ISIS-მა ერაყში 232 ადამიანი ურჩობისთვის სიკვდილით დასაჯა
ფოტო: AP
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულთან 232 ადამიანი მოკლეს და ათიათასობით მოსახლე ცოცხალ ფარად გამოიყენეს. ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
ტერორისტების ჯგუფმა მასშტაბური მკვლელობები ოთხშაბათს დაიწყეს. მათ დასაჯეს ის ადამიანები, რომლებიც მათ ბრძანებებს არ დაემორჩილნენ.
"ოთხშაბათს მათ 42 ადგილობრივი მოკლეს მოსულის სამხრეთით. იმავე დღეს სიკვდილით დასაჯეს 190 ყოფილი ჯარისკაცი, რომლებიც ერაყის არმიაში მსახურობდნენ და ტერორისტებთან გარიგებაზე უარი განაცხადეს" - ამბობს UN-ს ადამიანის უფლებათა დამცველი CNN-თან საუბარში.
17 ოქტომბრიდან ISIS-ის მებრძოლებმა ათიათასობით კაცი, ქალი და ბავშვი მოსულის განაპირა ქალაქებიდან წაიყვანეს, რათა მოსულის შესანარჩუნებლად ისინი ცოცხალ ფარად გამოეყენებინათ.
ბრძოლა მოსულის გასათავისუფლებლად
ერაყის მთავრობამ მოსულის ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.
ერაყის არმია მოსულისკენ სამხრეთიდან მიემართება, მისი მოკავშირე ქურთები კი აღმოსავლეთიდან დაიკავებენ ქალაქს. როგორც ქურთების მეთაურმა CNN-ს განუცხადა, ქალაქის გათავისუფლებას 2 თვე დასჭირდება, მანამდე კი არმიას 2 კვირა სჭირდება ქალაქში შესასვლელად.
ამის პარალელურად, მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ცდილობს. მოსულში მოსახლეობა მილიონნახევარზე მეტია. მათ შორის არის ISIS-ის 5 000-ზე მეტი მებრძოლი.
ერაყის არმიამ დღეს განაცხადა, რომ ქალაქის სამხრეთი ნაწილის დაკავებისას მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
როგორ იბრძვის ISIS მოსულის შესანარჩუნებლად
ე.წ. ისლამური სახელმწიფო ასიმეტრიულ საომარ ტაქტიკებს იყენებს, რათა ოპონენტებს ზიანი მიაყენოს და დაატეროროს ისედაც დატანჯული მოსახლეობა.
როდესაც ISIS-მა გოგირდის ქარხნის ტერიტორიიდან უკან დაიხია, მათ გოგირდის მასიურ მთაზე ასაფეთქებელი მოწყობილებები მოათავსეს, რამაც ტოქსიკური, მომწამლავი ბოლის გაშვება გამოიწვია.
ISIS-მა ცეცხლი წაუკიდა ნავთობით მდიდარ რეგიონებსაც. დაჯგუფების მიზანი კოალიციის საჰაერო ძალების ხილვადობის შესუსტება იყო. ცეცხლი დღეების განმავლობაში ენთო, რამაც ათასობით ადამიანის სამედიცინო დახმარების საჭიროება და სამხედრო ოპერაციების შეფერხება გამოიწვია
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები