ლევან მურუსიძე: სასამართლო სისტემაში არანაირი კლანი არ არსებობს
ფოტო: პირველი არხ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლო სისტემაში "არანაირი კლანი არ არსებობს". ამის შესახებ მოსამართლემ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც მისი უვადოდ გამწესების საკითხს განიხილავენ.
მურუსიძის უვადოდ გამწესებას არ ეთანხმებიან საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ისინი ამბობენ, რომ მურუსიძე ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრია. მურუსიძემ განმარტა, რომ ის არავისთან არ არის კავშირში და იმ სასამართლოს ლიდერია, რომელიც "აერთიანებს მოსამართლეებს იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა".
გასაუბრებაზე მურუსიძემ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წელია სანდრო გირგვლიანის საქმის გამო მას უსამართლოდ აკრიტიკებენ. მისივე თქმით, სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობისკენ მიდის და ამ მხრივ დიდი ნაბიჯია გადადგმული.
ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე
მიხეილ ჩინჩალაძე ის მოსამართლეა, რომელსაც სხვადასხვა მედიამ საგამოძიებო მასალები და ბევრი კრიტიკული სტატია მიუძღვნა. სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმში "ჩინჩალაძის კლანი — სასამართლო სისტემის კრახი", საუბარია ჩინჩალაძის გავლენაზე სასამართლოში, მის კავშირზე ქართული ოცნების დეპუტატ, ვანო ზარდიაშვილთან და კლანურ მმართველობაზე, რომელმაც გახმაურებულ საქმეებზე გავლენა მოახდინა. ჩინჩალაძის რეპუტაციასა და კავშირებზე წლებია კითხვები უჩნდება არასამთავრობო სექტორსაც.
ამჟამად ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ჩინჩალაძე 2007 წლის ივნისიდან 2017 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, საერთაშორისო გამჭვირვალობა —საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძემ 10-წლიანი კარიერის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე განიხილა, რაშიც ოფიციალური მონაცემებით, მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატი აიღო.
მას 2004-2007 წლებში მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2005 წლის მაისში ის მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ ჩინჩალაძემ 250 საქმიდან 220 სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 2007-2008 წლებში განიხილა.
ამავე თემაზე:
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
კომენტარები