ასადი რუს ჟურნალისტს: მართალი ხართ, მესამე მსოფლიო ომის სუნი აქ ჰაერში იგრძნობა
ფოტო: pri.org
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა რუსეთის სახელისუფლებო გამოცემა კამსამოლსკაია პრავდას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც სირიაში შექმნილ სიტუაციასა და შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.
კამსამოლსკაია პრავდას ჟურნალისტმა პირველი კითხვაში გამოთქვა მოსაზრება, რომ სირიის მოვლენები, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია:
"სიტუაცია სირიაში უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი ხდება. კონფლიქტი ითრევს უფრო ბევრ მონაწილესა და მოთამაშეს. მაგალითად, ვინ იბრძვის ახლა სირიაში? ირანი, ლიბანი (ვგულისხმობ ჰეზბოლას), რუსეთი, თურქეთი, კოალიცია აშშ–ს ხელმძღვანელობით. ჩინეთიც ახდენს საკუთარი ინტერესის დემონსტრირებას. გაწუხებთ თუ არა ის, რომ ეს კონფლიქტი გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში, თუ ეს უკვე არის მესამე მსოფლიო ომი?"
რუსული სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტის მინიშნებას სირიის პრეზიდენტი დაეთანხმა და უპასუხა, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ ერევა სირიის კონფლიქტში, არამედ ის, ვინც მხარს უჭერს ტერორისტებს.
ბაშარ ასადი უკვე 5 წელია ებრძვის ამბოხებულებს სირიაში, რომელსაც მხარდაჭერას დასავლური ქვეყნები აშშ–ს მეთაურობით უცხადებენ.
ბაშარ ასადის თქმით, სირიის ტერიტორიაზე ჰეზბოლა, ირანი და რუსეთი ლეგალურად იმყოფებიან, რადგან ისინი სირიის პარტნიორები არიან, ხოლო სხვა ქვეყნები, ტერორისტების მხარდამჭერები არიან:
"რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, ამ ტერმინს ბოლო დროს ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით სირიის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ. დღეს ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, რომელიც ძალიან ჰგავს ცივი ომის პერიოდის საწყის ეტაპს. ეს გამოჩნდა არც ისე დიდი ხნის წინ, რადგან ვფიქრობ, რომ დასავლეთმა, განსაკუთრებით კი აშშ–მ, არ შეაჩერა ცივი ომი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი.
ჩვენ ვხედავთ დღეს სიტუაციის ესკალაციას, რომლის მთავარი მიზანი აშშ–ს ჰეგემონიის შენარჩუნებაა საერთაშორისო არენაზე. ამიტომ ომის სუნი, რომელიც თქვენ მესამე მსოფლიო ომს შეადარეთ, ჰაერში იგრძნობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის პირდაპირი სამხედრო შეტაკება, რადგან ის შედგება სამხედრო, პოლიტიკური და ტერორისტული კომპონენტისგან. ამიტომ, თქვენ სწორი ხართ თქვენს შეგრძნებებში, თუმცა სირია მხოლოდ ნაწილია ამ ომის".
კამსამოლსკაია პრავდას ჟურნალისტმა ასადს ასევე ჰკითხა, ეთანხმება თუ არა იმას, რომ სირია გადაიქცა აშშ–სა და რუსეთის ომის ადგილად, რასაც სირიის პრეზიდენტი დაეთანხმა. მისი მოსაზრებით, რუსეთი აცნობიერებს ტერორიზმის საფრთხეს და ამიტომ ებრძვის მას, აშშ კი მხარს უჭერს ტერორისტებს.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები