არ ვიცი, რას ნიშნავს ჰომოფობია და სექსისტობა — ბესო ჩუბინიძეს პარლამენტში შესვლის იმედი აქვს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტაბულა
ბესო ჩუბუნიძე, რომელიც სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, მაჟორიტარ დეპუტატობას გეგმავს. ის რუსთავში კენჭს პარტია ქართული ფესვების სახელით იყრის.
"მე საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს ჰომოფობია და სექსისტობა და ვინ ამბობს, ბესო ჩუბინიძე ჰომოფობია ან სექსისტი. [...] საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს ჰომოფობია. ჰომოფობია ვიცი კაცთმოძულეობა, რაც მე მსმენია პირდაპირი", — განაცხადა ჩუბინიძემ On.ge-სთან.
მაჟორიტარობის კანდიდატი ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებების გამო კრიტიკას სიძულვილის ენად აღიქვამს:
"ადამიანთა კატეგორია, 10-15 ადამიანი, რომელსაც სძულს ბესო ჩუბინიძე და ვერ მიტანს და სიძულვილის ენით საუბრობს ჩემ მიმართ, ალბათ, იმიტომ ვეზიზღები და ვერ მიტანენ, რომ ქართული ტრადიციების, ქართული სულისა და ქართული გულის გამტარებელი ვარ".
სხვადასხვა ეთერში მას როგორც ჰომოფობიური, ისე სექსისტური განცხადებები გაუკეთებია. მაგალითად, ტელეკომპანია იბერიას ეთერში გეი ქორწინებაზე საუბრისას თქვა, რომ ამას "საბუთი არ სჭირდება" და "სახლში რაც გინდათ აკეთეთ". ამასთან, ბესო ჩუბინიძეს წარმოუდგენია, რომ ოჯახში "კაცი უნდა კაცობდეს".
როგორც ჩუბინიძე ამბობს, მას პარლამენტში მოხვედრის იმედი აქვს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მიმართულებითაა დაინტერესებული, თუმცა ძირითადად ემიგრანტების საკითხებზე იმუშავებს.
ბესო ჩუბინიძის მიერ მედიისთვის დაგზავნილი პრესრელიზის თანახმად, პარტია ქართული ფესვები 2020 წლის აპრილში აშშ-ში ქართველი ემიგრანტების ინიციატივით დაარსდა. ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ჩუბინიძის გარდა ახალ პარტიაში მომღერალი ნუგზარ კვაშალი გაერთიანდა, რომელიც გურიაში მაჟორიტარად იყრის კენჭს.
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია
გადახედვა
-
პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები