საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ — 26
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 26-ია. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 5734 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 260.
"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ
30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერმინისტრის თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
რაც შეეხება შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებული გადაყვანა დასაშვები იქნება. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
-
ნახეთ: სპაიდერ-ნუარის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოვიდა ნახეთ: სპაიდერ-ნუარის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" : "ოცნების" წარმომადგენლებმა ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" : "ოცნების" წარმომადგენლებმა ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ
გადახედვა
-
POG: მუქარის ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინეს POG: მუქარის ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინეს
გადახედვა
-
ტომ ჰარდი კარიერაში ხანგრძლივ პაუზას აანონსებს — მსახიობს დასვენება სჭირდება ტომ ჰარდი კარიერაში ხანგრძლივ პაუზას აანონსებს — მსახიობს დასვენება სჭირდება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რა ასხია ბოთლში/ჭიქაში ქვიზი: გამოიცანი, რა ასხია ბოთლში/ჭიქაში
-
დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის — მსოფლიო ლიდერები თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლას ეხმაურებიან დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის — მსოფლიო ლიდერები თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლას ეხმაურებიან
გადახედვა
-
Star Trek: Strange New Worlds-ის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Star Trek: Strange New Worlds-ის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ლევან გომშიაშვილმა Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის მიღწევები გააზიარა ლევან გომშიაშვილმა Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის მიღწევები გააზიარა
-
ზოგჯერ მგონია, რომ ციხეში ყოფნის წლები საერთოდ არ მემატება და საერთოდ 28 წლისადაც ვერ აღვიქვამ თავს. ძალიან მეხამუშება… ისევ 26-ის მინდა ვიყო. ზოგჯერ მგონია, რომ ციხეში ყოფნის წლები საერთოდ არ მემატება და საერთოდ 28 წლისადაც ვერ აღვიქვამ თავს. ძალიან მეხამუშება… ისევ 26-ის მინდა ვიყო.
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი AgriTech და GreenTech ინოვაციები გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი AgriTech და GreenTech ინოვაციები გაიმართება
-
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა
გადახედვა
-
გუშინ ყველას ერთად გვირტყამდნენ, ერთმანეთის გადასარჩენად თავს საფრთხეში ვიგდებდით და დღეს ერთმანეთს ვლანძღავთ?! იმაზე სულელურს ვერაფერს ვიზამთ, როცა მტრის წინაშე ვდგავართ და ერთმანეთის კრიტიკით ვართ დაკავებული. გუშინ ყველას ერთად გვირტყამდნენ, ერთმანეთის გადასარჩენად თავს საფრთხეში ვიგდებდით და დღეს ერთმანეთს ვლანძღავთ?! იმაზე სულელურს ვერაფერს ვიზამთ, როცა მტრის წინაშე ვდგავართ და ერთმანეთის კრიტიკით ვართ დაკავებული.
გადახედვა
-
თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
გადახედვა
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები