ჯონსონი: ბრექსიტის გადავადებას თხრილში სიკვდილი მირჩევნია
ფოტო: PA
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ჯონსონის თქმით, მას ურჩევნია "თხრილში მოკვდეს", ვიდრე ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვოს. მაგრამ ჯონსონმა არ თქვა, ბრექსიტის გადავადების შემთხვევაში გადადგება თუ არა თანამდებობიდან.
იორკშირში გამოსვლისას ბორის ჯონსმა თავის ძმაზე, ჯო ჯონსონზეც ისაუბრა, რომელიც ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. მისი თქმით, ჯო ჯონსონი "ფანტასტიკური ადამიანია", თუმცა ევროკავშირთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ 15 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთადერთია, რაც "ბრექსიტს ადგილიდან დაძრავს".
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის საკითხი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. 4 სექტემბერს პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მკაცრ ბრექსიტს, ანუ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას კრძალავს. ახლა კანონპროექტი განსახილველად ლორდთან პალატას გადაეგზავნა. ზედა პალატის მხარდაჭრის შემდეგ მას დედოფალი მოაწერს ხელს, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
კანონპროექტის მიხედვით, თუ პრემიერ-მინისტრი 19 ოქტომბრამდე ევროკავშირთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან ბრექსიტის გადავადება 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა მოითხოვოს. პროექტს მხარი 327-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერები და ჯონსონის წინააღმდეგ წასული თანაპარტიელი კონსერვატორები. კანონპროექტს 299 დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკვე მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების განხილვა და სავარაუდო თარიღად 15 ოქტომბერი დაასახელა. დეპუტატებმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჯონსონს უარი უთხრეს, თუმცა კონსერვატორი ჯეიკობ რის-მორგასის თქმით, პარლამენტი აღნიშნულ საკითხს 9 სექტემბერს განიხილავს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ბრექსიტამდე ორი თვით ადრე ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს სთხოვა, რომ პარლამენტს მუშაობა ხუთი კვირით შეეჩერებინა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. პარლამენტი მუშაობას 9 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე შეაჩერებს. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ჯონსონს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე სურს და ამის გამო ბრექსიტის პროცესში დეპუტატების ჩართულობას კანონიერად, მაგრამ მაინც ზღუდავს.
სწორედ ამის გამო წარმომადგენლობითი პალატის წევრები დაჩქარებულად და თითქმის უწყვეტად განიხილავენ მკაცრი ბრექსიტის აკრძალვას. 3 სექტემბერს ჯონსონის ხელისუფლება წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის გარეშე დარჩა. დეპუტატებმა ხელისუფლებას წაართვეს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობითი პალატის დღის წესრიგი განსაზღვროს. ამას მხარი დაუჭირა ზოგიერთმა კონსერვატორმა, რის გამოც ისინი ფრაქციიდან გარიცხეს.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები