Reuters: ესპანეთი ბრექსიტის შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს
ფოტო: AFP / OLI SCARFF
გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთი ბრექსტის საკითხს მხარს არ დაუჭერს, მიზეზი კი გიბრალტარის საკითხია. წყარო ამბობს, რომ მადრიდი მოითხოვს, ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართოს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ადრე უკვე განაცხადა, რომ შესაძლოა, შეთანხმებას არ დაუჭიროს მხარი. მოგვიანებით, The Telegraph-მა დაწერა, რომ გიბრალტარის მოუგვარებელი საკითხის გამო გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 25 ნოემბერს ბრექსიტის შესახებ სამიტს შესაძლოა, არ დაესწროს.
გიბრალტარი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობას ახლო ურთიერთობა აქვს ესპანეთთან. 2016 წელს რეფერენდუმზე უმეტესობამ ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა. ამასთან დაკავშირებით ნახევარკუნძულის ხელისუფლებამ ევროკავშირში დასარჩენად სხვადასხვა ვარიანტის განხილვა დაიწყო. ამავე დროს, გიბრალტარის მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლა არ სურს.
დიდ ბრიტანეთს ბრიუსელში შესთავაზეს, რომ აღნიშნული საკითხი ესპანეთთან განეხილათ, თუმცა ლონდონში ამ შემოთავაზებას სკეპტიკურად მიუდგნენ, რადგან მადრიდს ნახევარკუნძულზე თავისი შეხედულებები აქვს.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. 14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.
უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის საზღვარი. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ ბრექსტისის შემთხვევაში როგორ აეცილებინათ საზღვარზე ფიზიკური შემოწმება.
დიდი ბრიტანეთიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სრულყოფილი საზღვარი არ უნდა არსებობდეს, რაც პასპორტის კონტროლსა და მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ბოლო შეთანხმებით კი, საზღვარი ღია იქნება ეს კი "მკაცრი ბრექსიტის" პრინციპებს ღალატობს.
რამდენიმე პარლამენტარის მოწოდების მიუხედავად ტერეზა მეი აცხადებდა, რომ ბრექსიტის საკითხზე მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები