დუშეთის მერი: ვადასტურებ, რომ ბავშვის ცხედარი იპოვეს
დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა On.ge-სთან დაადასტურა, რომ დუშეთში ბავშვის ცხედარი პოვეს. სავარუდოდ, ეს ხადას ხეობაში დაკარგული ოთხი წლის ბავშვის ცხედარია, რომლის მშობლები 6 და 7 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. მერის განმარტებით, დამატებით ინფორმაციას შსს გაავრცელებს.
Reginfo-ს ინფორმაციით, ცხედარი დამარხული იყო და მისი ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. ბავშვის ცხედრის პოვნაზე შსს-ს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
6 ივლისს, 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, ადგილობრივი გამოცემა მთის ამბები ოფიციალურო ვერსიისგან განსხვავებულ ინფორმაცია ავრცელებს და წერს, რომ ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ხადას ხეობაში მაცხოვრებლების საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შსს-ში. On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოკითხვები და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. კითხვაზე მუშაობს თუ არა გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე, შსს-ში არ გვპასუხობენ.
შსს-ს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ოფიციალური პასუხი სავარაუდო დაზიანებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
-
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება 25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
გადახედვა
-
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
-
დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა
გადახედვა
-
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
გადახედვა
-
შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
კომენტარები