გახარიასა და მთავრობის გინების გამო დაგვაჯარიმეს — კარანტინში მყოფი ძმები
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ფორმულა
ძმები, შოთა და ირაკლი გურეშიძეები აცხადებენ, რომ საკარანტინო ზონაში გახარიასა და მთავრობის მისამართით გინების შემდეგ პოლიციამ სასამართლოში გადაიყვანა, სადაც მოსამართლემ დააჯარიმა. ამის შესახებ მათ 23 აპრილს, ფორმულას ეთერში ისაუბრეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გინების დროს მათთვის გამოყოფილ ოთახში მარტო იყვნენ და პოლიცია სწორედ ამის შემდეგ შევიდა მათთან.
მანამდე, ძმები საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში გადასვლას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ძმა იხსენებს, რომ ამ მოთხოვნით პასუხისმგებელ პირთან გასაუბრება მოინდომეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობას დაიწყებდნენ. ამის შემდეგ საკარანტინო სივრცეში პოლიცია მივიდა:
"მივიღეთ უარი თვითიზოლაციაში გადასვლაზე, გვითხრეს, რომ ეს ჩვენი უფლება არ არის. ძალიან უხეში, ძალიან დამამცირებელი, ირონიული დამოკიდებულება იყო. როცა ვთქვით, რომ შიმშილობას დავიწყებდით, სამედიცინოს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ აინტერესებდა ვიშიმშილებდით თუ არა, მთავარი იყო სიცხე გაგვეზომა. მოვითხოვეთ ვინმე კომპეტენტური, ვისაც შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა და დავხურეთ კარი, დავბრუნდით ოთახში. ამას მოყვა ლანძღვა გახარიასა და მთავრობის მიმართ ჩემი ძმისგან. ამას კიდე მოყვა პოლიციელთა გაღიზიანება, როგორც ჩანს. კარზე გაისმა ბრახუნი".
მოქალაქე იხსენებს, რომ კარის გაღებისას მათ ოთახში 4 პოლიციელი "შევარდა". მისი თქმით, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც დამცავი საშუალებები არ ეკეთათ და მათთან [კარანტინში მყოფებთან] პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.
ერთ-ერთი ძმის თქმით, ისინი ძალადობრივად, ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და 4-5 საათი ბორკილებდადებულებმა მანქანაში გაატარეს:
"შემდეგ გადაგვიყვანეს და 2 საათს ვიცადეთ სასამართლოს ეზოში. მიგვიყვანეს და მოსამართლე ჩაგვერთო სკაიპით. ბრალდებაში ჩაწერეს, რომ თითქოს შეურაცხყოფა მივაყენეთ სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, მოკლედ, ავიკელით სასტუმრო. სასამართლოში პოლიციელებმაც დაადასტურეს საკუთრ ჩვენებაში, რომ მათთვის არ გვიგინებია. მე ვუთხარი, რომ ეს არ გამიკეთებია, მაგრამ წარსულში მქონია, როგორც საქართველოს მოქალაქეების 100 პროცენტს და მომავალშიც, სავარაუდოდ, თუ რამეს გააფუჭებდა მთავრობა, გავლანძღავდი მათ. ამის გამო მოსამართლემ დამიწერა მე 1000-ლარიანი, ჩემს ძმასაც 1000-ლარიანი ჯარიმა. თუმცა, მანამდე, პატრულმა გამოგვიწერა 3-3-ათასლარიანი ჯარიმა, საკარანტინო წესების დარღვევისთვის. ეს რაში გამოიხატება არ ვიცი. მანამდე ოთახიც არ დაგვიტოვებია. [...] მოსამართლემ მთავრობის გინება ახსნა, როგორც იგივე პოლიციელზე გინება".
ძმების მდგომარეობის შესახებ განცხადება 23 აპრილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ, ისინი მაშინვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი ჰქონდათ, თუმცა გადასვლაზე უარი დაუსაბუთებლად უთხრეს, რის გამოც კარანტინში დარჩენაზე უარი განაცხადეს.
საიას განცხადებით, ხელისმოწერაზე უარის თქმა პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ორივე მათგანს შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დააჯარიმეს 3000-3000 ლარით.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები