მეორე დღეა, თბილისის ათასობით მცხოვრებს წყალი არ მიეწოდება
ფოტო: On.ge
უკვე ორი დღეა, თბილისის ათასობით მოსახლის ონკანში წყალი არ მოდის. 23 ოქტომბრის მერე უბნებში, სადაც წყლის მიწოდება შეწყდა, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა არაერთხელ შეცვალა წყლის მოსვლის დრო, თუმცა, წყალი მოსახლეობას ჯერ კიდევ არ მიეწოდება.
როგორც ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი აცხადებს, ამის მიზეზი გახდა სოფელ დიღომში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის არეალში მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება.
კომპანიის განცხადებით, დაზიანების შედეგად წყალი არ ექნებათ შემდეგ დასახლებებს:
- დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს: ქოშიგორას, სოფელზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათგვერდის დასახლებას, ფერაძის (სასოფლოს დასახლება) და ხელაშვილის ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.
- სოფელ დიღომში: სონღულაშვილის, უგრეხელიძის ქუჩებს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოსა და მიმდებარე დასახლებას.
- ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას: სარაჯიშვილის, კვანტალიანისა და გოძიაშვილის ქუჩებს თავისშესახვევებით.
- დიღმისმასივში: 1კვარტლის #10, #11, #12 კორპუსებს.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის და ბაქრაძის ქუჩებს.
- ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს.
- ზემო ვეძისის ნაწილს, გოთუას ქუჩას და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს.
როგორც ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი აცხადებს, წყალმომარაგება აღნიშნულ უბნებს შეუწყდებათ 25 ოქტომბრის დილის 8 საათიდან 26 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე.
თუმცა, დასახლებების დიდ ნაწილს, რომელიც GWP-ს განცხადებაშია ჩამოთვლილი, წყალი 23 ოქტომბრიდან არ მიეწოდება. წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით, 25 ოქტომბერს, შუაღამისას ჩაურთეს მოსახლეობას და გამთენიისას უკვე გათიშული იყო.
როგორც კომპანია ამტკიცებს, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
23 ოტომბერს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა წყლის მიწოდება ასევე დაზიანების მოტივით შეუზღუდა ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს, წყნეთის, კიკეთის, კოჯრის, წავკისის, ტაბახმელასა და შინდისის მოსახლეობას.
როგორც კომპანია ამბობს, მათ მოსახლეობა წყლის შეწყვეტის შესახებ წინასწარ, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააფრთხილეს, თუმცა, მოქალაქეების ნაწილმა 23 ოქტომბერს გამაფრთხილებელი შეტყობინება წყლის გათიშვიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიღო.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები