ქვეყანამ 5 მლრდ დახმარება მიიღო, 1 თეთრიც არ გაიღეთ გაჭირვებულების დასახმარებლად? — ვაშაძე გახარიას
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყენაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "დამსხვრეული ოცნებების" მთავრობა კვლავინდებურად ილუზიაშია — "გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის". ამასთან, ვაშაძე მოქმედ მთავრობას ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
"ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ ფონზე ხალხმა აღარ იცის საიდან დაფაროს საბანკო სესხები, გადაიხადოს პროცენტები. ლარის კურსი ყოველდღიურად იზრდება, შედეგად ყველა ბანკი საპროცენტო განაკვეთს აძვირებს და მიმდინარეობს ქონების მასობრივი გადაფორმება მიკროსაფინანსო თუ საბანკო დაწესებულებების მხრიდან", — აცხადებს ვაშაძე და მოქმედ მთავრობას უამრავი კითხვით მიმართავს.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია და გახარია გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. მას აინტერესებს, სად არის მთავრობის გეგმა და სტრატეგია.
"200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ კი არაფერს აკეთებთ. 145 მლნ ლარი თქვენი მეგობრებისთვის ხომ მოძებნე, რომ ანგარიშზე გადაგერიცხათ და შემდეგ ეს ფული თქვენივე პარტიაში შემოწირულობად დაიბრუნეთ. თქვენ ხომ მოძებნეთ ფინანსური სახსრები იმ უძრავი ქონების კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები? რატომ არც ერთი თეთრი არ მოიძებნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე ვითარებაშია? ჩვენ სტრატეგია აღმაშენებელს ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა? რას ელოდებით? ხალხის ბედის ანაბარად მიტოვება შეიძლება?
ტოტალურად ხდება ქონებების გადაფორმება საქართველოში საფინანსო დაწესებულებების მხრიდან და ეს ხალხი ქუჩაში, რომ დარჩება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? " — აცხადებს ვაშაძე.
მას აინტერესებს, რატომ არ იყენებს მთავრობა დახმარებას, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მიიღო საქართველომ.
"5მლრდ მივიღეთ დახმარება საერთაშორისო დონორი თუ საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ მიდის არც ერთი თეთრი ამ ადამიანების დასახმარებლად? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური დამოკიდებულება თქვენი მხრიდან? ბატონო გახარია ტელევიზორში, რომ კეკლუცობთ, მედიაშიც არ ჩნდებით, ნორმალურად დაგროვილ კითხვებზე პასუხებს არ სცემთ... ეს არ შეიძლება. ქვეყნის პრემიერობა ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. როცა დებატებზე ვსაუბრობ, დიახ დებატებში უნდა გამოხვიდეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა და მოქმედი პრემიერს ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.
ვაშაძე ასევე ეკითხება პრემიერს, რას აპირებს გაჭირებული ოჯახების დასახმარებლად.
ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, სად არის თქვენი სტრატეგია? რით ვეხმარებით ხალხს? ნუთუ ფიქრობთ, რომ მართლა შიმშილისთვის გინდათ გაწიროთ ადამიანები. 8.2%-მდე გაიზარდა საქართველოში შიმშილის ზღვარს მყოფი ადამიანების რაოდენობა, რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრი გვაქვს, 3-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში და არაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ საჭმელიც გაქვთ, სასმელიც, შემოსავალიც და ბიუჯეტის ფულსაც კარგად განკარგავთ. რას აპირებთ ამ ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად? კონკრეტული გეგმით გამოდით და ამ საკითხზე გვიპასუხეთ", — აცხადებს გიორგი ვაშაძე და პრემიერ გახარიას კვლავინდებურად დებატებში იწვევს.
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
კომენტარები