სასამართლოს ქვეყანა, სადაც ადამიანს შეეძლება საკუთარი სიმართლის დადგენა, შევთავაზებთ ქვეყანას, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია, სადაც ადამიანს პატივს სცემენ.
ამ დროს, ჩვენ ვხედავთ მარაზმს, გათიშულობას, ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და ისეთი რისკების გაწევას, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოანგრიოს და ეს დაუშვებელია. როდესაც ვსაუბრობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, ცვლილება უნდა მოხდეს ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, პოლიტიკაში, რომ აღარასოდეს იყოს მთავრობა ბატონი, და იყოს მთავრობა მსახური", — განაცხადა უგულავამ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები