ცესკოს პრესსპიკერი: ამ წუთას ვერც მე გეტყვით, პატრიოტთა ალიანსს 5% აქვს თუ 4,99%
ფოტო: ცესკო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათ ბაზებში მონაცემები ოპერატორებს ამ წუთებშიც შეჰყავთ, ეს მონაცემები კი ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს და სწორედ ამიტომ, ვერ გვეუბნებიან, პატრიოტთა ალიანსს ხმების 4,99% აქვს თუ 5%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გვიან ღამით განახლდა საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შედეგები უბნების 99,92%–ის დათვლის საფუძველზე. შედეგების დიაგრამაზე განახლებული მონაცემების მიხედვით, პატრიოტთა ალიანმა მიიღო ხმების 5%. ბოლო საათების განმავლობაში მათი მონაცემი იყო 4,99%, რაც არ იყო საკმარისი პარლამენტში შესასვლელად.
თუმცა, იმავე ცესკოს საიტზე წერია, რომ პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც არჩევნებზე მე–8 ნომრად იყრიდა კენჭს, მიიღო 88 032 ხმა. იქვე მითითებულია, რომ ეს არის ხმების 5%. რეალურად, ეს რიცხვი არ არის მიმდინარე მომენტისთვის დამუშავებული 1 762 975 ხმის 5 პროცენტი. მარტივი გამოთვლით მიიღება, რომ 88 032 ხმა დამუშავებული 1 762 975 ხმის 4,9933 პროცენტია და არა 5%, როგორც ეს ჩანს ცესკოს შედეგების დიაგრამაზე.
ცესკოს მონაცემებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდა ის, რომ On.ge-ს ვებგვერდზე, სადაც მონაცემები ავტომატურად ახლდება თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის საფუძველზე, პატრიოტთა ალიანსის მონაცემი კვლავ არის 4,99%. ეს მონაცემი კი საკმარისი არ არის პარლამენტში მოსახვედრად. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Google Sheets დოკუმენტი, სადაც ცესკოს ვებგვერდზე და მის ბაზაში არსებული მონაცემებია დაკოპირებული. მწვანე უჯრებში სტანდარტული ფორმულით გადათვლილი პროცენტებია მოთავსებული.
On.ge დაუკავშირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერს, ანა მიქელაძეს, რომელსაც ვთხოვეთ განემარტა, რატომ განსხვავდება დიაგრამაზე ასახული მონაცემი პატრიოტთა ალიანსის მიერ მიღებული რეალური მონაცემისგან. ანა მიქელაძის განმარტებით, სხვადასხვა უბნებისა და ოლქებიდან მიღებულ მონაცემებს ცესკოს ოპერატორები ამუშავებენ და შეჰყავთ ბაზაში, ერთ ოქმს ამოწმებს ორი ადამიანი, რათა ადამიანური ფაქტორი გამოირიცხოს. პროგრამა ამ წუთებშიც გახსნილია და მისი განახლება მიმდინარეობს და შეიძლება, ახლა რაღაც არასწორად ჩანს, მაგრამ საბოლოო შედეგები იქნება ზუსტი.
თუმცა, როგორც ცესკოს პრესსპიკერი ამბობს, ამ წუთას ვერ იტყვიან დაზუსტებით, პატრიოტთა ალიანსმა მიიღო ხმების 4,99% თუ 5%.
აღნიშნული მონაცემი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული, პატრიოტთა ალიანსი მოხვდება თუ არა პარლამენტში, რადგან საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად ხმების 5% არის საჭირო.
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
"არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე "არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
-
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება 25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
გადახედვა
-
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
-
დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
გადახედვა
-
შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
კომენტარები