ოპოზიციური აქციის დღეს მოსკოვის მერიამ მუსიკალური ფესტივალი დააანონსა
ფოტო: bbc.ru
რუსეთის ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მორიგი საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან. მოსკოვის მერიამ მიტინგის ჩატარებაზე ნებართვა არ გასცა და გასულ კვირას ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა დააკავა, თუმცა მოსახლეობა შეკრებას მაინც აპირებს.
ოპოზიციონერებისა და მათი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნა კი 27 ივლისის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და იმ პოლიციელების დასჯაა, ვინც მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა.
გამოცემა Meduza წერს, რომ ოპოზიციური აქციის პარალელურად მოსკოვის მერიამ ბოლო წუთებში როკ-კონცერტი დააანონსა. კონცერტზე მიწვეული მუსიკოსების უმრავლესობას რამდენიმე დღით ადრე შეატყობინებს, მათმა ნაწილმა კი საკუთარი თავი სიაში გაფრთხილების გარეშე ნახა. ორმა ბენდმა Bravo-მ და Tequilajazzz-მა მალევე განაცხადეს, რომ მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტში არ იმღერებენ.
ეს კონცერტი ერთადერთი საჯარო ღონისძიება არაა, რომელიც ამ შაბათ-კვირას მოსკოვში გაიმართება. გასართობმა ვებგვერდმა აფიშამ მუსიკალური ფესტივალი თავადაც დააანონსა, ასევე იმართება საფეხბურთო მატში სპარტაკსა და დინამოს შორის.
ამის ფონზე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადებს, რომ მათ გაუჭირდებათ მსგავსი სიდიდის ღონისძიებების გაკონტროლება. მერიამ უარყო ბრალდებები, რომ კონცერტი ოპოზიციური აქციის გამო დაიგეგმა. მათ თქვეს, რომ ეს არ უკავშირდება მასობრივ პროტესტებს მოსკოვში.
რა ხდება მოსკოვში
მოსკოვში 8 სექტემბერს დუმის არჩევნები გაიმართება. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო რამდენიმე ათასი ისეთი ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს. მათ შორის, არიან მოსკოველი დეპუტატები, ილია იაშინი და იულოია გალიამინა, ასევე კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები ლიუბოვ სობოლი და ივან ჟდანოვი, პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და სერგეი მიტროხინი.
სწორედ ამას მოყვა მასშტაბური პროტესტი მოსკოვში. ოპოზიციის მხარდამჭერები კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდნენ აქციაზე.
"ჩვენ გვაქვს უფლება გვყავდეს საკუთარი კანდიდატი", "სირცხვილია" — ამ და სხვა სლოგანებით მათ გუშინ, 27 ივლისს არაერთ ლოკაციაზე გამართეს აქცია. პოლიცია და სპეცრაზმი მათ სცემდა, აკავებდა, ალყაში აქცევდა და დევნიდა, თუმცა აქცია გრძელდებოდა.
პროტესტის პარალელურად სპეცრაზმი შეიჭრა ოპოზიციური მედიის ნავალნი ლაივის სტუდიაში, რომელიც აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. პოლიცია შევიდა დამოუკიდებელი მედიის დოჟდის შენობაშიც, რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში აშუქებდა პროტესტს და მთავარ რედაქტორს დაკითხვის ოქმი ჩააბარა. ის აქციების შესახებ დაკითხეს.
პოლიცია დაკავების მიზეზად აქციის არასანქცირებულობას და დემონსტრანტების აგრესიას ასახელებდა. თუმცა, ისინი აკავებდნენ ყველას. მათ შორის, აქტივისტებს, რომლებიც ჰიმნს მღეროდნენ და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებებზე საუბრობდნენ.
რუსეთში, ოპოზიციურ აქციებზე, სადაც სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ 1 373 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ოვდ ინფო ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელი მედია პროექტია და რუსეთში პოლიტიკურ დევნას შეისწავლის. რაც შეეხება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისინი მხოლოდ 1 074 ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები