გახარია ამბობს, რომ კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების გამო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო. ამის შესახებ გახარიამ ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა.
კითხვაზე, მაშინ რატომ გადააყენეს კობახიძე თანამდებობიდან, გახარიამ უპასუხა:
"ეს იყო ბატონი ირაკლის გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე".
გახარია ამბობს, რომ მისი თანაგუნდელების მხრიდან არ მოუსმენია განცხადება, რომ ჯობდა, ირაკლი კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო. ასეთი შინაარსის განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 28 ივნისს გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გადადგომა 21 ივნისს დაადასტურა.
20 ივნისის აქცია
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა ათეულობით მოქალაქე, ორმა კი თვალი დაკარგა.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები