გახარია VS კალაძე — საუბრები მომავალსა და წარსულზე
ფოტო: გახარია / FB
მმართველი გუნდის ლიდერები ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში და სხვადასხვა რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ. ღონისძიებებზე უმეტესად სიტყვით ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გამოდიან.
ერთი შეხედვით, გახარია და კალაძე განსხვავებულ მესიჯბოქსებს აჟღერებენ. მაგალითად, გახარია ამტკიცებს, რომ მათი პარტია წარსულზე ორიენტირებული არ არის და მხოლოდ მომავალზე უნდა ილაპარაკონ, მაშინ, როცა კალაძე აქტიურად საუბრობს იმაზე, როგორ დაამარცხეს მათ 8 წლის წინ ნაციონალური მოძრაობა. შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვი, რომ პარტია საერთო მესიჯბოქსზე ვერ შეთახნმდა, თუმცა ამ ეჭვს ფანტავს ის ფაქტი, რომ გახარიაც და კალაძეც ერთსა და იმავე ადგილებში, ერთი და იმავე ტრიბუნიდან, სულ რამდენიმე წუთის სხვაობით საუბრობენ. ჯერ კალაძე აკრიტიკებს წარსულს და აქებს აწმყოს, შემდეგ კი გახარია საუბრობს მომავლის მნიშვნელობაზე.
საილუსტრაციოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის რეგიონში, კერძოდ, შუახევში, ხულოსა და ქედაში მათი გამოსვლები შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მაგალითად, შუახევში კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ტერორის დასრულებას.
კალაძე შუახევში: "ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც უპირველესი პრიორიტეტი ადამიანი და მასზე ზრუნვაა. ჩვენმა გუნდმა სახელმწიფო რეალურად ხალხის სამსახურში ჩააყენა და ყველა მიმართულებით გააუმჯობესა ვითარება".
გახარიამ კი იმავე ტრიბუნიდან გააჟღერა, რომ მათ წარსული არ აინტერესებთ.
გახარია შუახევში: "ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული. გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე და რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი. შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, სადაც ბევრი რამ გაკეთდა. [...]
ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომელიც ამ ქვეყანაში და აჭარაში მოდის, ამ პროდუქტის გადამუშავებაში, სახელმწიფო, გლეხს მიეხმარება. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და რაც მთავარია, ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ამ ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას, ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ. მაშინ ვიქნებით წარმატებული ხალხი და მაშინ გვეთქმის ჩვენი მომავლისთვის, რომ ვიშრომეთ იმისთვის, რათა კეთილსინდისიერად, კეთილი და წარმატებული მომავალი დაგვეტოვებინა ჩვენი შვილებისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ არავისთან ბრძოლა და ომი არ გჭირდება".
ქართული ოცნების ლიდერები შუახევში
ფოტო: ქართული ოცნება
ხულოში სიტყვით გამოსვლისას კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ფუმდამენტური ცვლილებები განხორციელდა. პრემიერისგან განსხვავებით, მომავალზე საუბრის ნაცვლად, მან გაკეთებული საქმეები ჩამოთვალა და "მოგვიანებით" სასაუბრო თემად გადადო მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა, რისთვისაც იყო ხულოში ჩასული.
კალაძე ხულოში: "დარწმუნებული ვარ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ხულოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასოფლო სამეურნეო და ტურისტული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რაშიც მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო, გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქ, ამ მუნიციპალიტეტში აქამდე არნახული რაოდენობისა და მასშტაბების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. [...]
დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ გვინდა წარმოგიდგინოთ ორი ადამიანი, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანებს ექნებათ თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა".
პრემიერმა კი ისევ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია საუბარი მომავალზე.
გახარია ხულოში: "მოგესალმებით აჭარის და საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ხულოში. პატივია, აქ, თქვენთან ყოფნა და საუბარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მომავალზე, მაგრამ, სანამ ამ საუბარზე გადავალთ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კუთხე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო სამაგალითო".
"გარდამავალი როლი" ითამაშა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც კალაძის და გახარიას სიტყვა ერთგვარად გააერთიანა და შეაჯამა: წარსულზეც ისაუბრა და მომავალზეც.
რიჟვაძე ხულოში: "კიდევ ერთხელ მინდა გესაუბროთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ჩვენს განვითარების პერსპექტივებზე, რომელიც პირველ რიგში უნდა შეეხოს მაღალმთიან აჭარას და ხულოს. ეს პროგრესი მართლაც ხელშესახებია.
დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, იმ სამართლიან პერსპექტიულ ქვეყანას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით".
ქართული ოცნების ლიდერები ხულოში
ფოტო: ქართული ოცნება
იგივე ხდებოდა ქედაშიც, სადაც კალაძემ იმაზე ისაუბრა, თუ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რა გაუკეთეს მათ რეგიონს.
კალაძე ქედაში: "ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც, მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება გექცევათ".
გახარიამ კი თავისი სიტყვა ისევ სამომავლო გეგმებს დაუთმო.
გახარია ქედაში: "ბევრი ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქაურ ხალხს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება".
ამჯერად თორნიკე რიჟვაძემაც წარსულსა და "გამორჩეულ 8 წელზე" გაამახვილა ყურადღება.
რიჟვაძე ქედაში: "ბოლო 8 წელი მართლაც გამორჩეული იყო, როგორც ქედისთვის, ისე, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს საფუძველი დაუდო ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა".
ქართული ოცნების ლიდერები ქედაში
ფოტო: ქართული ოცნება
მმართველი გუნდი უკვე რვა წელია საუბრობს წინა ხელისუფლების "ცხრაწლიან რეჟიმსა" და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არსებულ პრობლემებზე. ამ საკითხს ისინი იყენებენ არამხოლოდ ოპონენტების კრიტიკისთვის, არამედ კონტრარგუმენტად მაშინ, როცა მათ მმართველობას აკრიტიკებენ. საპასუხოდ ოპოზიცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ სხვის 9-წლიან მმართველობაზე საუბრის ნაცვლად, საკუთარი 8-წლიანი მმართველობა შეაფასოს.
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები