საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტად ძლიერი ქალების ეშინოდათ – ნენე კვინიკაძის გამოსვლა გაეროში
ფოტო: რუსუდან ვაშაკიძე / Facebook
"ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებულია. შეცვლილია ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა და მათი მთავარი გმირების სახელები. ჩვენი ქვეყნის დასახელება ხშირად ეშლებათ და მუდმივად გჭირდება იმის განმარტება, რომელ "ჯორჯიაზე" საუბრობ. ჩვენი ქვეყნის საზღვრები სხვების მიერაა გადაზომილი და დღესაც ვაგრძელებთ მავთულხლართებში ცხოვრებას", - ასე დაიწყო მწერალმა ნენე ნესტან კვინიკაძემ გამოსვლა 11 მარტს ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიაზე. 7-წუთიან სიტყვაში მწერალი შუშანიკიდან დემნა გვასალიამდე ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო: ისაუბრა თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ზღაპრების მნიშვნელობასა და იმ იდეალებზე, რომლითაც გოგოები უნდა გავზარდოთ.
საქართველოს დელეგაციაში ნესტან ნენე კვინიკაძე სწორედ მამაცი ქართველი გოგოების დამსახურებით მოხვდა, თანაც პირდაპირი გაგებით. ის ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულის ერთ-ერთი თანაავტორია. "იყო ერთი გოგო", რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ხელშეწყობით გამოიცა, ცნობილ ქალებზე მოგვითხრობს, რომლებიც წესებს არად დაგიდევენ და ისე იქცევიან, როგორც საკუთარი გული და გონება ჰკარნახობთ.
გთავაზობთ ნენე კვინიკაძის გამოსვლის ტექსტს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მაგარი გოგოები ისტორიის ყველა მონაკვეთში არსებობდნენ და ყოველთვის იარსებებენ:
"საბჭოთა სკოლებში ჩვენთვის არავის უსწავლებია, რომ ევროპის ნაწილი ვართ, თუმცა ჩვენს ამბავს შესანიშნავად გადმოსცემს რაბათის ციხე, სადაც მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთ სივრცეშია მოთავსებული. ვიცოდით, რომ შუშანიკის წამება მეხუთე საუკუნეში დაიწერა, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ის ფემინისტური რომანია. ვეფხისტყაოსანიც, რომელიც ოსტატურად აერთიანებს ქრისტიანულ მორალსა და ისლამურ ესთეტიკას, საქართველოში შეიქმნა.
კომუნისტურმა პროპაგანდისტულმა პოსტერებმა ჩვენს ისტორიაში ნამდვილი ქალების სახეები ჩაანაცვლა, რადგან საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტად ძლიერი და ჭკვიანი ქალების ეშინოდათ.
შიშის მიზეზიც ჰქონდათ: საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება ქალის სახელს უკავშირდება, მონარქიის ისტორიაში ყველაზე საინტერესო ეპოქა კი - ქალ მეფეს. საქართველო იმ პირველ 20 ქვეყანაშია, სადაც ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს. ეს 1918 წელს მოხდა. ამავე პერიოდში ჩვენთან გამოიცემოდა გაზეთი ხმა ქართველი ქალისა, რომლის რედაქტორიც ჟურნალისტი და ფემინისტი კატო მიქელაძე იყო.
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ათასობით ქართველი ქალი მონაწილეობდა - მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც. 1978 წელს, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდნენ, მრავალათასიანი მიტინგებისთვის შექმნილ პლაკატებზე სიტყვები ქალების ტუჩსაცხით იყო დაწერილი.
1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მომიტინგეები მომწამვლელი გაზითა და ნიჩბებით დაარბიეს, სწორედ ქალებისა და გოგოების მიერ გაღებულმა მსხვერპლმა დაუბრუნა ქვეყანას 70 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ კი, როცა ქვეყანა კატასტროფული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ქალებმა ყველა ლეგალური თუ არალეგალური გზა გამოიყენეს უფრო მდიდარ ქვეყნებში მოსახვედრად, რათა მძიმე ფიზიკური შრომით ნაშოვნი თანხა ოჯახებში გამოეგზავნათ. მაშინ ამ ფულმა საქართველოს ეკონომიკა გადაარჩინა.
ქართველი ქალები საუკუნეების წინაც სახიფათოები იყვნენ, საბჭოთა პერიოდშიც და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. ალბათ, ამიტომ, დღეს, როცა წითელი ტერორის ხელი აღარ არსებობს, მათ საკუთარმა ქმრებმა დაუწყეს ხოცვა. ბოლო წლებში ფემიციდის სტატისტიკა კატასტროფული სისწრაფით იზრდება, რაც ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის საგანგაშოა.
ჩვენ გამოსავალს ადრეულ აღზრდაში ვხედავთ. გადავწყვიტეთ, რომ გამქრალი ქალები იმ წიგნებში დაგვებრუნებინა, რომელთაც ბავშვები პირველად ეხებიან და მცირე ასაკიდანვე მოგვეყოლა მათთვის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ.
ეს არის თანამედროვე გამოსავალი. მართალია, დღეს შუა საუკუნეების ბურუსს გავცდით, არც ფიზიკური ნაკლის მქონე ჩვილებს ვყრით მდინარეში და აღარც ჭლექით დაავადებულებს ვახრჩობთ საბნების ქვეშ, მაგრამ ისევ ეჭვქვეშ ვაყენებთ მედიკამენტებს, აცრებს და ამით ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით. დღეს წარბშეუხრელად ვსქროლავთ ფეისბუქს, საშინელი მკვლელობის შესახებ სათაურებს ვკითხულობთ და თან კრუასანზე კარაქს ვუსვამთ. ჩვენ რეალურ ამბებთან გაუცხოებულები ვართ, მაგრამ თვალები გვიცრემლიანდება, როცა ფილმში შეყვარებულები შორდებიან. გულს გვიჩქარებს კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობების დანახვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვიცით, რამდენიმე საათის წინ გაიკეთეს გრიმი, სცენაზე გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჰამლეტი ან თუნდაც ჯულიეტა არიან. თუმცა ჩვენ მათი მაინც გვჯერა. რატომ გვჯერა?
იმიტომ, რომ კინოში და თეატრში არსებობს ზუსტი ინტონაცია - ამბის გადმოცემის ფორმა, რომელიც ზღაპარს გვაგონებს და ბავშვობაში გვაბრუნებს. თავგადასავლები, შიშები, ტრიუმფები, რომლებიც ბავშვობაში განგვიცდია, არასდროს გვტოვებს და თუ გამადიდებელი შუშით დავუკვირდებით, არაფერი ჰგავს ჩვენს ცხოვრებას ისე, როგორც ზღაპარი: თავისი იდუმალებით, სიძნელეებით, გარდაუვალი ბრძოლებით, მოხუცი მეფეებით, ლამაზი გოგო-ბიჭებით, სიკეთით და ბოროტებით. ამ დაუჯერებელმა ამბებმა გაგვიღვივა რეალური სამყაროს მიმართ ნდობა. შესაბამისად, თუ ჩვენი ბავშვებიც ადრეულ ეტაპზევე გაიაზრებენ, რომ ვარდისფერი კაბა არც წარმატებას ნიშნავს და მით უმეტეს, არც ბედნიერების გარანტიას იძლევა, ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს მათთვის იმ სიმარტივის საჩვენებლად, რომელიც ბევრს ასეთი რთული ჰგონია. გოგო მაშინაა მომხიბვლელი, როცა ძლიერია, უშიშარია, საინტერესო წიგნებს წერს, ვერტმფრენს მართავს და ომებს იგებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ზღაპრებში მაგარ ქალებს ვაბრუნებთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი შვილებისთვის ასე ჯობია. დედებმა ყოველთვის იციან, რა არის უკეთესი მათი შვილებისთვის, მაშინაც კი, როცა ვითარება ძალიან მძიმეა. მაგალითად, ჯონათან ლითლი თავის საოცარ რომანში The Kindly Ones წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დასახვრეტთა რიგში მდგარმა დედამ, რომელსაც ქმარი და სამი ბავშვი ახლდა, გერმანელ ჯარისკაცებს სთხოვა, წამების გარეშე, ერთი გასროლით დაეხოცათ მისი შვილები. დედა იმ მძიმე მომენტშიც კი უკეთეს გზას ირჩევდა შვილებისათვის.
ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბავშვებს ბევრი რამ აკლიათ. მე და ჩემს კოლეგებს არ შეგვიძლია სიღარიბის დაძლევის პროგრამა შევქმნათ, მაგრამ შეგვიძლია, ვწეროთ. მოვიფიქროთ ზღაპრები, რომელთაც მათ დედა მოუყვება, ან ვინმე, ვისაც ისინი შვილებივით უყვარს.
ამ ზღაპრების ავტორების უმრავლესობა ერთი თაობისაა. ჩემს თაობას გაუმართლა. ჩვენ მალევე გავიგეთ, რომ ყველგან, სადაც მოვხვდებით, ჩვენი ამბავი უნდა მოვყვეთ. რადგან ამბავი, თუ გულწრფელად და საინტერესოდაა მოთხრობილი, თავის მსმენელს აუცილებლად იპოვის.
ჩემმა თაობამ იმ დროზე, რომელიც თინეიჯერობისას წელში გვტეხდა, შური ლიტერატურითა და კინოთი იძია. ჩვენთვის 90-იანები ის მდიდარი მედიუმია, საიდანაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ხელს დაუჯერებელი ამბავი ამოაყოლო: გნებავთ გრძელი, გნებავთ მოკლე, სასაცილო თუ ძალიან მტკივნეული.
ჩვენ ამ თემებზე ბევრი ვისაუბრეთ და ყურადღების ცენტრშიც მოვხვდით. მაგალითად, ევროპაში სახელგანთქმულმა ქართველმა მწერალმა, ნინო ხარატიშვილმა სწორედ ამ ამბებს დააშენა საკუთარი წიგნები. ეს ტრავმები კარგად ჩანს ბალენსიაგას სახლის ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას ბრენდშიც - ვეტმონ.
და ბოლოს, დღეს ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სერიოზულ პლატფორმაზეც ზღაპრების კონტექსტმა შეგვკრიბა. და თუ ეს ასეა, მიიღეთ ჩემი სიტყვა, როგორც ტყეებისა თუ მთების გადასალახად გადაგდებული სავარცხელი. ამ სავარცხელს ზღაპრებში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია"
ქართველი ქალების ზღაპრული და ამავე დროს, სრულიად რეალური ამბების წაკითხვა საბაზე უფასოდ შეგიძლიათ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები