ცვლილებების დრო რუსთავში — ქალაქში "ლელომ" ოფისი გახსნა
19 ივნისს პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" რუსთავში ოფისი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"ლელოს" ლიდერები და წევრები ადგილობრივებს მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ და გააცნეს "ლელოს" სამომავლო გეგმები, რომელიც ქალაქის განვითარებას ემსახურება.
"'ლელოს' მთავარი ამოცანაა, ამ ქალაქში დაამარცხოს უიმედობა", — პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას ამ სიტყვებით მიმართა და განუცხადა, რომ "ლელო" არ დაიშურებს ძალას რუსთავის განვითარებისთვის და მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქალაქის შესაძლებლობები.
"რუსთავმა შექმნა ინდუსტრიული ქალაქი, თუმცა, სამწუხაროდ, მისი განვითარების საშუალება ბოლო 30 წელი არ მიეცა. რუსთავმა ვერ დაიწყო ახალი ცხოვრებით ცხოვრება, ახალი ინვესტიციებით და ახალი საწარმოებით. ჩვენი გუნდი ამ გამოცდილებით მოდის და რუსთავს სპეციალურ დიდ პროექტებს მივუძღვნით, გაჩერებულ ქარხნებს თავიდან ავამუშავებთ და ახლებს შევქმნით. ჩემი და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანების ნაკეთები საქმეები საუბრობენ იმაზე, რაც გაგვიკეთებია, ამიტომ ეს არ არის ფუჭი სიტყვები. მე მინდა, მოგიწოდოთ, რომ დავამარცხოთ უიმედობა — ეს 'ლელოს' მთავარი ამოცანაა", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ოფისის გახსნისას ადგილობრივებს განუცხადა, რომ "ლელო" ქალაქში სიახლეს შეიტანს და შეცვლის წინა ხელისუფლებების არასწორ პოლიტიკას.
"დღეს რუსთავში აღვმართეთ 'ლელოს' დროშა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან ვერც ერთმა შეძლო იმ დაპირებების შესრულება, რომელსაც ისინი უხვად გასცემდნენ. ამ მიდგომას ჩვენ დავარღვევთ და აუცილებლად შევძლებთ, ყველა დაპირება, რომელსაც გავცემთ, შევასრულოთ. რუსთავი ყოველთვის ცვლილებების მომხრეა. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დრო დავკარგოთ, რადგან ახლავე უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისაკენ", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ბრძოლას განახლებისთვის ვიწყებთ რუსთავიდან", — გრიგოლ გეგელიამ რუსთავის ოფისის გახსნა ამ სიტყვებით დააანონსა.
"ძველი გზები უნდა შეიცვალოს, სვლა მომავლისთვის არის ფუნდამენტური განვითარებისა და მომავლისთვის და ჩვენ ზუსტად ამ ადგილიდან ვიწყებთ დიდ ცვლილებებს. რუსთაველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს არასწორი პოლიტიკა. ამ ქალაქმა იცის, რომ დიდი პოტენციალის მატარებელია და დღეს ეს პოტენციალი გამოუყენებელია. სამწუხაროდ, რუსთავის მოსახლეობამ იცის, რას ნიშნავს დაუცველი შრომა და დაბინძურებული ჰაერი, ეს პრობლემები კი არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეცვალა. 'ლელო' ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოაგვარებს ამ პრობლემებს. ჩვენ მოვდივართ სერიოზული ცვლილებისთვის და 'ლელოს' სიკეთეებს პირველ რიგში რუსთავი შეიტყობს", — განაცხა გრიგოლ გეგელიამ.
რუსთავის ოფისის გახსნას "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილიც ესწრებოდა.
მისი განცხადებით, ადამიანებს მობეზრდათ გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება და ახალი იმედით მივიდნენ პარტიის მიერ დაანონსებულ შეკრებაზე.
"ჩვენ არ გპირდებით ოცნებას, ჩვენ არ დაგპირდებით ისეთ რაღაცას, რასაც ვერ შევასრულებთ, ჩვენ დაგპირდებით მხოლოდ იმას, რისი გაკეთების საშუალებაც გვექნება ერთად. რადგან მოსახლეობას მობეზრდა გაჩერებულ, უმოქმედო ქვეყანაში ცხოვრება და ამას შევცვლით. ჩვენ მოვდივართ ახალი ხედვით და ხვალინდელი დღის იმედით", — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები