ტრამპის მოსალოდნელი იმპიჩმენტი — როგორია პროცედურა
ფოტო: Reuters
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც პალატის სპიკერმა და დემოკრატმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, ისინი პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა. საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი სავარაუდო კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ორი თვით შეაჩერა.
წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობას დემოკრატები უკავებენ. თუმცა დასკვნითი სიტყვა სენატს ეკუთვნის, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან.
თუ ორივე პალატამ იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც თანამდებობას კონგრესმა ჩამოაშორა.
როგორ იწყება იმპიჩმენტი
აშშ-ს კონსტიტუცია კონგრესს უფლებას აძლევს, რომ მოქმედი პრეზიდენტი მმართველობას ჩამოაშორონ, თუ კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა დანაშული ჩაიდინა.
აშშ-ს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა სამჯერ დაიწყო. 1868 წელს, როდესაც კონგრესმა პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის გადაყენება სცადა, ხოლო 1998 უნდობლობა გამოუცხადეს ბილ კლინტონს. ორივე შემთხვევაში იმპიჩმენტი სენატმა არ დააკმაყოფილა. გამონაკლისი იყო რიჩარდ ნიქსონი, რომელმაც 1974 წელს თანამდებობა კონგრესის გადაწყვეტილებამდე დატოვა.
რა მიიჩნევა დანაშაულად
კონსტიტუციაში იმპიჩმენტის მიზეზისთვის დანაშაულის ფართო განმარტება. საუბარია, როგორც უშუალოდ კანონის დარღვევაზე, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
ბილ კლინტონის შემთხვევაში იმპიჩმენტის მიზეზი გახდა არა მისი ურთიერთობა თეთრი სახლის სტაჟიორთან, მონიკა ლევინსკისთან, არამედ ამის შესახებ ცრუ ჩვენების მიცემა. როგორც აშშ-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ, ალექსანდრ ჰამილტონმა 1788 წელს თავის ნაშრომში დააზუსტა, იმპიჩმენტის საბაბი პირადი მიზნებისთვის საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებაც შეიძლება გახდეს.
ბილ კლინტონისა და რიჩარდ ნიქსონის შემთხვევაში იმპიჩმენტის ინიციატორი პალატის იურიდიული კომიტეტი იყო, რომელმაც თვითონ ჩაატარა გამოძიება და შემდგომში პრეზიდენტის გადაყენების რეკომენდაციით პალატის ყველა წევრს მიმართა.
როგორ მიმდინარეობს იმპიჩმენტის პროცედურა
ამჟამად წარმომადგენლობითი პალატის ექვსი სხვადასხვა კომიტეტი დონალდ ტრამპის მიმართ დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს. ისინი თავიანთ დასკვნებს ქვედა პალატას წარუდგენენ, რომელმაც იმპიჩმენტს კენჭი უნდა უყაროს.
კანონი, ასევე, კონგრესს უფლებას აძლევს, სპეციალური კომიტეტი შექმნას, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებებს განიხილავს.
საბოლოოდ, პირველი გადაწყვეტილება წარმომადგენლობითმა პალატამ უნდა მიიღოს. იმპიჩმენტის პირველი ეტაპისთვის უბრალო ხმათა უმრავლესობაც საკმარისია.
შემდეგი ეტაპზე სენატი ერთვება და ბრალდებების განხილვას იწყებს. ასეთ დროს სენატის განხილვები სასამართლოს სხდომას ემსგავსება. პროცესს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება. მის მოვალეობაში იმ პროცედურების დაცვა შედის, რომელსაც სენატორები თავისი შეხედულებით გაწერენ.
ქვედა პალატის წევრების მცირე ჯგუფი მოსმენებზე ბრალდების მხარეს წარმოადგენს. პრეზიდენტს კი მისი პირადი ადვოკატები იცავენ, ხოლო სენატორები ნაფიცმსაჯულების როლს ირგებენ.
თუ 100 სენატორიდან 66 ან მეტი პრეზიდენტს დამნაშავედ სცნობს, მაშინ იმპიჩმენტი შესრულებულია. პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს. რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და ქვეყნის ლიდერის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი იკავებს.
ვინ უჭერს მხარს ტრამპის გადაყენებას
დემოკრატიულ პარტიაში ცალკეულ კანონმდებლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე არაერთხელ უსაუბრიათ. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის დაწყება დემოკრატების ინიციატივა იყო, რთული სათქმელია, რომ ინიციატივა უმრავლესობას მოიპოვებს.
ქვედა პალატაში 435 დეპუტატია, მათგან 235 — დემოკრატი. New York Times-ის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტს 179 კანონმდებელი უჭერს მხარს, 73 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 183-ს თავისი პოზიციის შესახებ არ გამოუცხადებია.
რამდენი ხანი გაგრძელდება პროცედურა უცნობია. ჯონსონის დროს განხილვები 94 დღე გაგრძელდა, ნიქსონის დროს — 184 დღე, ხოლო კლინტონის პერიოდში — 127.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ


კომენტარები