სენატში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო
ფოტო: Reuters
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. კერძოდ, დღეს სენატის სრული შემადგენლობის წინ ოფიციალურად წაიკითხეს ორი ბრალდება, რომელსაც ტრამპს ედავებიან: კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
გარდა ამისა, ფიცი დადო აშშ-ის მთავარმა მოსამართლემ (უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე), ჯონ რობერტსმა, რომელიც ისტორიულ განხილვას უხელმძღვანელებს. ს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / NY Times
Washington Post სენატის უმრავლესობის ლიდერ მიჩ მაკონელზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური განხილვა სენატში მომდევნო კვირას დაიწყება.
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი ერთი თვის წინ გამოუცხადა. რის შემდეგაც საქმე განსახილველად სენატს გადაეცა. იმპიჩმენტისთვის 216 ხმა იყო საჭირო, თუმცა ტრამპმა უფრო მეტი მიიღო. პირველ ბრალდებას — ძალაუფლების ბოროტად გამოყენება — 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197 კი წინააღმდეგი იყო, 1-მა თავი შეიკავა. მეორე ბრალდებას — კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლა — 229 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 198 იყო.
ხმები პრაქტიკულად პარტიების მიხედვით გაიყო და თითქმის ყველა დემოკრატმა იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, რესპუბლიკელებმა კი პირიქით. თუმცა აღსანიშნია, რომ წარმომადგენლობით პალატაში ხმების უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, სენატში კი რესპუბლიკელები. თუ იმპიჩმენტს მხარს სენატიც დაუჭერს, ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც თანამდებობას კონგრესმა ჩამოაშორა.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ სენატში მიმდინარე პროცესისას ის სრულად რეაბილიტირდება.
იმპიჩმენტის საფუძველი
ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა, რომელიც ივლისში შედგა, თუმცა მისი დეტალური შინაარსი მხოლოდ სექტემბერში გახდა ცნობილი.
საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი სავარაუდო კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ორი თვით შეაჩერა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.
შოკინის საქმიანობით დასავლეთში არაერთი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ, გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები