საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს — მდინარაძე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში კონსტიტუციური რეფორმის რესურსი არ არსებობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის წევრებმა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა განიხილეს. მდინარაძის თქმით, ქართული ოცნების პარტიის უმრავლესობა ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, თუმცა დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხელმოწერების შეგროვებას მაინც გააგრძელებენ.
"მე არ მგონია, რომ შეგროვდება ნახევარი მილიონის ან მილიონის ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე. ყველა სისტემა არის ლეგიტიმური, ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოს პირობებში, მე არ ვფიქრობ და გუნდიც არ ფიქრობს ასე", — აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ინიციატივას გუნდში მხარდაჭერა არ ექნება, არაერთი საუბარი ჰქონდათ:
"ისინიც კარგად აცნობიერებენ ამას და ამბობენ, რომ გავალთ ხალხში შევაგროვებთ ხელმოწერებს, გვექნება 200 ათასი ხელმოწერა, რომელიც აიძულებს საქართველოს პარლამენტს განიხილოს ეს ინიციატივა. მე ამის მოლოდინი არ მაქვს. შესაძლებელია შეაგროვონ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობა, თუმცა საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე".
პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მმართველი პარტიის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ლიდერებმა ინიციატივა დაიწუნეს, ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი უკვე დაარეგისტრირა. გარდა ამისა, დეპუტატმა გამოთქვა იდეა, რომ ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნას. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა 2020 წლისთვის არ აქვს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი წლის არჩევნებს გულისხმობდა.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები