ტრამპმა, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს საგარეო და ვაჭრობის პოლიტიკა
ფოტო: Getty
დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა საგარეო პოლიტიკა და მიდგომა მსოფლიოში მიმდინარე კრიზისებისადმი, რადიკალურად შეცვალოს. სტატიას ამერიკის ხმა ავრცელებს.
ტერორიზმის საფრთხე, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის აგრესია და უფრო ძლიერი ჩინეთი, ის გამოწვევებია, რომლის გარშემოც ტრამპს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე მოახდენს გავლენას.
წინასაარჩევნოდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალური ექსტრემიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მისთვის. მაგრამ, მიმომხილველთა აზრით ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ამ თემებზე საუბრისას იყენებდა, ვერ დაეხმარება მას პრობლემის გადაჭრაში.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის დარელ ვესტის თქმით, ის თუ რას ამბობ და როგორ რიტორიკას იყენებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, ძალზედ მნიშვნელოვანია.
„როდესაც მსოფლიო არენაზე ხარ, ყველას ყურადღება მიმართულია იმ ყველაფრისკენ, რასაც აკეთებ. და აღმოაჩენ, რომ სიტყვებს მოჰყვება შედეგები, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. თუ რას ამბობ სხვადასხვა საკითხებზე, როგორ უდგები კონფლიქტს და რას ფიქრობ თუ რა უნდა გააკეთო, ძალზედ მნიშვნელოვანია“.
კამპანიის განმავლობაში ტრამპი საუბრობდა რუსეთთან თანამშრომლობის უპირატესობებზე. რუსეთი ობამას ადმინისტრაციისთვის მეტოქედ მიიჩნეოდა. ბევრი ექსპერტი და მიმომხილველი ტრამპის პოზიციამ დააბნია.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელის ჯონ ჰერბსტის თქმით, თუ ტრამპის განცხადებებით ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ის, ეს შემაშფოთებელია.
„თუ მისი განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. მას არ აქვს ძირითადი ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ უკრაინაში, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ერთგულება NATO-ს წევრი მოკავშირეებისადმი. ჩემი აზრით, ეს ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ჰერბსტმა.
რაც შეეხება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობას - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ის წინ არ წაიწევს, გამომდინარე ტრამპის პოზიციიდან საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის გარშემო.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარის, მაიკლ გრინის თქმით, საჭიროა ამ კუთხით მუშაობა.
„საჭიროა გაიზარდოს ამერიკის წარმომადგენლობითობა... ეს შეეხება ჩართულობას, ვაჭრობას და თავდაცვას. არსებობს კონსენსუსი, რომ ამ კუთხით ჩვენ უფრო მეტი რამის გაკეთება გვჭირდება“, - ამბობს გრინი.
მიმომხილველები ელოდებიან ტრამპის მიერ სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატურების წარდგენას იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს თუ როგორი იქნება თეთრი სახლის მიდგომა მსოფლიოსადმი.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები