აქამდე უცნობი ფაქტები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მობილურების მწარმოებლის, ნოკიას შესახებ
2018 წლის დაწყებასთან ერთად „ნოკიამ“ სასიამოვნოდ გაგვაოცა, როდესაც მობილურ ბაზარზე ბრენდის ახალი „ჭკვიანი ტელეფონები“ — „ნოკია 7 პლუსი“ და „ნოკია 8 სიროკო“ გამოჩნდა. „ნოკიას“ ახალმა მოდელებმა ყურადღება რამდენიმე მიზეზის გამო მიიქცია და ბესთსელერებადაც იქცა:
კომპანიის „გუგლთან“ თანამშრომლობა მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა: კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ანდროიდის ინოვაციური სისტემა — Android One-ი საოცრად სწრაფი პროგრამული განახლების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფოტოკამერებს, ამ მიმართულებით ბრენდი ოპტიკური მწარმოებლების მსოფლიო ლიდერთან — „კარლ ზეისთან“ თანამშრომლობს და ყველაზე ბნელ გარემოშიც კი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებასთან ერთად, ორმაგი კადრის გადაღების საშუალებას გვაძლევს. ორმაგი კადრის ფუნქციას განსაკუთრებით ხშირად Facebook-ის ლაივ-ვიდეოების გადაღებისას იყენებენ;
და რაღათქმაუნდა, ძლიერი ელემენტი, რომელიც 90-იან წლებში გამოსული მოდელების მსგავსად, „არასოდეს ჯდება“.
„ნოკიას“ ზემოთ ნახსენებ ბესთსელერებზე არანაკლები წარმატება მოიპოვა პრემიუმ-კლასის კიდევ ერთმა პროდუქტმა — „ნოკია 8-მ“, თუმცა მსოფლიო „ლავ-მარკა“ არც სხვა კატეგორიის მომხმარებლებს ტოვებს უყურადღებოდ და ბრენდის დემოკრატიული პოლიტიკის გასამყარებლად ბაზარს ბიუჯეტურ სმარტფონებსაც სთავაზობს — „ნოკია 1“, „ნოკია 2“, „ნოკია 3“, „ნოკია 5“, „ნოკია 6“ და „ნოკია 6.1“.
მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ ექვსი თვეღა დარჩა, „ნოკიას“ წარმომადგენლები კიდევ ოთხი ახალი მოდელის გამოსვლას აანონსებენ, რომლებიც ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, თუ ბრენდის ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ „ნოკია“ კიდევ ბევრჯერ შეძლებს ჩვენს გაკვირვებას.
ფაქტი პირველი
მაშ ასე, გაინტერესებთ, სად და როდის შეიქმნა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქტი ყოველი მეათე თანამედროვე ადამიანიდან შვიდს მაინც ჰქონია?
1865 წელს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში, მაღაროს ინჟინერმა — ფრედრიკ აიდესტამმა ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა ააშენა. სამი წლის შემდეგ, აიდესტამმა ქალაქ ნოკიას მახლობლადაც ააშენა საწარმო, რომელიც 1871 წელს, მეგობრის — ლეო მეჩელინის დახმარებით სააქციო საზოგადოებად გადააქცია. სწორედ მაშინ უწოდეს კომპანიას სახელად „ნოკია“.
1982 წელს „ნოკიამ“ პირველი სრულად ციფრული ტელეფონი გამოუშვა, Nordic Mobile Telephone-ის ანალოგის მიხედვით დამზადებულ მანქანის ტელეფონთან ერთად. ბრენდის გლობალური წარმატება მობილური ტექნოლოგიების სფეროში კი 1990 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ უამრავი საკულტო მოდელი შექმნა — „ნოკია 8800 სიროკო“, „ნოკია 3310“, „ნოკია 8910i“, „ნოკია 8110“, „ბანანის ნოკია“, „ნოკია 3250“, „ნოკია N93“, „ნოკია N72“, „ხავერდის ნოკია“ — იგივე „ნოკია 7200“ და ა.შ.
ფაქტი მეორე
„ნოკია“ ელექტრონიკის წარმოებაზე 1960 წელს გადავიდა, მანამდე კი სხვადასხვა დროს რეზინისა და კაბელების წარმოებით და ელექტროენერგიის ინდუსტრიით იყო დაკავებული. დაუჯერებელია, მაგრამ „ნოკიას“ ფირმის რეზინის ჩექმები დიზაინის კლასიკადაც აღიარეს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სპეცტანსაცმელს უკვე დიდი ხანია, აღარ აწარმოებს, მათი შეძენა დღესაცაა შესაძლებელი.
ფაქტი მესამე
„ნოკიას“ ცნობილი ზარი, რომელიც 1994 წლის მოდელ „ნოკია 2100-თან“ ერთად გამოჩნდა და ბრენდის ამოსაცნობ ატრიბუტადაც კი იქცა, მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ესპანელი მუსიკოსის — ფრანჩისკო ტარეგას გიტარის კომპოზიცია „გრან ვალსია“. ჩაწერე youtube-ზე Francisco Tarrega - Gran Vals და დატკბი საკულტო აკორდებით.
ფაქტი მეოთხე
ახლა კი, ნუ დაიზარებ და კიდევ ერთხელ გადაიკითხე მესამე აბზაცი და „ნოკიას“ მოდელების ჩამონათვალს დააკვირდი: უცნაური ხომ არ გეჩვენა, „ნოკია 3-ს“ „ნოკია 5“ რომ მოყვება? შევთანხმდეთ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა თვლა ჩვენზე უკეთ იციან :) საქმე იმაშია, რომ „ნოკიას“ პროდუქტების გაყიდვების უდიდესი წილი აზიის ქვეყნებზე მოდის, სადაც 4 თარს ციფრად მიაჩნიათ :)
ფაქტი მეხუთე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნოკიას“ მობილურების ერთ-ერთი ძლიერი მხარე კამერაა. შედეგიც სახეზეა: კომპანიის ინოვაციური კამერებით აღჭურვილი ტელეფონების გაყიდვებმა ნებისმიერი ჩვეულებრივი ციფრული კამერების გაყიდვებს გადააჭარბა.
ფაქტი მეექვსე
მსოფლიოში პირველი სარეკლამო GSM-ზარი 1991 წელს ჰელსინკიში, „ნოკიას“ მიერ აღჭურვილი კავშირგაბმულობის საშუალებით განხორციელდა, რაღათქმაუნდა, ამავე ბრენდის ტელეფონით, პრემიერ-მინისტრ ჰერი ჰოლკერის მიერ; მსოფლიოში პირველი სატელიტური ზარი კი 1994 წელს, „ნოკიას“ GSM სისტემის ტელეფონით განახორციელეს.
ფაქტი მეშვიდე
ასევე ამბობენ, რომ „ნოკიას“ ტელეფონების SMS-ების ტონი SMS-ის აღმნიშვნელი მორზეს კოდია, შემომავალი SMS-ის ტონი კი მორზეს კოდს წარმოადგენს ფრაზისთვის „აკავშირებს ადამიანებს“.
თუ ამდენი კითხვის შემდეგ „ნოკიას“ ტელეფონებმა განვლილი ცხოვრება გაგახსენათ და ნოსტალგია შემოგაწვათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: წელს ქართულ ბაზარს სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ განახლებულ „ბანანის ნოკიას“ — იგივე „ნოკია 8110-ს“ შესთავაზებს.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა




კომენტარები