რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ეტიკეტის საერთაშორისო წესებზე
ფოტო: EPA-EFE
გასულ კვირას გერმანელი პოლიტიკოსის ქცევა ვინმეს საოცარ უზრდელობად შეიძლება მოსჩვენებოდა — მან უარი განაცხადა ქვეყნის კანცლერთან, ანგელა მერკელთან, ხელის ჩამორთმევაზე. მაგრამ საყვედურის მაგივრად მერკელმა გაიღიმა და შეაქო კიდეც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი. მართლაც, მსგავსი ჟესტები ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მიღებული ხდება.
მაშინ, როცა მსოფლიო ებრძვის კორონავირუსს, რომელიც უკვე ასზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული, დაავადებულთა რიხვი კი 110 ათას ადამიანს აღემატება, ხალხი დილემის წინაშე დგება: როგორ მივესალმოთ ერთმანეთს?
არანაირი გადაკოცნა
კორონავირუსის გამო გასულ შაბათს ფრანგმა თანამდებობის პირმა ძველი ფრანგული ტრადიციის, La bise-ს — შეხვედრისას ლოყაზე ერთმანეთის რამდენჯერმე გადაკოცნის — დარღვევის რჩევა გასცა. "რეკომენდირებულია ფიზიკური კონტაქტის შემცირება. La bise-ც მათ რიცხვში შედის", — განუცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა ჟურნალისტებს და ასევე დაუმატა, რომ ხალხმა ხელის ჩამორთმევისგანაც თავი უნდა შეიკავოს.
კორონავირუსის გავრცელების გამო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი, უარს ამბობს ქვეყნის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ხელის ჩამორთმევაზე. ბერლინი, გერმანია, 2 მარტი.
ფოტო: AFP / John Macdougall
ავსტრალიის ხელისუფალნიც მსგავს მითითებებს გასცემენ. ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის მინისტრმა, ბრედ ჰაზარდმა, ავსტრალიელებს მოუწოდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ და კარგად დაფიქრებულიყვნენ იქამდე, სანამ ვინმეს გადაკოცნიდნენ; ხელის ჩამორთმევის მაგივრად კი ზურგზე ხელის მიდებით მისალმებოდნენ ერთმანეთს.
იტალიაში, სადაც კორონავირუსმა ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ძალით იფეთქა, მთლიანი ქვეყნის კარანტინში მოქცევამდე ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებდნენ, რომ ფიზიკური კონტაქტის შეწყვეტა მოსახლეობისთვის ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა.
"ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ღიაა. ყოველდღიურად ჩვენ ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნით და ჩახუტებით გამუდმებული კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან", — უთხრა გასულ თვეს ქვეყნის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ ჟურნალისტებს, — "ალბათ უკეთესი იქნება, თუ ამ პერიოდში ხელს ერთმანეთს არ ჩამოვართმევთ და ფიზიკურ კონტაქტსაც შევამცირებთ. კარგი იქნება, თუ ნაკლებად კომუნიკაბელურები გავხდებით, თუმცა ეს დიდად განსხვავდება ჩემი ბუნებისგან", — დაამატა მან.
რა ალტერნატივა გვაქვს?
მაშინ, როცა მოქალაქეთა ნაწილი მთლიანად უარს ამბობს ხელის ჩამორთმევასა თუ გადაკოცნაზე, მსოფლიოს მასშტაბით ხალხი მისალმების სულ უფრო შემოქმედებით ჩვევებს იძენს.
დოქტორი სილვი ბრაიანდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიის განყოფილების დირექტორი, მხარს უჭერს მისალმებისას ხელის ჩამორთმევის მთელ რიგ ალტერნატივებს — მათ შორის იდაყვების ერთმანეთთან მირტყმას, ხელის დაქნევას ან ტაილანდურ სტილში ხელის გულების შეტყუპებას და თავის დაკვრას.
დოქტორი სილვი ბრაიანდი: "ჩვენ ამ ახალი დაავადებით შეცვლილ მდგომარეობას უნდა მოვერგოთ".
გასულ სამშაბათს ნებრასკას შტატის გუბერნატორმა, პიტ რიკეტსმა კი ტვიტერზე ვიდეო ატვირთა, სადაც ის იდაყვის მირტყმით ესალმება ადამიანებს, რომლებიც ომაჰაში ნებრასკას უნივერსიტეტის ეროვნულ საკარანტინო დანაყოფს ტოვებენ.
პიტ რიკეტსი: "ამ დილით პატივი მქონდა, შევგებებოდი სტუმრებს, რომლებიც ეროვნულ საკარანტინო დანაყოფს ტოვებდნენ მაშინ, როცა მსოფლიო დონის პროფესიონალები განაგრძობენ დაუღალავად მუშაობას ამერიკელების დასაცავად და ხალხის ჯანმრთელობისთვის".
ამასობაში კი ირანსა და ლიბანში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ხალხი ერთმანეთს ტერფების მსუბუქი მირტყმით ესალმება. ეტიკეტის ინსტრუქტორის, უილიამ ჰენსონის თქმით, მისალმების მსგავსი თბილი და გულითადი ფორმები ზრდილობიან ჟესტად უნდა ჩაითვალოს სიტუაციაში, როცა ხელის ჩამორთმევა დროებით არაგონივრულია. "უმჯობესია, თუ დახურულის ნაცვლად ღია ხელისგულებით შეხვდებით ხალხს... მით უმეტეს მაშინ, როცა თქვენ ერთდროულად ბევრ ადამიანს ესალმებით კონფერენციასა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებზე", — ამბობს ჰენსონი და ურთავს, რომ თვალით კონტაქტის დამყარებაც პრიორიტეტულია.
"მოდით, ცოტა ხნით შევწყვიტოთ ხელის ჩამორთმევა. პირადად მე მისალმებისას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტრადიციულ ნამასტეს ვანიჭებ უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ იდაყვების მირტყმა უფრო სახალისოა", — დაწერა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ტომ ფრიდენმა.
თუმცა ექსპერტები იმასაც აღიარებენ, რომ ყველა შემხვედრ ნაცნობთან ფიზიკური კონტაქტის თავიდან არიდება რთულია. "ადამიანები ზოგადად ზრდილობიანები ვართ; ჩვენ გვიჭირს იმის თქმა, რომ ვინმეს ხელს არ ჩამოვართმევთ, რადგან ეს ფრაზა იმასაც მოიაზრებს, რომ შემხვედრის ჰიგიენაში გვეპარება ეჭვი", — ამბობს დოქტორი ლიზა აკერლი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების საჯარო ჯანდაცვის მრჩეველი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ესალმება ვაშინგტონის გუბერნატორს, ჯეი ინსლის. ვაშინგტონი, აშშ, 5 მარტი.
ფოტო: Ted S. Warren
აკერლი ურთავს, რომ ვირუსის გავრცელების გამო ხალხი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეამციროს ფიზიკური კონტაქტი, მათ შორის ხელის ჩამორთმევა და ლოყაზე კოცნა. "თუკი ფიქრობთ, რომ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმას უზრდელობად აღიქვამენ, ამგვარი მისალმების შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ ან სპეციალური სადეზინფექციო სითხით გაიწმინდეთ ხელები — ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვებისგან ფარულად", — ამბობს ის.
როგორ შეგვიძლია კორონავირუსის გავრცელების შეჩერება?
ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ძირითადად მაშინ გადადის, როდესაც პირს დაავადებული ინდივიდისგან ხველებით ან სხვა გზით გამოყოფილი წვეთები ხვდება.
ის, თუ რამდენად დიდია დაავადების ხველებით, ცემინებით თუ ხელის ჩამორთმევით გადადების რისკი, თავად ვირუსის ვირულენტობაზეა დამოკიდებული. ვირუსი ასევე შეიძლება გადაგვედოს იმ შემთხვევაში, თუკი შევეხებით იმ ნივთებს, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი ეხებოდა და ამის შემდეგ ხელებს ცხვირზე, თვალსა თუ პირზე მივიდებთ.
"ხელების ხშირად დაბანის შემთხვევაში ჩვენ კორონავირუსისა და სხვა ორგანიზმების რაოდენობას ვამცირებთ ჩვენს ხელებზე", — ამბობს აკერლი, — "თუმცა ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როდის ვიბანთ ხელებს. რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, საკონფერენციო ოთახსა თუ სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სახლში ან თუნდაც სამუშაო ადგილას მისვლისას აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები, რათა მოვიცილოთ ყველაფერი, რაც კი იქამდე მიმავალ გზაზე შეგვხვდა. დიდწილად, სწორედ ხელების ხშირი და სათანადო დაბანით ვაფერხებთ დაავადების გადადების შანსებს", — თქვა მან და დაუმატა, რომ, ამასთან, სახეზე ხელების შეხებისგანაც უნდა შევიკავოთ თავი.
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
კომენტარები