განახლება: მოძრაობა აღდგა

მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მატარებელს, რომელსაც პრობლემა აქვს, გვირაბში შეიყვანენ და მის ნაცვლად სხვა მატარებელი იმოძრავებს.

"მოძრაობა დაახლოებით 10 წუთში აღდგება", — განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.