არიელ კოენი: საქართველო ამერიკის საკვანძო მოკავშირეა
ფოტო: Atlantic Council
ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთისთვის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობა თანდათან იზრდება.
"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეა" - ამბობს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, არიელ კოენი. მას ჰაფინგტონპოსტში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ჟურნალისტი ესაუბრა. სტატიაში კოენი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაღრმავების ფონზე, საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ქვეყანა, დასავლეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
"ახლახან პრეზიდენტების - პუტინის, ალიევის და როჰანის - შეხვედრის მოწმე გავხდით. რუსეთი აშკარად ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონებს საკუთარი ბეჭედი კიდევ ერთხელ დაასვას... გვაქვს უზარმაზარი დესტაბილიზაცია თურქეთში... ეს ყოველივე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მით უმეტეს საქართველოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველო სამეზობლოში ყველაზე პროდასავლური, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე რეფორმირებული სახელმწიფოა.
თითქმის 25 წელია ვიმყოფები ვაშინგტონში და მაშფოთებს ის, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ.
ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გამოკვეთილი მიზანი აქვს, იმის მიუხედავად, თუ რა უნდა რუსეთს, ირანს და ზოგი იტყოდა, თურქეთსაც. ასე რომ, საქართველო ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია... თითქმის 25 წელია ვიმყოფები ვაშინგტონში და მაშფოთებს ის, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ" - თქვა კოენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამერიკის ხმა ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთ უფროს მკვლევარს, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტს ჯორჯ ბენიტესს შეხვდა. მისი აზრით, ამერიკას და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. რაც უფრო სტაბილური და ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება მთელი კავკასიის რეგიონი:
"ამერიკამ უნდა გააგრძელოს იმ რეფორმების მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს; გაგრძელდეს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რათა არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდეს. რაც უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება მთელი კავკასია და შავი ზღვის აღმოსავლეთი. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას დაეხმარება, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებს".
არიელ კოენი თვლის, რომ ამერიკამ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გააფართოვოს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს. მაგრამ რა გზებით შეუძლია ვაშინგტონს მოვლენებზე ზემოქმედება?
"ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პრობლემის და ბოლო 8 წლის წინაღობის მიუხედავად, ნატო-ს წამყვანი ქვეყანა, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ევრო-ატლანტიკურ სფეროში და ვიტყოდი მთელ მსოფლიოშიც. იმას, თუ რას იტყვის, ან რას იზამს ამერიკა, დიდი წონა აქვს... შეერთებულ შტატებს რომ გარკვევით ჰქონდეს ჩამოყალიბებული, თუ როგორ მოხდება საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, მით უმეტეს ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯის ფონზე, ევროპელების დაყოლიება დიდი ალბათობით მოხდებოდა.
ერთ რამეს დავამატებდი: ევროპელები რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო უკმაყოფილების გამოხატვის საბაბს ეძებენ, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოსთან უფრო ახლოს მუშაობა ერთ-ერთი ასეთი სიგნალი იქნებოდა. ასევე უკრაინასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, იქ გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით და ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად მიმაჩნია. ვნახოთ, რა მოხდება 2017 წლის 20 იანვრის შემდეგ" - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი.
2017 წლის 20 იანვარი ის დღეა, როცა პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლს დატოვებს და მის ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი დაიკავებს. ობამას შემცვლელის ვინაობა კი სულ ორ თვეში გვეცოდინება.
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
კომენტარები