როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის
ფოტო: ნენსკრა ჰიდრო
ნაკრას ხეობის მოსახლეობა ისტორიულად, წყალდიდობის სეზონს სრულიად დაუცველი ხვდებოდა. სტიქიის შედეგად სოფლებში სახლები, ეზოები და სასოფლო სავარგულები ზიანდებოდა. ახლა პირველი გაზაფხულია, როცა წყალმოვარდნის საფრთხე მნიშვნლოვნადაა შემცირებული. გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, "ნენსკრა ჰიდრომ" მდინარე ნაკრას ორ მონაკვეთზე კალაპოტი ქვაღორღისგან გაწმინდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა.
რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა ნაკრას კალაპოტში და რამდენად დაცული იქნება მოსახლეობა მომავალში? - ამ თემებზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაკრას თემის მაცხოვრებელი როდამ გვარმიანი მოგვითრობს.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია. სამუშაოები ადგილზე სწორედ მოსახლეობის თხოვნით ჩატარდა.
ხეობაში მრავალი წელია, არსებობს წყალდიდობებისას საცხოვრებელი სახლებისა და მიწების დატბორვის პრობლემა. მდინარის ორივე ნაპირი წყალდიდობების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. მარცხენა ნაპირზე, სადაც ფერდობია და წყალმოვარდნების შედეგად ეროზიაა დაწყებული, მოსახლეობა საფრთხეში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარულია, რის გამოც პრობლემა დროულად საჭიროებდა გადაწყვეტას.
რაც შეეხება მარჯვენა ნაპირს, სადაც ასევე სახლობენ ადგილობრივები, აქ ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებია დაზიანებული. მთლიანად განადგურებულია სახნავ-სათიბი მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამიტომ ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თემის მაცხოვრებლებისთვის.
როდის დაიწყო „ნენსკრა ჰიდრომ“ მდინარე ნაკრაზე ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები?
აღნიშნული პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, ნაკრას თემის განვითარების კომიტეტის აქტიური ჩართულობითა და “ნენსკრა ჰიდროს” დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად განხორციელდა ხეობის გეოლოგიური შესწავლა, პროექტირება, 2019 წლის გაზაფხულზე კი ჩატარდა ტენდერი და შესრულდა სამუშაოები.
რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა მდინარეზე და რამდენი მონაკვეთი გამაგრდა?
პროექტის ფარგლებში სამუშაოები მდინარე ნაკრას ორ - 300 და 400-მეტრიან მონაკვეთზე შესრულდა. 300-მეტრიან მონაკვეთზე გაიწმინდა და გაფართოვდა მდინარის კალაპოტი, ხოლო შემდეგ მდინარის ორივე მხარეს შემოზიდული მსხვილი ქვით ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყო. რაც შეეხება 400-მეტრიან მონაკვეთს, იქ ჩატარდა კალაპოტის გაწმენდა-ჩაღრმავება, ადგილზე მოზიდული მასალით ნაპირი გამაგრდა.
ორივე პროექტი, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის: წყალდიდობების შედეგად დასახლებულ უბნებს რეალური საფრთხე ექმნებოდა, დღეს კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა.
რამდენი სოფელია ნაკრას ხეობაში და თუ მოხერხდა პროექტში ადგილობრივების დასაქმება?
ნაკრას თემში შედის 11 სოფელი, რომელთა მოსახლეობა 120 კომლს, ანუ დაახლოებით 450-მდე მაცხოვრებელს შეადგენს. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითად საქმეს ტექნიკა აკეთებდა, თუმცა პროექტში 10-მდე ადგილობრივის დასაქმება მაინც მოხერხდა.
შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ნაკრას ხეობა ამ პროექტის წყალობით წყალდიდობების სეზონს მომზადებული ხვდება?
ნაკრას ხეობაში წყალმოვარდნები ფაქტობრივად, ყოველ წელს ხდება. ეს მოვლენები 10-15 წლის წინ დაიწყო, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით გააქტიურდა და უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იყო ქცეული. ბოლო წლებში სტიქიის შედარებით მცირე მასშტაბების მიუხედავად, ჭუბერის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ პროექტის წყალობით კონკრეტული ოჯახების უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილია: უბნებზე, სადაც გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა, მოსახლეობა ფაქტობრივად, გარანტირებულად იქნება დაცული წყალდიდობის საფრთხისაგან.
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ეს პირველი პროექტი არ არის, “ნენსკრა ჰიდროს” მსგავსი სამუშაოები როგორც ნაკრაზე, ისე სხვა ღვარცოფულ მდინარეებზე გასულ წლებშიც აქვს ჩატარებული.
ამ პროექტის გარდა, კიდევ რით ეხმარება "ნენსკრა ჰიდრო" ადგილობრივ მოსახლეობას?
გარემოსდაცვითი პროექტების გარდა, კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" ნაკრას თემის განვითარების კომიტეტთან თანამშრომლობით სხვადასხვა სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. ესენია: საბავშვო ბაღისა და სკოლის აღჭურვა საჭირო ინვენტარით, ასევე ნაკრას თემის თერთმეტივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო და ახალი პროექტების შესრულება. წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ წამოიწყო, შემდეგ წელს კი მისი დაფინანსება დაიწყო "ნენსკრა ჰიდრომ". წელს უნდა დასრულდეს სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. გასულ წელს სამუშაოები 7 სოფელში შესრულდა, წელს კი ნაკრას ცენტრალურ ნაწილში სათავო ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდება.
გარდა ამისა, კომპანიამ მექანიზაციის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ტექნიკით დახმარება უზრუნველყო. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ სამშენებლო და სამეურნეო მიზნებისთვის “ნენსკრა ჰიდროს” ტექნიკით უსასყიდლოდ ესარგებლათ. პროექტის ბენეფიციარებმა კომპანიისგან 3000 ლარამდე ღირებულების მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღო.
სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს "საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები