8 მარტივი ხერხი, რომელიც დაგეხმარება, რომ უფრო მეტი წყალი დალიო
ფოტო: Timea Konya / Dribbble
ზაფხულის დადგომასთან ერთად გარემოში ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, რაც ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევს, თბილი ტანსაცმელი კარადაში რამდენიმე თვით შევინახოთ და ფერადი მაისურებით ვისეირნოთ ქუჩებში, თუმცა ამავდროულად სიცხე და მეტი ფიზიკური აქტიურობა ჩვენს ორგანიზმში გაუწყლოების საფრთხესაც აჩენს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ წყალი ჩვენი ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს, რათა ორგანიზმმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს. ეს ფაქტორი კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ცხელ ამინდებში ხდება და ახლა სწორედ იმ რამდენიმე მარტივ რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მეტი წყალი მიიღოთ.
1. დაისახეთ კონკრეტული მიზანი
ფოტო: Headspace
წყურვილის გრძნობა ყველას სხვადასხვანაირად აწუხებს ხოლმე: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დღის განმავლობაში, შეიძლება, ერთ ჭიქაზე მეტი წყლის დალევის სურვილი არც კი გაუჩნდეთ.
თუმცა თუ გეცოდინებათ, რომ კონკრეტული რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ, მაშინ ამ მიზნის შესრულებაც არ გაგიჭირდებათ. თანაც ეტაპობრივად რაოდენობის გაზრდაც შეგიძლიათ.
2. მუდამ თან ატარეთ წყლით სავსე ბოთლი
ფოტო: Adrien Ghenassia / Dribbble
ასე ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენ გვერდითაა წყალი, რომლითაც ყელის გასველება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
კარგი იქნება, თუ ამისათვის მრავალჯერად, მაგალითად, შუშის ბოთლს გამოიყენებთ, რითიც ხშირად პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის შეძენას აირიდებთ თავიდან და გარემოს დაბინძურებასაც ნაკლებად შეუწყობთ ხელს.
3. ჩამოწერეთ აპლიკაცია
ფოტო: Voicu Apostol / Dribbble
ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა მაგალითად Waterlogged და Daily Water, დაგეხმარებათ, რომ დასახულ ამოცანას მეტი მონდომებით მიუდგეთ და ამავდროულად თქვენ მიერ მიღწეულ პროგრესს თვალი მიადევნოთ.
4. გაამრავალფეროვნეთ წყალი ხილით ან ბოსტნეულით
ფოტო: Kate Artiushenko / Dribbble
თუ აქამდე არ გიცდიათ, გეტყვით, რომ კენკრა და ციტრუსი ყველაზე გემრიელ არომატს სძენს და წყლის დალევა ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცევა.
5. მიიღეთ პროდუქტი, როლიც დიდი ოდენობით წყალს შეიცავს
ფოტო: Daryl Beaney
ამ მიზნის მიღწევა განსაკუთრებით გაგიმარტივდებათ, თუ ზოგადად ხილსა და ბოსტნეულს მეტ ყურადღებას მიაქცევთ. აი, საზამთროს, გრეიპფრუტის, კიტრისა და სალათის ფურცლის მსგავსი საკვები კი წყლის ნამდვილი საბადოები არიან!
6. ტკბილი გაზიანი სასმელები მინერალური წყლით ჩაანაცვლეთ
ფოტო: Graham Prentice / Dribbble
თქმა არ სჭირდება იმას, რომ წყურვილის დატკბილებული გაზიანი სასმელებით მოკვლა ყოვლად არასწორი გზაა, ამიტომაც მათი მიღება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ.
თუმცა თუ ხშირად გაქვთ მათი დალევის სურვილი, ეცადეთ, რომ მინერალური წყლით ჩაანაცვლოთ.
7. დალიეთ მეტი ჯანსაღი გამაგრილებელი სასმელი
ფოტო: Patrick Butler / Dribbble
სახლში მომზადებული ლიმონათი ან ცივი ჩაი თუ გაგისინჯავთ აქამდე? თუ არა, ამ უმარტივეს რეცეპტებს უნდა გაეცნოთ.
8. ბოლო რჩევა: უბრალოდ დალიეთ მეტი წყალი!
ფოტო: Eloi Raharinosy / Dribbble
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები