მაკდონალდსის ტრადიციული საქველმოქმედო აქცია McHappy Day დაიწყო
ფოტო: მაკდონალდსი
1 ივნისს მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy day დაიწყო. აქციის ფარგლებში, მაკდონალდსი ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი-ს ზუგდიდის ფილიალს დაეხმარება.
McHappy Day-ის ტრადიციული მიზანია, იმ პატარების ხელშეწყობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებაში სწორ ინტეგრაციასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
SOS Children’s Villages Inetrnational 1989 წლიდან ემსახურება მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკქვეშ მყოფ ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვას, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.
ზუგდიდში, აღნიშნული ორგანიზაცია, დახმარებას უწევს რეგიონში მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის 400 ბავშვსა და 160 ოჯახს. ასევე ხელმძღვანელობს 6-18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრს, რომელიც ერთდროულად მომსახურებას უწევს 20 ბავშვს.
წლევანდელი აქციიდან შემოსული თანხით მაკდონალდსი საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებისთვის სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს. მინი ავტობუსი ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ბენეფიციარებს სამოქალაქო განათლების მიღების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობის და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ეფექტურად და კომფორტულად მიღების საშუალებას მისცემს.
მაკდონალდსის საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავ ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. McHappy Day-ს მხარდასაჭერად მაკდონალდსმა კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი, და სამაჯური.
ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ხდება ქველმოქმედების თანამონაწილე. თანხა სრულიად მოხმარდება მიკროავტობუსის შეძენას.
2018 წელს, მაკდონალდსი ქუთაისის დღის ცენტრის ჯადოსნურ სამყაროს, ადაპტირებული მინივენის შეძენაში დაეხმარა, 2017 წელს McHappy Day-ს ფარგლებში მაკდონალდსმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის მთლიანად უზრუნველყო ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015 წელს სოციალურ საწარმო ქედელთან თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება.
McHappy Day-ს ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
კომენტარები