გიორგი კეკელიძის თომას ზღაპრები ფრანგულ ენაზე გამოიცა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის თომას ზღაპრები ფრანგულად ითარგმნა და საფრანგეთში გამოიცა. გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ რუანში, საბავშვო წიგნის ფესტივალზე და შემდეგ პარიზში.
"დეკემბრის დღეები ჩემთვის ნიშნავს დღეებს ოთხი წლის წინ, საავადმყოფოს ერთ პატარა ოთახში. ამ ოთახში გაოცებული მამაჩემი წევს. მოულოდნელი და დიდი ავადმყოფობით გაოცებული. მე ავდივარ და ხან ჭადრაკის ამოცანები ამაქვს, ხან ჩემი ინტერვიუები რაღაც ჟურნალებში. მხოლოდ ეს ორი უხარია. ასე მოხდა, რომ მაშინ თომას ზღაპრების პირველი, საახალწლო მოთხრობაც გამოიცა მისალოც წიგნაკად. რაღაც ნაცრისფერ საქმეებს მოვრჩი თუ არა, ეგრევე ავირბინე და ავიტანე. მაქვს კიდეც საშინაო ფოტო - ცოტა აცრემლებული კითხულობს. ამ დილით გავხსენი და დიდხანს, დიდხანს ვუყურე ამ სურათს.
ჰოდა, ამბავი მესამე. საფრანგეთი.
გუშინ ჯერ ქალაქ რუანში, საბავშვო წიგნის ფესტივალზე და მერე პარიზში, რესტორან კოლხეთში, ფრანგულად გამოცემული თომას ზღაპრების წარდგენა გაიმართა. პირველგან დიდწილად ფრანგი, მეორეგან კი ქართველი მკითხველი ესწრებოდა. ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ისევ უნდა გავიმეორო ეს აუცილებელი სიტყვები: საშინლად მიკვირს, რატომ დავიმსახურე ამხელა სიყვარული. მიკვირს და მადლიერი ვარ.
ხოლო თომას ზღაპრები აქამდე გამოიცა თურქეთში, გერმანიაში, ჩინეთში და იტალიაში. პარიზში ის გამომცემლობა Les éditions MEDUZA-ამ დასტამბა, მხარდამჭერი კი მწერალთა სახლია. ფანტასტიკური გამოცემაა. დიდრონი წიგნი მიმზიდველი დიზაინით. მთარგმნელი მაია გიორხელიძეა ( უდიდესი მადლობა მას უამრავი რამისთვის), რედაქტორი - ბერნადეტ მარსა, გარეკანის ავტორი - ირაკლი კახაძე, ილუსტრაციები - სალომე ხოტივარი, ლიტ-აგენტი - მაია სიმონიშვილი.
დღეს, წვიმიან პარიზულ დილას, ეს წიგნი აქვე, სასთუმალთან მიდევს. ახლა ტრადიციულად თვალს ღრმად დავხუჭავ და ოთხი წლის წინანდელ დეკემბერში წავალ. კიბეს ავირბენ და მამაჩემის სასთუმალთან ვდებ. იქ უკვე ბევრი წიგნი აწყვია. მამაჩემი გახედავს და მეტყვის: "რაია, აი?" და მე ვუპასუხებ.
ეს წიგნი მას ეძღვნება. მას და თ-ს, როგორც ეს ყველა გამოცემის პირველ ფურცელს აწერია" — ამბობს გიორგი კეკელიძე.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები