ფონდი Welcome და Mastercard $125 მილიონს გამოყოფენ კორონავირუსთან საბრძოლველად
ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, Welcome და Mastercard 125 მლნ დოლარს გამოყოფენ ახალ კორონავირუს, COVID-19-თან საბრძოლველად. ამ თანხით უნდა დაჩქარდეს ვირუსის წინააღმდეგ არსებული საბრძოლო მოქმედებები, მკურნალობისთვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირებით, შეფასებით, განვითარებითა და მათი გავრცელებით. პარტნიორები გეგმავენ, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში, პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
თერაპიული აქსელერატორი კატალიტიკურ როლს ითამაშებს COVID-19 ვირუსისა და სხვა მსგავსი ვირუსული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. ამ ეტაპზე შეზღუდულია ანტივირუსული და იმუნოთერაპიული პროდუქტების სპექტრი, ხოლო ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ასეთი პროდუქტები საერთოდაც არ არსებობს.
"COVID-19-ის მსგავსი ტიპის ვირუსები სწრაფად ვრცელდება, თუმცა ვაქცინისა და სამკურნალო საშუალებების შემქნა მათ გავრცელებას ხელს უშლის. თუ ჩვენ გვსურს, რომ დედამიწა მსგავსი ვირუსული აფეთქებებისგან უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის, მაშინ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა და როგორ დავაჩქაროთ კვლევები. ამისთვის კი საჭიროა მთავრობების, კერძო ბიზნესებისა და ფილანტროპული ორგანიზაციების სწრაფი მოქმედება", — მარკ სუზმენი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის აღმსასრულებელი ოფიცერი.
COVID-19 თერაპიული აქსელერატორი იმუშავებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთან, სახელმწიფოს, კერძო სექტორის ფონდებთან და ორგანიზაციებთან ერთად. ასევე, გლობალურ სარეგულაციო და სამოქმედო ინსტიტუციებთან ერთად. აქსელერატორი ფოკუსირებული იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების ყველა ეტაპზე —მედიკამენტების შესაქმნელად ინფორმაციული სისტემით დაწყებული, მათი წარმოებითა და გავრცელებით დასრულებული. კვლევების გაზიარება, ინვესტიციების კოორდინირება და რესურსების თავმოყრა დაეხმარება კვლევების დაჩქარებას. ასეთი კოლაბორაცია იყო მთავარი 2014 წლის ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლაში. სწრაფი და მანევრული ფონდების შექმნამ პროცესის განვითარების საკვანძო ეტაპზე, დააჩქრებს მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო პროდუქტების შექმნას, რომლებიც ხელმსაწვდომი იქნება მცირე რესურსების მქონე ქვეყნებში.
COVID-19 თერაპიული აქსელერატორი იმოქმედებს როგორც საინიციატივო ფონდი, რომელიც მოიძიებს ექსპერტებს, როგორც დამააარსებელი ორგანიზაციების შიგნით, ასევე, მის გარეთაც. აქსელერატორი დაეხმარება განვითარების ციკლის რამდენიმე ასპექტს —კანდიდატი პროდუქტების კლინიკურ დადასტურებას, გამოყენებასა და წარმოებას. ასეთი კანდიდატების იდენტიფიცირებათვის, აქსელერატორი სამკომპონენტიან მიდგომას გამოიყენებს: COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების ტესტირებისთვის, დაახარისებებს ათასობით ნაერთებს და დაადასტურებს უსაფრთხო გამოყენების ვადებს. ასევე განიხილავს ახალ გამოკვლევევებს ნაერთებისა და მონოკლონარული ანტისხეულების შესახებ.
ის წამლები ან მონოკოლანურილი ანტისხეულები, რომლებიც სკრინინგს წარმატებით გაივლიან გადავლენ განვითარების ახალ ეტაპზე. ბიოტექნიკური და ფარმაცევტული ინდუსტრიები იქნებიან გადამწყვეტი პარტნიორები, რომლებიც ნაერთებსა და კლინიკურმონაცემებს გააერთიანებენ, რათა შექმნან და წარმოებაში გაუშვან წარმატებული წამლები და მონოკლონური ანტისხეულები. COVID-19 სამკურნალო მედიკამენტების შექმნის პარალელურად, აქსელერატორი იმუშავებს სარეგულაციო კრიტერიუმებისა და საწარმოო ინდუსტრიებთან ერთად. დაჩქარებული გზით, დაახლოებით 1 წლის ვადებში, ეფექტური წამალები გამოჩნდება ბაზარზე.
Wellcome-ის დირექტორმა, ექიმმა ჯერემი ფერერმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვირუსი უპრეცენდენტო გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
"ამ ეტაპზე, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ვუბიძგოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გაძლიერდეს მათი ჩართულობა, რათა სწრაფად მოხდეს დიაგნოსტიკა და ვაქცინების შემუშავება. მეცნიერება ფენომენალურად სწრაფი ტემპით იბრძვის COVID-19– ის წინააღმდეგ, მაგრამ ამ წარმატების მისაღწევად ამ ეპიდემიის პირისპირ, მეტი ინვესტიცია გვჭირდება, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისის კვლებები. თერაპიული აქსელერატორი მოგვცემს საშუალებას პოტენციურად ვუმკურნალოთ, ჩავატაროთ კვლები, დავაკვირდეთ განვითარების და ვაწარმოოთ შეფასება. COVID-19 უკიდურესად დიდი გამოწვევაა დღეს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საზღვრებს შორის თანამშრომლობის გზით, ჩვენ შეგვიძლია აღმოვფხვრათ ინფექციური დაავადებები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა COVID-19– ის წინააღმდეგ და ყველა დავარწმუნოთ, რომ წინსვლის შემთხვევაში ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება. ინვესტირება ახლა, მასშტაბურად, ამ რისკის პირობებში, როგორც გლობალური მცდელობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, თუ გვინდა რომ აღნიშნული ეპიდემიის კურსი შეიცვალოს. ჩვენ მივესალმებით ნებისმერს, ვინ ამ კონკრეტულ ბრძოლაში შემოერთებას გადაწყვეტს".
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ანტივირუსული საშუალებები ეფექტურია იმისთვის, რომ სეზონური გრიპები შეამციროს და აივ მკურნალობას გაუძღვეს, არცერთმა არ აჩვენა ეფექტურობა მიმდინარე ეპიდემიის მიმართ. ეფექტურიმკურნალობის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ პროდუქტებს არ აქვთ "დაუყოვნებელი საინფორმაციო ბაზარი", რომლის მიხედვითაც შემდგომში არაეფექტური ანტიბიოტიკების გამოკვლევა შეწყდება და რესურსები სხვა, ახლისკენ და ჯერ კიდევ შეუსწავლელისკენ, მიემართება.
"The COVID-19 Therapeutics Accelerator" შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, რათა შეამციროს ფინანსური და ტექნიკური რისკი აკადემიებისთვის, ბიოტექნოლოგიისა და ფარმაცევტული კომპანიებისთვის და ამავდროულად უზრუნველყოს, რომ აღმოჩენილი და შესწავლილი პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს დაბალი რესურსებისა და შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის. ფარმაცევტული კომპანიების როლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება წარმატებული წამლების გამოვლენის პროცესში, მათ შესწავლასა თუ შემდგომ კომერციალიზაციაში.
"ჩვენ მოხარულები ვართ და ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ შევუერთდით COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ამ გლობალურ კამპანიას, რათა წინ წავიდეს პროცესი" განაცხადა მაიკ ფრომანმა, Mastercard-ის ვიცე თავმჯდომარემ.
"ეს გლობალური გამოწვევა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასა და მშვიდობას მსოფლიო მასშტაბით, არამედ ასევე საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ბიზნესისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სიცოხლისუნარიობას. ჩვენი გამოცდილება ფინანსური ინკლუზიურობაში გვაჩვენებს მხარეთა ქსელის შექმნის მნიშვნელობას, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთ კაპიტალზე, არამედ დამატებითი აქტივებებსა და მსოფლიო მნიშვნელობის საქმეებზე იზრუნებენ. მოხარული ვიქნებით, ვნახოთ სხვა პარტნიორები, რომლებიც აღნიშნულ მცდელობას შემოურთდებიან", — თქვა მაიკ ფრომანმა.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა

კომენტარები