გია ვოლსკი: საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს კოკა ყანდიაშვილზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, საოცარია, რომ ფეისბუქის მიერ წაშლილ გვერდებთან დაკავშირებით ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანეს.
მისი თანაპარტიელის, მამუკა მდინარაძის მსგავსად, გია ვოლსკიც ამბობს, რომ ყანდიაშვილის მათი პარტიის მხარდამჭერია. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ ფეისბუქის ანგარიშში ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ გვერდებზეა საუბარი.
"აქედან ცდილობენ, გადაიტანო ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც კიდევ არ ვიცით დაარღვია თუ არ დაარღვია, მაგრამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერს, ფეისბუქი თავად იძლევა შესაძლებლობას შექმნა პლატფორმები, მოიზიდო ხალხი, შექმნა ჯგუფები, თუმცა შეიძლება, რომ დაარღვიო და გადასცდე რეგულაციებს. ტრაგედია ისაა, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიჩნევს კანდიდატად თავს ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლოაბაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა, აი, ამ ფეისბუქის თუ სხვა მორალურ-ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს, 6 მაისს ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ Facebook-ის ანგარიშს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, თუმცა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების წაშლაზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვის დასმამდე, მას არ უხსენებია კოკა ყანდიაშვილის ესპერსონასთან დაკავშირებული გვერდების წაშლა. ის ყანდიაშვილს გაემიჯნა, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ მათი PR ტექნოლოგი იყო.
"რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება; ჩვენ გვახსოვს ნარატივები, ბოტებისა და ტროლების ქარხანა და ა.შ, ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება 2013-14 წლიდან ქართულ ოცნებასთან აღარ აქვს. ყველამ იცის, რომ ის ქართული ოცნების მხარდამჭერია და ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას", — განაცხადა მან და დაამატა, რომ ამის შემდეგ ყანდიაშვილთან კავშირი არ ჰქონიათ და მას პარტიისგან არანაირი დავალება არ მიუღია.
5 მაისს გამოქვეყნდა Facebook-ის ანგარიში, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობასთან და კოკა ყანდიაშვილის მედია ესპერსონასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები წაშალა. ფეისბუქის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამანგარიში, რომელიც გამოძიებამ ენმ-სთან ასოცირებულ ინდივიდებთან დააკავშირა.
"მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებელად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტური და არაავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
უმეტესწილად, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ეხებოდა ლოკალურ მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ თემებს, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მოქმედი ხელისუფლების პანდემიის მართვის ტაქტიკის კრიტიკა და სხვა. მოცემული გვერდების ნაწილს 2018 წლის შემდგომ არ უმოქმედია", — წერია კომპანიის განცხადებაში.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები