Los Angeles Times: პუტინი ელოდება შანსს, საქართველო მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნოს
"ექნება თუ არა პუტინს გზა მეზობელი საქართველოსკენ? არჩევნები, რომელიც შეამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია რუსეთს თავისი ძალის გამოვლენა", - ამ სათაურით Los Angeles Times საქართველოს 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნიკოლას უალერი წერს, რომ საქართველოს პარლამენტში პრორუსული პარტია - პატრიოტთა ალიანსი შევიდა, ვლადიმერ პუტინი კი კვლავ უცდის შანს, რომ მოსკოვმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნოს.
გამოცემა წერს, რომ პატრიოტთა ალიანსის მსგავსი ხედვების მქონე პარტიები იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიური განწყობები აქვთ, ერთგვარი ალტერნატივაა და თანაც, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რადიკალურად განწყობილი ფრთისგან მხარდაჭერილნიც კი არიან:
"პატრიოტთა ალიანსი თავისი ქსენოფობიური, ანტიდასავლური და ორთოდოქსულ-ქრისტიანულ ღირებულებებზე საუბრით, ქალთა და ლგბტ თემის უფლებების უარყოფით გამოირჩევა. მის ლიდერს, ირმა ინაშვილს კი იმედი აქვს, რომ ქვეყნის ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების დაბლოკვას შეძლებს".
გამოცემაში საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე მოხსენიებულია, როგორც "კაგებეს" ყოფილი ინფორმატორი და აღნიშნულია, რომ ის და ეკლესია ქვეყანას ევრაზიული კავშირისკენ სვლაში ეხმარებიან, რომელსაც რუსეთის პატრიარქი კირილე და ვლადიმერ პუტინის მთავარი იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი უჭერენ მხარს.
მალასაში NATO-ს საკითხებზე საკონსულტაციო ოფისის წარმომადგენელი, გუცა გველესიანი პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში შესვლას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტია აიღებს პუტინის ფულს და გაქრება:
"იმედს ვიტოვებ, რომ ფაქტობრივ მართვაზე არაფერი იციან და შემდეგ არჩევნებს წააგებენ. ყველა შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა პუტინის ფულიდან მოდის".
ლოს ანჯელეს ტაიმსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ქართული ოცნებისა და მისი არაფორმალური მმართველის, მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილის მიერ ენმ-ს დამარცხებაზეც საუბრობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის რუს ბიზნესმენებთან კავშირები ბევრ ქართველს აღელვებს, რადგან ის რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ორი ძალის დაპირისპირებისა, ისინი აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, თუმცა პროცესი საკმაოდ გაჭიანურებულია:
"ბრიუსელს საქართველოსთვის ევროკავშირში გადაადგილების უვიზო რეჟიმი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ნატო კი შერეულ სიგნალებს აგზავნის იმ იმედით, რომ რუსეთს პროვოცირებას არ უკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ის ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას".
გამოცემაში აღწერილია საარჩევნო პერიოდი საქართველოში და წერია, რომ ისევე როგორც წინა წლებში, ხასიათდებოდა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, თავდასხმებითა და საარჩევნო უბნების დარბევით.
ავტორი წერს, რომ 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო მოსკოვის ორბიტას მოწყდა, საქართველომ წლები სამოქალაქო დაპირისპირებებსა და კრიმინალზე დაკარგა მანამ, სანამ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური პარტია ქვეყნის სათავეში არ მოვიდა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები