"ყვითელჟილეტიანების" განახლებული აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია
ფოტო: amp.news.com
ე.წ. ყვითელჟილეტიანებმა პარიზის ქუჩებში აქციები განაახლეს. ამის შესახებ The Reuters წერს. გამოცემის ცნობით, პარიზის პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
ათასობით აქტივისტმა პარიზში ხმაურიანი მარში გამართეს, თუმცა ძირითადად მშვიდობიანად გამოხატეს პროტესტი იმ საცხობთან ახლოს, სადაც დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მათ შორის ორი მეხანძრე და ერთი ესპანელი ტურისტია.
თუმცა დემონტრანტების მცირე ჯგუფმა დაარღვია განსაზღვრული მარშრუტი და ბოთლები და სხვა ნივთები ესროლა პოლიციას. აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარბიეს.
აქციის მონაწილეები მაინც შეიკრიბნენ და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდეს.
პარიზში გამართული აქციის ფარგლებში 5000-მდე პოლიციელს მაღალი ბარიკადები აქვს აღმართული, მათთან ერთად ჯავშანტექნიკაც მობილიზებულია.
პარიზში საპროტესტო აქციის გამო განსაკუთრებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის შანზ-ელიზეზე, სადაც ბანკები და საიუველირო მაღაზიები მდებარეობს.
11 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა და მოსახლეობას ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდასა და გადასახადების შემცირებას დაპირდა. მაკრონმა აღნიშნული განცხადება ქვეყანაში რამდენებიმეკვირიანი აქციისა და არეულობის შემდეგ გააკეთა. 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება.
მან, ასევე, განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება, დაბალშემოსვალიანი პენსიონერებისთვის გადასახადის გაზრდა და ზეგანაკვეთურის დაბეგვრა, აღარ იქნება. ხოლო დამქირავებლები სტიმულირებული იქნებიან იმისკენ, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს პრემია გადაუხადონ, რომელიც ასევე არ დაიბეგრება. თუმცა მაკრონმა უარი თქვა გადასახადი გაეზარდა მდიდრებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკას შეასუსტებს მაშინ, როცა სამუშაო ადგილებია შესაქმნელი.
2019 წელს კი საწვავზე ფასი კიდევ ერთხელ უნდა გაზრდილიყო, რამაც გააბრაზა ე.წ. ყვითელჟილეტიანები — ასეთი ჟილეტი საფრანგეთის ნებისმიერმა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს.
საპროტესტო აქციებში ათი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები არბევდნენ პარიზის ქუჩებს, მაღაზიებსა და კულტურულ ძეგლებს, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებსა და საბურავებს. ვანდალური დარბევის მსხვერპლი გახდა ტრიუმფალური თაღიც. პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.
თავდაპირველად საფრანგეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საწვავზე ფასის ზრდა აუცილებელი იყო, რადგან ეს ხელს შეუწყობდა ეკოლოგიურ მდგომარეობას და ფრანგები კერძო მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდოდნენ. თუმცა 6 დეკემბერს ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მაინც მოუწია და თავის გეგმაზე უარი თქვა.
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
კომენტარები