ინსტრუქცია დეპუტატებს: როგორ უნდა მისცე ხმა კანონპროექტს
ფოტო: ლევან კობერიძე
ქართული ოცნების მმართველობიდან მე-7 წელს პარლამენტში მთავარი განსახილველი საკითხი კანონპროექტებზე ხმის სწორად მიცემაა. ზოგ დეპუტატს ღილაკები ერევა, ზოგს კანონპროექტები, ზოგი წითელსა და მწვანეს ვერ არჩევს. არადა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დეტალურადაა გაწერილი კანონპროექტისთვის ხმის მიცემის პროცედურა...
ხმის მიცემის წესი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, კენჭისყრის დაწყება ნახევარი საათით ადრე ცხადდება. ხმის მიცემის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია.
თუ პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს ასახელებს.
კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთანავე, უმცირესობას, უმრავლესობას უფლება აქვს, პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ოთხჯერ; ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, — ორჯერ; დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს — ერთხელ.
ფრაქციების მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ, 5 წუთით.
კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.
პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.
თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.
კენჭისყრის ფორმა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა შეიძლება იყოს ღია:
- ხელის აწევა;
- კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა;
- სახელობითი ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ან ფარული — კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ფარული კენჭისყრის წინ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.
დაუშვებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. ამ ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დეპუტატ ლევან კობიაშვილის ცნობით, ასე გამოიყურება "ეშმაკისეული მაცდური პოპულარული პულტი". თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია. მწვანე ნიშნავს — მომხრეს, წითელი — წინააღმდეგს.
ამავე თემაზე:
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები