თსუ-ს თვითმმართველობა: ვიშიმშილებთ სანამ პაპავა არ გადადგება
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მეორე დღეა შიმშილობენ. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომაა. მათი თქმით, ამ ეტაპზე სულ თვითმმართველობის 17 სტუდენტი შიმშილობს და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას გააგრძელებენ მანამ, სანამ პაპავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
სტუდენტები განმარტავენ, რომ უნივერსისტეტში ე.წ. ოდეერები მუშაობენ, თსუ-ს რექტორს კი ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხები არ აქვს. თსუ - ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, სტუდენტური თვითმმართველობის წევრის, ბახვა კვირიკაშვილის თქმით, საეჭვოა, როდესაც რექტორი ამბობს, რომ რომელიმე კონკრეტულ კადრზე არ ფლობს ინფორმაციას, ხოლო შემდეგ თვითმმართველობის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული კადრის დანიშვნაზე ხელი სწორედ პაპავას აქვს მოწერილი, დოკუმენტაციას კი ამ პირის რეზიუმეც ახლავს თან.
კვირიკაშვილი ასევე განმარტავს, რომ პაპავას თავის პირად აპარატში 21 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რომლებზეც წელიწადში 596 ათასი ლარი იხარჯება:
"ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში არის კრიზისი და მას ფინანსური რეზერვი არ გააჩნია. ზოგიერთი თანაშემწე 900 ლარს იხდის ერთ თაიგულში. რეალურად არამიზნობრივად იხარჯება თანხები".
როგორც კვირიკაშვილი ამბობს, თსუ-ში პაპავას მოსვლის შემდეგ მხოლოდ იმ მხრივ შეიცვალა სიტუაცია, რომ სტუდენტების ორ ჯგუფს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მისი თქმით, რექტორს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ უნივერსიტეტს აღნიშნული დაპირისპირების ესკალაცია თავიდან აეცილებინა.
"რეალურად სტუდენტებს გასაყოფი არაფერი გვაქვს. პაპავას ქმედებებმა, იმ პირობებში, როდესაც სტუდენტებს ისედაც ჰქონდათ პროტესტი რიგ საკითხებზე, დაამატა ე.წ. ოდეერის არსებობაც".
თსუ-ს თვითმმართველობის 7 წევრმა შიმშილობა გუშინ, 29 მარტს, 7 საათზე დაიწყო. დღეს მათი კიდევ 10 მოშიმშილე შეუერთდა. უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნული სტუდენტები გუშინაც და დღესაც მოინახულა, თუმცა, როგორც თვითმმართველობის წევრები ამბობენ, პაპავა თავის პოზიციას ინარჩუნებს და რექტორის თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.
29 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ 2015 წლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობდა. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ თსუ-ში კონკრეტული პიროვნება ოდეერის მოვალეობას კვლავ ასრულებს, არასწორია. იზორიამ განმარტა, რომ აღნიშნული პირი, როგორც ოდეერი, მათ შტატში 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა, შემდეგ კი მას თსუ-ს კანცლერის თანაშემწის უფლებამოსილებები დაეკისრა.
აუდიტორია 115-ის პროტესტი თსუ-ში. მარტი, 2016
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ვითარება უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 მარტს სტუდენტთა ნაწილმა, აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც თსუ-ს თვითმმართველობის მიერ ფულის არამიზნობრივი ხარჯვა, ადმინისტრაციისგან მათთვის მინიჭებული პრივილეგიები და კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენა გააპროტესტეს.
მოგვიანებით საპროტესტო აქციები გამართეს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობაც, რომელთა მთავარი მოთხოვნა რექტორის გადადგომა იყო.
16 მარტის ჩათვლით ვითარება თსუ-ში საკმაოდ დაიძაბა, ერთმანეთს დაუპირისპირდა სტუდენტთა ორი ჯგუფი, თვითმმართველობისა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები.
საბოლოოდ აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი მოთხოვნა, გაფრინდაშვილს მოეხსნა კანცლერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა დაკმაყოფილდა, მოგვიანებით სტუდენტებმა თსუ პირველი კორპუსი, რომელშიც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დატოვეს. მათ გაავრცელეს მანიფესტი, რომელშიც წერია, რომ მათ მოთხოვნად რჩება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად აკადემიური საბჭოს დაშლა და მისი ფორმირების წესის რეორგანიზება, თვითმმართველობის რეფორმირება და საგანმანათლებლო სივრცის ე.წ. ოდეერებისგან გათავისუფლება.
მათ განათლების მინისტრსა და რექტორს ერთთვიანი ვადა მისცეს ცვლილებების დასაწყებად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვის უფლება დაიტოვეს.
ამის პარალელურად სტუდენტთა მეორე ჯგუფი-სტუდენტური თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვს და ამბობს, რომ პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ პაპავა რექტორის პოსტს არ დატოვებს.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
კომენტარები