Franz Ferdinand და სხვა ჰედლაინერები — Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება
ფოტო: Tbilisi Open Air
Tbilisi Open Air-ისთვის 2019 წელი განსაკუთრებულია. ფესტივალი არსებობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სპეციალურად ამ თარიღისთვის განსაკუთრებულადაც ემზადებიან. ახალი არავისთვისაა, რომ ქართველი მსმენელები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან ფესტივალის ლაინაფის გავრცელებას.
წელს ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, მწვანე ოთახი. საერთო ჯამში - 70-მდე შემსრულებელი.
Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ლისზე გაიმართება.
Franz Ferdinand
Franz Ferdinand შოტლანდიური ბენდია, რომელიც 2002 წელს გლაზგოში შეიქმნა. მათ მიერ შექმნილი მუსიკა ინდი-როკისა და დენს-როკის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც მსმენელს განტვირთვაში, ცეკვასა და პოზიტიურად დამუხტვაში ეხმარება.
ხუთი წევრისგან შემდგარმა ბენდმა, რომლის სოლისტიც ალექს კაპრანოსია, წარმატებასა და საერთაშორისო აღიარებას ძალიან მალე მიაღწია. 2004 წელს სადებიუტო ალბომში შესული სიმღერა Take Me Out დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო მათი ალბომი ინდი-როკის ჟანრში მეხუთედ დასახელდა.
ამ დროის განმავლობაში Franz Ferdinand-ს ხუთი ალბომი აქვს გამოშვებული, ბოლო კი 2018 წელს გამოვიდა. კრიტიკოსებმა ბენდის ბოლო ნამუშევარი კარგად მიიღეს, განსაკუთრებით კი მათი ორი ახალი სიმღერა, Always Ascending და Feel the Love Go გამოარჩიეს.
David August
ჰამბურგში დაბადებული გერმანელი დი-ჯეი ელექტრონული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტია, რომელსაც ამ ჟანრის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ აუგუსტი მხოლოდ 25 წლისაა, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული და სხვადასხვა წამყვანი ფესტივალებისა და კლუბების ლაინაფში ხშირად ხვდება.
17 წლის ასაკში, როცა დევიდ აუგუსტი თავისი კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა, მან მოასწრო ისეთი მუსიკოსების გვერდით დაკვრა, როგორებიც არიან Carl Craig, Oliver Koletzki, Troy Pierce და სხვა.
მისთვის დამახასიათბელია ექსპერიმენტული მუსიკა, რომელიც გამოირჩევა ინტელექტუალური პატერნებითა და ბუნების პასაჟებით. სწორედ ამ ტექნიკისა და განსხვავებული ხედვის დამსახურებაა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსი წამყვანი Dj-ების გვერდით მოიხსენიება. მას უკვე სამი ალბომი, რამდენიმე სინგლი და EP აქვს გამოშვებული.
Boiler Room-ში ჩატარებული მისი სეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რომელსაც Youtube-ზე 8 მილიონი ნახვა აქვს დაგროვებული.
Rhye
Rhye კანადელი მუსიკოსის, მაიკ მილოშის პროექტია, რომელიც მან 2010 წელს რობინ ჰანიბალთან ერთად დაიწყო, თუმცა ამ უკანასკნელმა პროექტი 2017 წელს დატოვა. მაიკ მილოში აგრძელებს Rhye-ში მოღვაწეობას და საკმაოდ წარმატებულადაც კი.
სანამ ჰანიბალი პროექტს დატოვებდა, დუომ ერთი ალბომის, Woman-ის გამოშვება მოასწრო, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა. მაიკ მილოშმა მეორე ალბომი Blood 2018 წელს გამოუშვა და მისი პოპულარიზაციისთვის ტურნეც წამოიწყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ ალბომში შესულ მუსიკას შეასრულებს ლაივ ბენდთან ერთად თბილისშიც.
Mogwai
Mogwai კიდევ ერთი შოტლანდიური ბენდია, რომელიც Tbilisi Open Air 2019-ზე ეწვევა თბილისს. პოსტ-როკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ცნობილი წარმომადგენელი ჯგუფი 1995 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ცხრა სტუდიური ალბომი გამოუშვა. Mogwai თავის მუსიკაში სხვადასხვა მუსიკალურ ელემენტებს იყენებს, რაც კომპოზიციებს კიდევ უფრო საინტერესოს, განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის.
Mogwai-ს სახელს უკავშირდება ცნობილი ფრანგული სერიალის Les Revenant-ის საუნდტრეკების შექმნაც, რომელიც ჯგუფმა ცალკე კრებულადაც გამოსცა. ითვლება, რომ ჯგუფის ისტორიაში Les Revenant-ისთვის შექმნილი მუსიკა ერთ-ერთი საუკეთესოა პოსტ-როკის ჟანრში.
The Subways
კიდევ ერთი ჰედლაინერი 2019 წლის Open Air-ზე ინგლისური როკ-ბენდი The Subways იქნება, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს სიმღერით Rock`N`Roll Queen. ჯგუფი 2000 წელს დაფუძნდა, თუმცა სადებიუტო ალბომი Young for Eternity მხოლოდ 2005 წელს გამოუშვეს.
ინგლისურ ბენდს სულ ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშებული, მათგან ყველაზე წარმატებული და პოპულარული კი 2008 წელს გამოსული All or Nothing არის, რომელიც ისეთ სიმღერებს აერთიანებს, როგორიცაა: Girls & Boys, I Won't Let You Down, Shake! Shake! და სხვა.
UNKLE
ტრიპ-ჰოპი, ელექტრონიკა, ალტერნატიული როკი — UNKLE სწორედ ის კოლექტივია, რომელიც მრავალ ჟანრს აერთიანებს და გამორჩეულ მუსიკას ქმნის. ჯეიმს ლაველის, მეტიუ პაფეტისა და ჯეკ ლეონარდის ტრიოს ჯგუფის ყოფილ წევრებთან ერთად არაერთი მუსიკალური პროექტი და კოლაბორაცია აქვთ შექმნილი ცნობილ არტისტებთან. ამ ჩამონათვალის მასშტაბურობისთვის The Verve-ს, Oasis-ის, Radiohead-ისა და Linkin Park-ის ხსენებაც საკმარისია.
მუსიკალური კოლექტივი 1992 წელს დაარსდა და მას შემდეგ შვიდი სტუდიური ალბომი გამოუშვა.
ფესტივალის შესახებ
Tbilisi Open Air საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის 2009 წლიდან იმართება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები, როგორებიცაა Deep Purple, Archive, Placebo, Air, Black Label Society, Beth Hart, Damien Rice, Tom odell და სხვები.
7 აპრილის ჩათვლით 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს. საწყის ეტაპზე გაიყიდება შეზღუდული რაოდენობის, 1500 ბილეთი. TBC-ის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში ღირებულება 20%-ით შემცირდება. 8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-სა და ფილარმონიის სალაროებში.
ფესტივალი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ კამპანიას იწყებს - თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი. პირველი წლის სლოგანი მუსიკა ათავისუფლებს დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და გარემოს დაცვის სტიმულირების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ცნობილი ადამიანები თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებენ.
ფესტივალი თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. Tbilisi Open Air-ის მეგობარი კომპანიები არიან: TBC, Icy, Pepsi, ნაბეღლავი, Magti, Mastercard და Socar. ოფიციალური მზღვეველია - GPI.
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს
გადახედვა
-
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
-
საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
გადახედვა
-
დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
-
ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
გადახედვა
-
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
-
როგორ გამოიყურებოდა Artemis 2-ის ეკიპაჟი 1990-იან წლებში — ნახეთ ფოტოები როგორ გამოიყურებოდა Artemis 2-ის ეკიპაჟი 1990-იან წლებში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია
გადახედვა
-
ალბერ კამიუს უცხოს მიხედვით ფილმი გადაიღეს ალბერ კამიუს უცხოს მიხედვით ფილმი გადაიღეს
გადახედვა
-
ბათუმში 2010 წელს დაბადებულმა პირმა 32 წლის კაცი დაჭრა ბათუმში 2010 წელს დაბადებულმა პირმა 32 წლის კაცი დაჭრა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
-
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს? რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
გადახედვა
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა

კომენტარები