უზენაესის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებთ — უგულავას ადვოკატი
ფოტო: ბექა ბასილაია / FB
გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, უზენაესის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, ის ჯერ ელოდება, რომ საქმე სრულად გადასცენ.
"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება, მაგრამ მანამდეც კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელისუფლება როგორც კი შეირყევა და დასრულდება ამ საქმესაც, რა თქმა უნდა, ექნება ისეთი შედეგები, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში თავისი სახელი დაერქმევა", — თქვა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, სანამ სრული გადაწყვეტილება არ ჩაბარდება, მანამდე საჩივრის საკითხები ღიად რჩება. ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიღო და ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მუქარის სისრულეში მოყვანაა.
უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ თვითონ მივიდა. უგულავას თქმით, ციხეში მესამედ მიდის და მიაჩნია, რომ იქ თავისუფლება არ ეზღუდება, პირიქით საქართველოში ციხეა თავისუფლების ადგილი.
თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად".
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები