რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა ლესბოსელ ქალებს
ფოტო: ole999 / Alamy
30 წლის ნინო (სახელი შეცვლილია) ლესბოსელი ქალია. ის მუსიკოსია და კორონავირუსის პანდემიამდე და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ქუჩაში უკრავდა ხალხისთვის. მისი ძირითადი შემოსავალიც ეს იყო.
არ იცის, ამ თვეში ბინის ქირას როგორ გადაიხდის. კომუნალურებზე სახელმწიფოს დახმარებას იყენებს, თუმცა იმას, რომ თვითდასაქმებული იყო, ვერ დაამტკიცებს და ვერც ერთჯერად კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს.
ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, ნინოს ოჯახის წევრებიც არ ეხმარებიან, რადგან მისი ორიენტაციის გამო დისტანციური ურთიერთობა აქვთ.
"ქუჩის მუსიკოსობით რამდენიმე ადამიანისთვის საკმარისი თანხა არ გამომდიოდა, თუმცა იმდენი იყო, რომ ჩემი ოჯახი მერჩინა და თავის შემენახა, თუნდაც ბინის ქირა, კომუნალური გადამეხადა ან საკვები მეყიდა", — ამბობს ის On.ge-სთან.
წინა თვეში საკვები და ჰიგიენური საშუალებები ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიუტანეს, ასევე, დაეხმარნენ ფეისბუქ ლაივის ორგანიზებაში და შემოსული ფულით ბინის ქირა გადაიხადა.
"ამ თვისაც გადასახდელი მაქვს. ჯერ არ ვიცი როგორ უნდა გადავიხადო. თემი უნდა იყოს შეკრული ერთ გუნდად და ერთმანეთზე ვიზრუნოთ. სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენი მშველელი მეტი არ იქნება".
პანდემიამ პრობლემები შეუქმნა რუსუდან ჯიჯელავასაც, რომელიც ცოლთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მანამდე ორ სამსახურში მუშაობდა და სწავლობდა, ახლა დისტანციურ სწავლასთან ერთად გვიან ღამით დოკუმენტებს თარგმნის, რომ მინიმალური შემოსავალი ჰქონდეს. მეგობრები ვერ ეხმარებიან, დედასთან კი ორიენტაციის გამო პრობლემური ურთიერთობა აქვს — ოჯახი იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მათთან დაბრუნდება საცხოვრებლად და მარტო, რაც არ უნდა.
"ის, რომ ახლა სადღაც ხელი არ გვაქვს ოფიციალურად მოწერილი, არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა არასერიოზულია და ნებისმიერი გაჭირვების შემთხვევაში უნდა დავიშალოთ. ეს ჩვეულებრივი ოჯახია, ოჯახურად ვცხოვრობთ. რადგან ჰომოფობიურ ნიადაგზე ოჯახებისგან არ გვაქვს მხარდაჭერა, გვიწევს საკუთარი თავების გატანა", — ამბობს ის On.ge-სთან.
რუსუდანი და მისი ცოლი ურთიერთობას აქამდე არ მალავდნენ, მაგრამ ახლა ფრთხილობენ, ბინის მეპატრონემ არ გაიგოს, რადგან პრობლემების შემთხვევაში სხვაგან გადასვლა და ქირაში უფრო მეტი თანხის გადახდა გაუჭირდებათ.
"ოჯახი არც ფინანსურად გვეხმარება. ამას იყენებენ როგორც ბერკეტს — ჰგონიათ, რომ როცა გაგვიჭირდება და ფული აღარ გვექნება, მერე მაინც დავიშლებით. ისედაც რთულია ამ პანდემიის დროს შემოსავლის ქონა და როცა გარედანაც არ გაქვს დახმარების იმედი, მით უფრო", — აღნიშნავს ის.
ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ძალადობისგან დაცვა, დასაქმება და ისეთი ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორაა საცხოვრებლის, სამედიცინო საჭიროებები და კვება — ამ პრობლემებს ასახელებენ სამოქალაქო აქტივისტ ნინო ბოლქვაძის მიერ გამოკითხული ლესბოსელი ქალები.
ნინომ თბილისსა და ქუთაისში თემის 49 წევრი გამოკითხა. ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, თუმცა ჩანს, რა პრობლემები აქვს ლესბოსელი ქალების ნაწილს ამ დროისთვის. რესპონდენტებს შეეძლოთ, კითხვარში რამდენიმე პასუხი მოენიშნათ ან დაემატებინათ ის საჭიროება, რომელიც კითხვარში არ იყო. პასუხები ასე გადანაწილდა:
- 61%-ს პანდემიის პირობებში უჭირს სტაბილური, პოზიტიური, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება;
- 22%-ს დისკომფორტი ექმნება ოჯახის წევრის მხრიდან, რაც გამოიხატება კამათში, ყვირილში, სისტემატურ დაძაბულობაში კომუნიკაციისას;
- 10%-ს მნიშვნელოვანი დისკომფორტი ექმნება ოჯახის წევრის მხრიდან, რაც გამოიხატება მუქარაში, შანტაჟში და ფიზიკურ ძალადობაში;
- 32% უთითებს, რომ სურს დასაქმება, მაგრამ ვერ ახერხებს;
- 16%-ს სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია რომელიმე საქმიანობაში, რომელიც დასაქმებაში დაეხმარება;
- 14%-ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებს;
- 4%-ს ექიმის მიერ დანიშნული აქვს მედიკამენტები, რომლებსაც ვერ ყიდულობს;
- 24% ვერ ახერხებს ბინის ქირის გადახდას;
- 10% ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას;
- 14%-ს უჭირს საკვების და ჰიგიენური საშუალებების შეძენა;
- 16%-ს უჭირს ინტერნეტის/სატელეფონო კომუნიკაციის საფასურის გადახდა;
- 10%-ს ესაჭიროება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების დაძლევა.
გამოკითხვა ნინო ბოლქვაძემ მაისის დასაწყისში ჩაატარა და რესპონდენტების უმრავლესობა 35 წლამდე ასაკისაა.
"რთულია იმის თქმა, იქნებოდა თუ არა მსგავსი შედეგი პანდემიამდე და რამდენად დამძიმდა სიტუაცია, თუმცა ახლა მომმართავენ ის ადამიანები, რომლებიც პირველად რამდენიმე წლის წინ დამიკავშირდნენ, როგორც უფლებადამცველს. მას შემდეგ, რაც მხარდაჭერა მიიღეს, მხოლოდ ახლა მომწერეს, რაც მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ მდგომარეობა გართულდა“, — აღნიშნავს ნინო ბოლქვაძე On.ge-სთან.
საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები უფლებები ირღვევა და ამის დასტურია დარბეული და ვერშემდგარი მშვიდობიანი აქციები, ძალადობა ქუჩაში, ტრანსგენდერი ქალების მკვლელობები და სხვა. ლგბტქ+ თემის წევრები ხშირად ვერ იღებენ მხარდაჭერას ოჯახის წევრების მხრიდანაც, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები