დინოზავრების ინტიმური ცხოვრება
დინოზავრები, ისევე როგორც ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში არსებული ყველა ცხოველი, სქესობრივად მრავლდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ სექსი.
ფოტო: Mario Modesto, Wikipedia
დინოზავრები, ისევე როგორც ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში არსებული ყველა ცხოველი, სქესობრივად მრავლდებოდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ სექსი. თუმცა, ეს ყველაფერი იმაზე უფრო რთულად იყო, ვიდრე დინოზავრებით გარემოცულ წყლის გუბურასთან აღგზნებული, ახალგაზრდა ტირანოზავრების შეკრება.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, გეი დინოზავრებიც არსებობდნენ (ჰომოსექსუალური ქცევა ცხოველების ყველა ჯგუფშია შემჩნეული), დღევანდელი სტატია მხოლოდ ჰეტეროსექსუალი დინოზავრების სექსუალურ თავგადასავლებს მიეძღვნება.
დინოზავრების გამრავლება ბურუსით მოცული საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ რთულია წარმოიდგინო შვიდტონიანი მამრი ტირანოზავრი როგორ ცდილობს კიდევ უფრო დიდ მდედრთან საქმის გაწყობას, ან ტრიცერატოფსების წყვილი, რომლებიც როგორღაც ახერხებენ, შემთხვევით ერთმანეთი თავიანთ უზარმაზარ რქებზე არ წამოაცვან. ამას ემატება ისიც, რომ მდედრის და მამრის რბილი ქსოვილით წარმოდგენილი სასქესო ორგანოები, როგორც წესი არ ნამარხდება, ამიტომ საშუალო პალეონტოლოგმა დინოზავრების სექსზე უფრო ნაკლები იცის, ვიდრე მეორე კლასელმა ადამიანის ბიოლოგიაზე.
რამდენადაც დიდი არ უნდა ჩანდეს ჟირაფი, ის პაწაწინაა 25-ტონიან დინოზავრთან შედარებით, რომლის წონა თითქმის ბოინგ 737-ის წონას უტოლდებოდა
უკეთ რომ გავიგოთ, თუ რამდენად გაურკვეველია დინოზავრების ინტიმური ცხოვრება, გეტყვით, რომ მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც მეცნიერებმა შეძლეს ნამარხებში მდედრი და მამრი დინოზავრების გარჩევა და ეს ინტერპრეტაციებიც საყოველთაოდ მიღებული არ არის. მაინც, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მდედრ დინოზავრებს უფრო განიერი ბარძაყები და თეძოები ჰქონდათ, რადგან მდედრებს უწევდათ კვერცხის ტარება და ეს კვერცხები ზოგჯერ საკმაოდ დიდ ზომებს აღწევდა. მამრების გარჩევა კიდევ უფრო ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ დიდი რქები და ძლიერი ჯავშნიანი ფაფარი მამრი დინოზავრების პრეროგატივა იყო, რათა მდედრი დინოზავრები მოეხიბლათ. რადგანაც დღეს ცოცხალი დინოზავრები არ გვყავს, ერთ-ერთი გზა მათი ქცევის შესასწავლად არის ის, რომ დავაკვირდეთ დღეს არსებული ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველების ქცევას, რომლებიც არიან სპილოები და ჟირაფები. ჟირაფები თავიანთი გრძელი კისრით და მოკლე ფეხებით hგვანან ზავროპოდებს; მამრი ჟირაფი უახლოვდება მდედრს, თავს დაბლა ხრის იმისთვის, რომ გული ზედმეტად არ დატვირთოს და თავის საქმეს ძალიან მალე ამთავრებს. მამრი სპილოები, რომლებიც ლამბეოზავრებს ჰგვანან, ასევე უახლოვდებიან მდედრს უკნიდან და ყველაფერი რამდენიმე ათეულ წამში მთავრდება.
პრობლემა ისაა, რომ ასეთი მიდგომა შორს ვერ წაგვიყვანს, რამდენადაც დიდი არ უნდა ჩანდეს ჟირაფი, ის პაწაწინაა 25-ტონიან ბრაქიოზავრთან ან ტიტანოზავრთან შედარებით, რომლის წონა თითქმის ბოინგ 737-ის წონას უტოლდებოდა, ხოლო მდედრებს, საკუთარი წონის გაძლების გარდა, მამრის წონაც უნდა ეტვირთათ დროებით. ასევე აღსანიშნავია, რომ სპილოებს და ჟირაფებს თავიანთ სხეულთან შედარებით ძალიან პატარა კუდები აქვთ, რაც საქმეს აადვილებს, დინოზავრების დიდ ნაწილს კი თავისივე სხეულის მსგავსად უზარმაზარი კუდი ჰქონდა და მათი გენიტალიებიც, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, კუდის ქვეშ იქნებოდა მოთავსებული.
მეორე მიდგომა არის ის, რომ დავაკვირდეთ დინოზავრების შთამომავლების ქცევას, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ბეღურები არიან! მხოლოდ ბეღურები არა, სხვა ჩიტებიც. ფრინველები ნამდვილად დინოზავრების შთამომავლები არიან, თუმცა, როდესაც ქათმების სექსზე დაკვირვებით სტეგოზავრების პირადი ცხოვრების დეტალებს ვვარაუდობთ, პირველ რიგში იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დღევანდელ ფრინველებს გულის სიღრმეში კვლავ აქვთ შემორჩენილი მათი წინაპრების ხასიათი და ქცევა. მაგრამ ასე რომც იყოს, მათი ზომები იმდენად განსხვავდება, რომ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია.
წყალში გამრავლების უპირატესობა ისაა, რომ წყლის ამომგდები ძალა მამრის წონას ანეიტრალებს და პროცესს აადვილებს
რეალობასთან უფრო ახლოს შეიძლება ნიანგებზე დაკვირვებამ მიგვიყვანოს, რომლებიც დინოზავრების ნათესავები არიან. დინოზავრებს და ნიანგებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, მათი ხაზი 250 მილიონი წლის წინ გაიყო. დიდი ნიანგები და ალიგატორები წყალში მრავლდებიან, მამრი ტივტივებს მდედრის ზემოთ და რამდენიმე წამში კლოაკით სპერმას გადასცემს. კლოაკა პრიმიტიული ორგანოა, ის სწორი ნაწლავის გაფართოებული ნაწილია, რომელშიც საჭმლის მომნელებელი, შარდგამომყოფი და სასქესო სისტემები იხსნება. წყალში გამრავლების უპირატესობა ისაა, რომ წყლის ამომგდები ძალა მამრის წონას ანეიტრალებს და პროცესს აადვილებს. სამწუხაროდ ამ იდეის განმამტკიცებელი ნამარხები ჯერაც არ გვიპოვნია.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, რადგანაც სასქესო ორგანოები ბიოდეგრადირებადი, რბილი ქსოვილებისგან შედგება, ისინი ნამარხებში თითქმის არასდროს გვხვდება. იგივე მიზეზით, რატომაც ვერ ვპოულობთ დინოზავრების ნაწლავებს, ფილტვებს, თირკმელებს და ა.შ. პალეონტოლოგებმა ისიც კი არ იციან, ჰქონდათ თუ არა მამრ დინოზავრებს პენისი, ან მდედრ დინოზავრებს რაიმე, რაც ოდნავ მაინც ემგვანებოდა თანამედროვე ძუძუმწოვრების ვაგინას. თანამედროვე რეპტილიების ანალიზით, უფრო სავარაუდოა, რომ დინოზავრებს ჰქონდათ კლოაკა, თუმცა მამრ ალიგატორებს და ნიანგებს ასევე აქვთ პენისი, რომელიც კლოაკაშია მოთავსებული, მსგავსი ანატომია ზოგიერთ ფრინველსაც ახასიათებს, მაგალითად იხვს. თუმცა, ზომებში მკვეთრი განსხვავებაა. პატარა იხვის სასქესო ორგანო საშუალოდ 17 სანტიმეტრისაა, ხოლო 5-მეტრიანი ნიანგის კი - მხოლოდ 10 სანტიმეტრი.
მოდით, თქვენს გონებაში გაჩენილ კითხვას პირდაპირ ვუპასუხოთ. თუ ჩავთვლით, რომ დინოზავრებს პენისი გააჩნდათ და თუ გავითვალისწინებთ ფრინველებზე და რეპტილიებზე არსებულ ინფორმაციას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დინოზავრების სასქესო ორგანოს მინიმალური ზომა პატარა წყლის ბოთლიდან მოზრდილი ავტომობილის ზომამდე მერყეობს.
საბოლოო ჯამში, დინოზავრების გამრავლების სტრატეგიები და მათი პირადი ცხოვრება ცხოველთა სამეფოს ერთ-ერთ დიდ და ამოუხსნელ გამოცანად რჩება..
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები