როგორ გახდა ესტონეთი ინოვაციისა და წარმატების სიმბოლო
ფოტო: Chamille White / Shutterstock
ესტონეთს თამამად შეიძლება ვუწოდოთ პოსტსაბჭოთა ყველაზე წარმატებული ქვეყანა. რა არის ამისი მიზეზი? ალბათ ის, რომ ე.წ. ბოროტების იმპერიის დანგრევის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყანამ მკვეთრად დაიწყო დისტანცირება თავისი წარსულიდან და ეს რისკიანი ნაბიჯებითა და განათლების ხელშეწყობით დაიწყო.
90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში კორუფცია და სიღარიბე სუფევდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის ციცქნა კუთხე თავისუფლების მოპოვებიდან მალევე აღმოცენდა ციფრული რევოლუციის მქონე სახელმწიფოდ.
განათლება
პირველკლასელი მოსწავლეები პროგრამირების გაკვეთილზე ტალინში.
ფოტო: Ints Kalnins / Reuters
თუ მსოფლიოში კომპიუტერების პროგრამირება "ნერდების" საქმედ ითვლება, ესტონეთში ეს სახალისო, მარტივი საქმეა. ესტონეთში 7 წლის მოსწავლეები უკვე სწავლობენ პროგრამირებას.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიხედვით, ესტონელი მოსწავლეები მათემატიკის, მეცნიერებისა და წიგნიერების ტესტის შედეგებში ბრწყინავენ და ევროპაში პირველ ადგილზე არიან.
ციფრული ამბიციები
ფოტო: ebolyukh/iStock / Getty Images
2001 წელს ესტონეთმა ინტერნეტზე წვდომა ადამიანის უფლებების სიაში შეიტანა. 2003 წელს ესტონელმა დეველოპერებმა მსოფლიოს Skype აჩუქეს. 2005 წელს ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც არჩევნებში ხმის ონლაინ მიცემის სისტემა დანერგა. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც უცხოეთში მყოფ ესტონეთის მოქალაქეს საკუთარი ხმის დაფიქსირება მარტივად უნდა, ან არჩევნების დღეს სახლის დატოვება სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურს. მოქალაქეების თითქმის 50%-მა არჩევნებში ხმის მიცემის ონლაინ სისტემა უკვე გამოიყენა.
Freedom House-ის 2019 წლის მაჩვენებლით, ესტონეთი ინტერნეტის თავისუფლებით ისლანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ინტერნეტს მოქალაქეების 91,6% იყენებს.
ინტერნეტის საშუალებით ესტონეთის მოქალაქეს შეუძლია როგორც მართვის მოწმობის განახლება, ისე შვილების სასკოლო ნიშნების ნახვა და მასწავლებლებთან კომუნიკაცია. ესტონეთში ამ ეტაპზე მხოლოდ სამი სერვისია ონლაინ მიუწვდომელი: დაქორწინება, განქორწინება და უძრავი ქონების გაყიდვა.
ID-card
ანეტ ნუმა
ფოტო: e-Estonia
"ჩვენ ფინეთის მაგალითზე ვისწავლეთ, სადაც ID ბარათი სავალდებულო არაა. იქ მას მოსახლეობის მხოლოდ 40-50 პროცენტი იყენებს", — გვითხრა ესტონეთში გამართულ დახურულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს e-Estonia-ს სპიკერმა, ანეტ ნუმამ. 2002 წლიდან ესტონეთში საიდენტიფიკაციო ბარათების ქონა სავალდებულოა და ამ დროისთვის მას მოსახლეობის 98% იყენებს.
ბარათი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ციფრული ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისებზე წვდომას უადვილებს.
მისი საშუალებით ესტონელები:
- მოგზაურობენ ევროკავშირში ლეგალურად;
- იყენებენ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ადასტურებენ ვინაობას ბანკის ანგარიშებში შესვლისას;
- იყენებენ ონლაინ ხელმოწერას;
- აძლევენ ხმას არჩევნებში;
- იხდიან გადასახადებს და ნახულობენ საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებს;
- იყენებენ ექიმის რეცეპტებს და ა.შ.
ID ბარათით სერვისების გამოყენებისას მოქალაქეები ელექტრონულ ხელმოწერას იყენებენ, რომლის გაყალბებაც თითქმის შეუძლებელია.
ესტონეთის ამბიცია ბიუროკრატიის არარსებობაა. პერსონალის, ოფისებისა და ქაღალდის დოკუმენტების ნაკლები საჭიროებით ესტონეთის მთავრობა, ხარჯების ნაწილში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ზოგავს.
ჯანდაცვა
ფოტო: Eiko Ojala
ესტონეთის ჯანდაცვის სისტემა რევოლუციურია. პაციენტების ონლაინ განთავსებული მონაცემები უცხო თვალისგან დაცულია და საიმედოდ არის შენახული. ციფრული სერვისების მოხერხებულობა და დაცულობა ყოველდღიურობაში ყველაზე მეტად იგრძნობა.
"თუ ავად გავხდი, ექიმი თავდაპირველად ჩემთან ათანხმებს მკურნალობის აუცილებლობას და სახლში წასვლის რეკომენდაციას მაძლევს, ამის შემდეგ ის ელექტრონულად ატყობინებს ჩემს დამსაქმებელს და ერთი კვირის შემდეგ, სამსახურში გამოჯანმრთელებული, ბედნიერი სახით და მოტივაციით სავსე ვბრუნდები", — აგვიხსნა ანეტ ნუმამ.
თუმცა საიტზე განთავსებული პაციენტის ისტორია და სამედიცინო ჩანაწერი კონფიდენციალურია და მისი ნახვა ექიმსა და პაციენტს შეუძლიათ. გადაუდებელ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია პაციენტის ID კოდი გამოიყენოს და მისი ისეთი მონაცემები შეამოწმოს, როგორიცაა ალერგიულობა, სისხლის ჯგუფი, მკურნალობის ჩანაწერები. პაციენტს თავადაც შეუძლია იმის ნახვა, თუ რომელმა ექიმმა გადახედა მის ფაილებს.
ექიმთან ვიზიტის შინაარსის დახურვაზე მოქალაქეს საკუთარი ციფრული პროფილიდან ნებისმიერ დროს მიუწვდება ხელი. ესტონეთი სამედიცინო სფეროში თავისი მოქალაქეების ჩანაწერების დასაცავად ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს.
ქვეყანაში გაცემული რეცეპტების 99% ციფრულია. ესტონეთის მასშტაბით პაციენტების ასევე 99%-ს ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები აქვთ.
ევროკავშირი და ნატო
2004 წლიდან ესტონეთი EU-სა და NATO-ს წევრია.
ქვეყანამ თავის მოქალაქეებში ევროკავშირის მიმართ არსებული განწყობები 2003 წელს შეამოწმა რეფერენდუმით, რომელზეც მოქალაქეების 66,8%-მა მხარი დაუჭირა EU-ს წევრობას. 2017 წლის გამოკითხვით, ესტონელების 81%-მა ევროკავშირის გავლენა სამშობლოზე დადებითად შეაფასა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში EU-მ ესტონეთში 10-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. ბიუჯეტი 2020 წლიდან განახლდება. 2018 წელს ესტონეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე პროდასავლურად დასახელდა. 2019 წლის მაისში ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის ესტონეთის ციფრული ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროდასავლური ჯილდო გადაეცა.
კიბერ-უსაფრთხოება, პოლიცია და მოხალისეები
და რამდენად დაცულები არიან ესტონელები ჰაკერებისგან? 2007 წელს ესტონელებმა კრემლის ახალგაზრდული ორგანიზაციისგან მასშტაბური კიბერშეტევა გამოსცადეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სამიზნე იყო პარლამენტი, ბანკები, სამინისტროები, მედია, კერძო ორგანიზაციები. შეტევის საპასუხოდ NATO-მ კიბერთავდაცვის პოლიტიკა შეიმუშავა და 2008 წელს ტალინში კოოპერატიული კიბერ-თავდაცვის ცენტრი გახსნა.
2010 წელს ესტონეთში თავდაცვის ლიგის კიბერ-უსაფრთხოების განყოფილება შეიქმნა, რომლის წევრებიც უმეტესად IT-ში სპეციალიზირებული მოხალისეები არიან. პროფესიონალები ქვეყანას კიბერთავდასხმებისგან უსასყიდლოდ იცავენ, მოქალაქეებს კი ტრენინგებს უტარებენ და ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი სავარაუდო ჰაკერული თავდასხმისგან და კომპიუტერული ვირუსებისგან.
სამთავრობო ინსტიტუციებს ესტონელები დიდ ნდობას უცხადებენ. მათ შორის ყველაზე დიდი, 80%-იანი ნდობით პოლიცია სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სჯერათ მთავრობა მათ ონლაინ მონაცემებს კეთილსინდისიერად მოეპყრობა, პოლიცია კი მათ დაიცავს.
ელექტრონული მოქალაქეობა
ფოტო: e-Residency
2014 წელს ქვეყანამ ელექტრონული მოქალაქეობის სისტემა (e-Residency) დააარსა, რომლითაც ასევე პირველი გახდა მსოფლიოში. e-Residency სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად საშუალებას აძლევს ონლაინ გახსნან კომპანიები ესტონეთში, ჰქონდეთ წვდომა ქვეყნის ისეთ სერვისებზე, როგორიცაა გადახდები და საბანკო სისტემა. პროგრამა მომხმარებლებს საიდენტიფიკაციო (ID) ბარათს აძლევს, რომელიც მათ დოკუმენტაციის შევსებაში დაეხმარება.
2019 წლის ივნისის მონაცემებით, 175 ქვეყნიდან 60 ათასზე მეტი ადამიანი გახდა ესტონეთის ელექტრონული მოქალაქე. 1,3-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ეს სტატისტიკა უმნიშვნელო არაა. 2017 წელს ქვეყანას უფრო მეტი ელექტრონული მოქალაქე ჰყავდა, ვიდრე ახალშობილი. პროგრამის მიზანია 2025 წლისთვის 10 მილიონი ელექტრონული მოქალაქე ჰყავდეს.
ფოტო: Glenn Harvey
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ესტონეთი პატარა, ღარიბი ქვეყანა იყო, საბჭოთა მარწუხების წარსულით, ვერავინ იფიქრებდა, რომ მისი სარისკო ნაბიჯები წარმატებას მოუტანდა. თუმცა ესტონელები ახლა უკვე სიამაყით ამბობენ, რომ განვლილი გზით წარმატების შთამაგონებელი ისტორია შექმნეს.
ასევე იხილეთ:
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა


კომენტარები