ჰომოფობიური ჯგუფების გამო თბილისი პრაიდის წევრებმა ოფისი დატოვეს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ჰომოფობიური ჯგუფების გამო თბილისი პრაიდის წევრებმა ოფისი დატოვება მოუწიათ. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს ორგანიზაციაში დაუდასტურეს. გარდა ამისა, პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ მოკვლით ემუქრებიან.
ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები საპროტესტო აქციას აწყობენ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც, მათი აზრით, თბილისი პრაიდის ოფისი მდებარეობს. ისინი მთავრობას სთხოვენ ოფისის დახურვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კარების აჭედვით იმუქრებიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქციაა.
თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებია დაგეგმილი. მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი და "ღირსების მარში". თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღირსების მარში 23 ივნისს გაიმართება, თუმცა ამ ეტაპისთვის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროვებული არ არის.
თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები და ძალადობრივი მოწოდებები
თბილისი პრაიდს ჩაშლითა და აქტივისტებს დარბევით, სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი, მათ შორის, ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ქართული მარში ემუქრება.
პრაიდმა უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მოლაპარაკებების დასასრულს საორგანიზაციო ჯგუფმა განაცხადა, რომ შსს-მ მათ დახურული სივრცე შესთავაზა ღირსების მარშისთვის, რასაც არ დათანხმდნენ. სამართალდამცავი უწყება ამბობდა, რომ სხვაგან მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ ოფიციალური განცხადებით მოსთხოვა მთავრობას, რომ არ დაუშვან თბილისი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გასაპროტესტებლად და სახელმწიფოსგან პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით, პრაიდის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის სახლთან აქცია დაგეგმეს, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა კანცელარიასთან არ მიუშვეს. პროტესტმა კანცელარიის კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
შედეგად პოლიციამ 28 პირი დააკავა, თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფი კი შსს-თან მოლაპარაკებებზე დაბრუნდა.
აქციისა და კონტრაქციის მეორე დღეს ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ძალადობრივი განცხადებით, მხარდამჭერებს მოუწოდა ერთად იბრძოლონ პრაიდის წინააღმდეგ. ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეხვედრაზე" მან სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა. აქციის შემდეგ მოხალისეები, მათ შორის დეპუტატი ემზარ კვიციანი ჩაეწერენ რაზმში, რომელიც მიზნად პოლიციის კორდონების გარღვევას, სამმართველოებიდან მხარდამჭერების ძალით გამოყვანას, ლგბტ პირების ყურის აწევას, ხელების ქამრით შეკვრას, კომბლით გალახვას და სხვა სახის ძალადობებს ისახავდა მიზნად. ვასაძის თქმით, ლეგიონი პატრულირებას პრაიდის კვირეულში დაიწყებდა.
პრაიდმა ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ, სახალხო დამცველმა მოუწოდეს შსს-ს ძალადობრივ განცხადებებზე რეაგირება ჰქონოდა. აქციიდან მეორე დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო უკანონო დაჯგუფების შექმნის მუხლით.
პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფისა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, უწყებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარდეს, რადგან უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, შსს აცხადებდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე.
შეხვედრის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფს არ დაუფიქსირებია ოფიციალური პოზიცია, გადაიფიქრა თუ არა თბილისი პრაიდის ჩატარება. ამის ფონზე ლევან ვასაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ შსს-ს "სიტყვაზე ენდო" და პატრულირება გააუქმა. მაგრამ მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეგიონი რჩებოდა და თუ ღირსების მარში ჩატარდებოდა აუცილებლად გამოვიდოდნენ გარეთ.
18 ივნისს ვასაძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პრაიდის ჩატარების შესახებ, ამიტომ მხარდამჭერებს ისევ სრული მობილიზებისაკენ მოუწოდა. ის ისევ დაიმუქრა, რომ თუ პოლიცია დააყენებს კორდონს, მას გაარღვევენ და თუ ლგბტ პირები "ხელს შეუშლიან წესრიგის დამყარებაში", მაშინ "კომბლებით დაიცავენ თავს".
ამ მოვლენების ფონზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით. მოვლენებს გამოეხმაურა ნიდერლანდების საელჩოც და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რომ მომატებული საფრთხის გამო მოერიდონ ღირსების მარშს.
ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ლგბტ თემის პრობლემები გაზვიადებული და თავსმოხვეულია. მისი მტკიცებით, საქართველოში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ადამიანის უფლებები, რადგან მისივე თქმით, ეს უფლებები დაცულია.
გაიგეთ მეტი:
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები