როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სასწავლებლად — LEAF-ის რჩევები
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ახლავს ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი — დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ რჩევებს დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით. რჩევებთან ერთად მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ცენტრის განათლების კონსულტანტები მათ დაეხმარებიან დაფინანსების მოპოვებაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1. მოიძიეთ დაფინანსებები უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით
მოიძიეთ ზოგადი ინფორმაცია ნებისმიერი დაფინანსების შესახებ, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო. მაგალითად, თუ თქვენ სასწავლებლად მიდიხართ გერმანიაში, ნახავდით რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაა გამოცხადებული. ასევე შესაძლებელია ცალკე ოლქი ან ქალაქი სთავაზობდეს სტიპენდიებს უცხოელ სტუდენტებს.
ადგილობრივი კომპანიები, ორგანიზაციები, კორპორაციები ხშირად აცხადებენ დაფინანსების პროგრამებს, რომლებიც სამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კონკრეტულ სფეროებს აფინანსებენ.
სახელმწიფო გრანტების შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებისას ყურადღებით წაიკითხეთ მოთხოვნები. ზოგი მათგანი მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასცემს დაფინანსებას. თუმცა არსებობს ისეთებიც, სადაც ეს შეზღუდვა არ არსებობს.
შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი განაცხადი დაფინანსებაზე, ეს თქვენს შანსებს ბევრად ზრდის. როგორც წესი, სააპლიკაციო გადასახადი ან საერთოდ არ არის ან ძალიან დაბალია, ასე რომ გირჩევთ დაფინანსების მოპოვების ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ.
2. მოიძიეთ დაფინანსებები თქვენი პროგრამიდან გამომდინარე
კიდევ ერთი გზა თქვენთვის სასურველი დაფინანსების მოძიების, უშუალოდ თქვენი მიმართულებისთვის არსებული სტიპენდიების მოძებნაა. არასამთავრობო ორგანიზაციები და კომპანიები ხშირად სთავაზობენ სტუდენტებს დაფინანსების პროგრამებს ისეთ სფეროში როგორიცაა, ბიზნესი, ფინანსები, ინჟინერია, რაც მოგვიანებით დაეხმარება კორპორაციებს განვითარებაში. ამ მხრივ ხელოვნების სფეროც ნამდვილად გამორჩეულია.
მიაქციეთ ყურადღება თუ რა უნივერსიტეტებს მოიცავს დაფინანსების პროგრამა. ზოგჯერ სტიპენდიები მხოლოდ კონკრეტული უნივერისტეტის სტუდენტებზეა გათვლილი, ასე რომ სანამ დაიწყებდეთ აპლიკაციის შევსებას, გაარკვიეთ არის თუ არა თქვენი სასურველი უნივერსიტეტი ამ სიაში.
დაფინასების მოსაპოვებლად აუცილებელია რომ გქონდეთ მაღალი GPA, თქვენი მიმართულებიდან გამომდინარე ხშირად ითხოვენ სამუშაო გამოცდილებას. აპლიკაციის გაგზავნისას მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენ სხვებისგან გამორჩეული ხართ და ღირს თქვენში ინვესტირება.
3. მოიძიეთ დაფინანსება თქვენს უნივერსიტეტში
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგაც განაგრძეთ სტიპენდიების მოძიება. დაანახეთ უნივერსიტეტს რომ ღირს თქვენში დამატებითი თანხის გადახდა. თითქმის ყველა უნივერსიტეტი სთავაზობს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს დამატებით დაფინანსებას. ასეთ დროს აპლიკანტთა რიცხვი შეიძლება დაბალი იყოს მაგრამ კონკურენცია მაინც მაღალია, ასე რომ ეცადეთ მაღალი GPA-ს შენარჩუნებას, ჩაერთეთ უნივერსიტეტის გარე აქტივობებშიც. კონკრეტული უნივერსიტეტის სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ, მათ საიტზე Tuition Fees and Funding-ის გვერდზე გადასვლით. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენი პროგრამის კოორდინატორს, ადმინისტრატორს და მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია.
უნივერსიტეტები სტუდენტებს ძირითადად ორი სახის დაფინანასებებს სთავაზობენ:
Needs-Based Scholarship — რომლის მოპოვება ხდება თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. უნივერსიტეტს უნდა წარუდგინოთ საბუთები, სადაც ჩანს რომ თქვენ არ შეგიძლიათ სასწავლებლის გადასახადის სრულად დაფარვა. ასეთ დროს, ძირითადად ითხოვენ საბანკო ამონაწერს, თქვენი ოჯახის საშემოსავლო და საგადასახადო ისტორიას.
Merit-based Scholarship — რომლის მოპოვება ხდება თქვენი აკადემიური მონაცემების მიხედვით. ამაში იგულისხმება, სკოლის ნიშნები/GPA, რეკომენდაციის წერილები, აკადემიური მიღწევები,სკოლის გარე აქტივობები. დაფინანსების ეს პროგრამა შედარებით ხშირად ცხადდება, მაგრამ ამავე დროს მეტად კონკურენტულიც არის.
ასე რომ, განიხილეთ დაფინანსების ყველა შესაძლო პროგრამა. აპლიკაციის შევსებამდე დააკვირდით რამდენად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს და ამავე დროს, აკმაყოფილებთ თუ არა თქვენ მათ კრიტერიუმებს.
LEAF-ის შესახებ
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს ინგლისურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.
LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ. განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები