პირადი ექიმის პირადი სტომატოლოგით ჩანაცვლება — ოპოზიცია სერგეენკოს წასვლას აფასებს
დავით სერგეენკომ, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჯანდაცვის მინისტრია, თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა. ახალი მინისტრის წარდგენას დავით სერგეენკოც ესწრებოდა.
ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის "დოსტაქარის" დირექტორია. 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავით სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში ელოდებიან პასუხს კითხვაზე, რატომ გადააყენეს დავით სერგეენკო. მათ არ სჯერათ, რომ "ყველაზე პოპულარულმა მინისტრმა" დანამდებობა თავისი ნებით დატოვა. ოპოზიციის ნაწილი სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლას კორუფციულ გარიგებებში მის სავარაუდო მონაწილეობაზეც მიუთითებს. თუმცა, კონკრეტულ ფაქტებზე ვერ საუბრობს.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს, როგორც პირად პროექტს, ისე უყურებს და თანამდებობებზე საკუთარი გარემოცვის წევრებს ნიშნავს.
"ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ექიმი საკუთარი სტომატოლოგით ჩაანაცვლა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია, საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე, რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე განცხადებით, კონკრეტულად სერგეენკოზე არსებობს ეჭვები თითქოსდა ის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რასაც არ გამორიცხავს: "ქართული ოცნების სამარკო ნიშანი არის ნეპოტიზმი, კორუფცია, საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა, ნაცვლად ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვისა".
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი უგულავა კი ფიქრობს, რომ საქართველო ივანიშვილის შპს-ა, სადაც მინისტრებად თავის პირად მომსახურე პერსონალს ნიშნავს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს.
"ჩვენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ იმიტომ, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ავიწროებს წრეს, საიდანაც გამოჰყავს მინისტრები. ეს არის პირადი ექიმები. ახალ მინისტრად კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება. სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი იყო. ახლა, როგორც ჩანს, პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავენ", — განაცხადა უგულავამ.
შენების მოძრაობა
სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვებას არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც აფასებენ. შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის წასვლა არც პოლიტიკური გათვლაა და არც სერგეენკოს პერსონალური სურვილი.
"მე ველოდი, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სერგეენკოს გაარიდებდნენ სახლაფორთო საქმეებს, ანუ მინისტრობას, შეინახავდნენ მის პოზიტიურ იმიჯს, რაც ოცნებას ასე ძალიან უჭირს და გამოიყენებდნენ 2020 წლის არჩევნებისთვის. მე მგონი რაღაც სხვა ხდება. არ მგონია ეს იყოს პოლიტიკური გათვლა ან სერგეენკოს გადაწყვეტილება", — განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საკადრო პოლიტიკა ივანიშვილის ძლიერი მხარე არ არის: "გამიკვირდება თუ კვალიფიციური და კომპეტენტური მინისტრი შეირჩევა და არ გამიკვირდება, თუ სხვა ნიშან-თვისების მქონე ადამიანი დაინიშნება მინისტრად".
თავისუფალი დემოკრატები
თავისუფალი დემოკრატების წევრი, ალექსანდრე ბარამიძე კი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მთავარი შეცდომა მინისტრებად ტექნიკური პერსონალის დანიშვნაა.
"მინისტრს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური კაპიტალი, საზოგადოების მხარდაჭერა, რომ გაატაროს სერიოზული და ქმედითი რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში. სტომატოლოგს და ტექნიკოსს არ შეუძლია ამგვარი ცვლილებების გატარება. ის იქნება მორჩილი სხვისი ნების", — ამბობს ბარამიძე.
რესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე სხვა პოლიტიკოსების მსგავსად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ივანიშვილის როლზე მიანიშნებს.
ფოტო: რესპუბლიკური პარტია
"ამ ქვეყანაში პროგრამული და პროფესიული ხარვეზების გამო არ ათავისუფლებენ ადამიანებს და ეს კარგად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი პირადად იღებს ამ გადაწყვეტილებას და მისი გარემოცვიდან იქნება ყველა, ვისაც ივანიშვილი ნდობას გამოუცხადებს, რაც ქვეყნისთვის საშიშია", — თქვა სამნიძემ.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა





კომენტარები