რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ყურსასმენების მუდმივი მოხმარებისგან
სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ არაერთი პრობლემა გააჩინა. ბავშვები უფრო დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან. დღევანდელ პირობებში ისინი ისედაც ხშირად ატარებენ ყურსასმენებს, თუმცა ონლაინგაკვეთილებმა ამის საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა. ჯერ კიდევ არ ვიცით, სექტემბერში სწავლა როგორი პირობებით აღდგება, თუმცა სმენის დაზიანების საფრთხე უკვე არსებობს.
ფოტო: Uly-smile / Dribbble
ბავშვები ყურსასმენებზე არიან მიჯაჭვულები. დღევანდელ რეალობაში ეს ნაცნობი სურათია.
ლორენ ბრიზი ნეშვილიდან ამბობს, რომ მისი 15 წლის შვილი, დეკლანი მთელი დღე ყურსასმენებს ატარებს.
"ის ყოველთვის მუსიკის დიდი ფანი იყო, მაგრამ ეს რაღაც ახალია და მას შემდეგ დაიწყო, რაც კარანტინის გამო სახლში ვართ. თითქოს მის ცხოვრებას მუსიკა უნდა გასდევდეს".
მისი პოზიციაა, რომ დღე რამენაირად უნდა გადააგორონ.
"არ მიცდია მისი შეჩერება, განსაკუთრებით ახლა, როცა ყველაფერი სხვანაირადაა. აქამდე სახლში ასე არ დადიოდა".
რამდენადაც კორონავირუსის გამო მეტ ოჯახს უწევს დროის მეტი პერიოდის განმავლობაში სივიწროვეში თავმოყრა, იზრდება ინდივიდუალური მოსასმენი სივრცის საჭიროება. მაგრამ დიდი ხნით ყურსასმენების გამოყენება საზიანოა — და ხმის სიძლიერე ამ განტოლების მხოლოდ ნაწილია.
სინამდვილეში, ხმის მოცულობა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. უხეშად რომ ვთქვათ, ეს მონაცემი მოსმენის ხანგრძლივობის ხმის სიძლიერეზე გამრავლებით მიიღება. როდესაც ერთი იზრდება, მეორე უნდა მცირდებოდეს.
უსაფრთხოების სათანადო ზომების გარეშე ბავშვებმა, შესაძლოა, სმენა დაკარგონ, გაუჩნდეთ კომუნიკაციის პრობლემა, ყურებში ზარის რეკვის შემაშფოთებელი სიმპტომები, ყურის დაგუბება, ზედმეტი მგრძნობელობა და ტკივილი.
"არაადამიანური სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ხალხისთვის გვესწავლებინა, თავიანთი სმენა დაეფასებინათ", — განაცხადა ბავშვთა აუდიოლოგმა, ბრაიან ფლიგორმა.
სან-დიეგოში მცხოვრები დანა დინერმანი თავის 8 წლის შვილს ახსენებს ხოლმე, რომ ყურსასმენებში ხმა დაბალზე ჰქონდეს. დანას დედა, რომელიც აერობიკის ყოფილი ინსტრუქტორია და ვარჯიშებს მაღალი მუსიკის ფონზე ატარებდა, ახლა სმენის აპარატს იყენებს.
"ხალხი უფრო მეტად შეწუხებულია სოციალური ქსელების, ვიდეოთამაშებისა და ეკრანთან გატარებული დროის გამო. ექიმი კითხვების ჩამონათვალს გაძლევთ: ეწევა ვინმე სახლში? რამდენი ხანი უყურებს ტელევიზორს? რას ჭამს? მაგრამ არავინ გეკითხება ყურსასმენებზე, მაღალ ხმაზე ან რამე მსგავსზე", — ამბობს დანა დინერმანი.
ის ასევე ღელავს თავის 10 წლის ძმისწულზე, რომელიც ვიდეოთამაშების დროს მუდმივად ყურსასმენებს ატარებს. დინერმანის თქმით, ყურსასმენებში ხმა იმდენად მაღალია, რომ თუ ბავშვს კითხვას დაუსვამ, ის მას ვერ გაიგონებს.
არის თუ არა ბავშვებისთვის დამზადებული ყურსასმენები უსაფრთხო?
ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. საბავშვო ყურსასმენებს 85 დეციბალზე აქვთ შეზღუდვა, რაც დამხმარე საშუალებაა, თუმცა ეს ყველაფერი არაა.
"85 დეციბალის ხმის უსაფრთხო სიძლიერედ განსაზღვრა აზრს მოკლებულია", — განაცხადა მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა, რიკ ნეიცელმა — "ზემოქმედება მიემართება არა მხოლოდ ხმის ინტენსივობას, არამედ მოსმენის ხანგრძლივობას და სიხშირესაც. დროის იგნორირება ყველაფერს აზრს უკარგავს. 85 დეციბალი მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს ხმის უსაფრთხო სიძლიერეა, არამედ იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთია იმ გზებს შორის, რომლითაც სამრეწველო ხმაური რეგულირდება".
გარდა ამისა, ზოგიერთი საბავშვო ყურსასმენი, რომელსაც ხმის მოცულობა ლიმიტირებული აქვს, კომფორტული ყურის ჩიხოლებითა და გამძლე ელემენტით იყიდება, რის გამოც ბავშვებს მათი ტარება მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.
"ეს ყოვლად წინააღმდეგობრივი გზავნილებია", — ამბობს ექიმი ნეიცელი.
ხმის დაბალი მოცულობის მუდმივი ზემოქმედება, რომელთა შესახებაც ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, ასევე ძალიან დამაზიანებელია.
ფოტო: Kemah graphics / Dribbble
მოსმენის რა რაოდენობაა უსაფრთხო?
ამაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ნეიცელი და ფლიგორი ამბობენ, რომ თუ ასეთ რთულ კონცეფციაში ციფრებს შევიყვანთ, მაშინ მომხმარებლების უმრავლესობისთვის ულიმიტო მოსმენის უსაფრთხო ხმის სიძლიერე 70 დეციბალია.
დღეში რვასაათიანი ხმაურის ზემოქმედებისთვის უფრო "ლიბერალური" მიდგომაა: 83 დეციბალის ზღვარი. თუმცა 75 დეციბალი "რეალური კომპრომისია".
მუსიკისგან მიღებულ სიხარულზე უარის თქმა არ ღირს. ექიმი ფლიგორის სიტყვებით, ასეთი მაქსიმუმის დაწესება ადამიანებს პროტესტის გრძნობას უჩენს და აშკარა გზავნილების მიღებაში ხელს უშლის. მაგალითისთვის რომ შევადაროთ, 70 დეციბალი პატარა მტვერსასრუტის ხმაურს უდრის, ხოლო 85 — ძლიერი მტვერსასრუტის.
თუმცა ხმაური ყოველთვის მდგრადი არ არის. ის თავის თავში მოიცავს პიკსა და ვარდნას, ასევე, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სიხშირე, ჰარმონიულობა და რევერბერაცია (ჟღერა, რომელიც შენარჩუნებულია ბგერის წყაროს მოქმედების შეწყვეტის შემდეგ).
ამასთან, ხმაურის ზემოქმედება კუმულატიურია. თუ ყურსასმენების მოყვარული ბავშვი დრამებზე უკრავს, გაზონს კრეჭს ან ყოველ საღამოს ქვაბზე უკაკუნებს, მაშინ ხმაურის დღიური დოზა მკვეთრად იმატებს. ამ აქტივობებისთვის უმჯობესია დამცავი ყურსასმენების გამოყენება.
უცნობ ფაქტორად რჩება ინდივიდუალური აღქმა. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვისი ყურია უფრო გამძლე და ვისი — არა.
"ხმაურის ერთი და იგივე დოზა ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს", — ამბობს ბრაიან პოლარდი, Hyperacusis Research-ის პრეზიდენტი, რომელიც ხმაურით გამოწვეული ტკივილის კვლევებს აფინანსებს.
მუდმივი დაბალი ხმაურისგან გამოწვეული ზიანი პატარ-პატარა გაფრთხილებებით ვითარდება. ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა ოდენობის რისკთან გრძნობენ თავს კომფორტულად.
როგორ გავიგოთ, რომ ჩვენს ყურებს ვაზიანებთ?
ამის მიხვედრა ხშირ შემთხვევაში რთულია მანამ, სანამ ძალიან არ დაგვიანდება.
"სმენის აღქმის ცვლილება შეიძლება თანმიმდევრული ან მოულოდნელი იყო", — ამბობს პოლარდი.
სმენის კარგვა არ ნიშნავს, რომ რაღაცები უფრო რბილად ისმის. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია რთულდება — ადამიანებს ესმით, მაგრამ ვერ იგებენ. მეტყველება დახშობილად ისმის, მუსიკა — ყრუდ. იოლი საუბრები რთულდება.
ამასთან, ყურში ჩნდება წუილი — ხმაური, რომელიც მოსახლეობის 10-20 პროცენტს აწუხებს. ჩვეულებრივ, მცირე მოცულობის ხმაურის ზემოქმედება ყურებში წუილს უფრო იწვევს, ვიდრე სმენის დაქვეითებას.
ექიმი ნეიცელის თქმით, ყურებში წუილი ერთობ უსიამოვნოა ადამიანებისთვის. ამას ხშირად თან ერთვის წნევისა და დაგუბების შეგრძნება.
უფრო სერიოზულად მიიჩნევა ჰიპერაკუსიტი — მგრძნობელობა, რის გამოც გარშემო არსებული ხმები არაკომფორტულად ხმამაღალი ჩანს და შეიძლება იმ დონემდე განვითარდეს, რომ სადილის დროს ჭურჭლის ჩხარუნი აუტანელ ტკივილს იწვევდეს.
რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა და ბავშვება, რომ ყურსასმენებით მოსმენის პროცესი უსაფრთხო იყოს?
მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ თავიანთი შვილის ყურსასმენებიდან გარეთ გამოღწეულ ხმებს არ უსმენენ. მათ უნდა ესმოდეთ, როცა ესაუბრებიან. ყურსასმენების გამოყენებისგან კი დროდადრო უნდა შეისვენონ.
ხმაურის დამხშობი ყურსასმენები ძვირი ღირს, თუმცა კარგია ფონური ხმაურის დასახშობად, მაგალითად, მანქანით მგზავრობის დროს, როცა მუსიკისთვის ხმის აწევის გარეშე ბავშვი მას გარკვევით მოუსმენს. ასეთი ყურსასმენები არ უნდა აგერიოთ ისეთ მოწყობილობაში, რომელსაც ხმის აწევის ლიმიტირებული ფუნქცია აქვს ან სრულად ახშობს ხმაურს და სპეციალური სამუშაოების დროს გამოიყენება.
ექიმი ფლიგორი მშობლებს სთავაზობს, ბავშვებს სმენა სამ წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც შეუმოწმონ. ამან შეიძლება სამომავლო პრობლემებიც გამოავლინოს. ამასთან, მშობლებს შეუძლიათ დააკვირდნენ, რამდენად ხშირად იყენებენ ბავშვები კითხვას — "რა?".
როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერი სიმპტომი საშიშია — ყურებში ზარის ხმა, დახშული ხმა, სენსიტიურობა, ტკივილი, სმენის ცვლილება — მაშინაც კი, თუ ისინი დროებითია. ფლიგორის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ სამომავლოდ სმენას პრობლემები შეექმნება:
"სმენა შეიძლება საკმაოდ ადვილად დაიკარგოს და ამის გამოსწორების გზა არ არსებობს".
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
-
ბირთვული ცდები 4 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს უკავშირდება — ახალი მოხსენება ბირთვული ცდები 4 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს უკავშირდება — ახალი მოხსენება
გადახედვა
-
ინვესტირება 100 ლარით — რეალობა თუ მითი? ინვესტირება 100 ლარით — რეალობა თუ მითი?
-
ინდონეზიის გამოქვაბულში ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატი აღმოაჩინეს ინდონეზიის გამოქვაბულში ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მთვარეზე სასტუმრო გაიხსნება? — ნომრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია მთვარეზე სასტუმრო გაიხსნება? — ნომრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია
გადახედვა
-
"უხილავი" წყალი — რა ოდენობის წყალი იხარჯება ჯინსის, ქაღალდისა და ტექნიკის საწარმოებლად "უხილავი" წყალი — რა ოდენობის წყალი იხარჯება ჯინსის, ქაღალდისა და ტექნიკის საწარმოებლად
-
2029 წლისთვის კოსმოსში კერძო ტელესკოპის გაშვება იგეგმება, რომელიც ჰაბლზე დიდი იქნება 2029 წლისთვის კოსმოსში კერძო ტელესკოპის გაშვება იგეგმება, რომელიც ჰაბლზე დიდი იქნება
გადახედვა
-
არ არსებობს კავშირი ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღებასა და აუტიზმს შორის — მასშტაბური კვლევა არ არსებობს კავშირი ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღებასა და აუტიზმს შორის — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ჩატბოტმა ქალს "დააჯერა", რომ გარდაცვლილ ძმასთან კომუნიკაცია შეეძლო ჩატბოტმა ქალს "დააჯერა", რომ გარდაცვლილ ძმასთან კომუნიკაცია შეეძლო
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს
გადახედვა
-
2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში 2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში
გადახედვა
-
ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები შემდეგი პოდკასტი: 2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები
-
ასტრონომებმა რგოლის ნისლეულში რკინის უზარმაზარი "ჯოხი" აღმოაჩინეს ასტრონომებმა რგოლის ნისლეულში რკინის უზარმაზარი "ჯოხი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის
გადახედვა
კომენტარები