ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, დროული ყურადღება მიაქციონ ვეტერანთა დასახლებას
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ვეტერანთა დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დროული და ეფექტური მოქმედებისაკენ მოუწოდებს:
"იქ მცხოვრებ ადამიანების სიცოცხლეს ექმნება რეალური საფრთხე".
ფოტო: სახალხო დამცველი
ომბუდსმენის ინფორმაციით, მთლიან ტერიტორიაზე ცხოვრობს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა 14 ოჯახი. ტერიტორიაზე არსებული შენობები ავარიულია და არსებობს მათი დანგრევის საფრთხე. შენობებში ჩადის წვიმა და განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება ხის კოტეჯს, რომელში ცხოვრებაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
სახალხო დამცველი წერს, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის 71-ში, 1997 წლიდან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ზეპირი თანხმობით ცხოვრობენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები. აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სახელით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ს.ს. რეალ ინვესტ-ზე. 2008 წლის 20 მაისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მყიდველისთვის ცნობილია, რომ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გარეშე პირები და ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად გამყიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხება.
სახალხო დამცველის განცხადებით, კოტეჯის ერთ-ერთ ბინაში 1997 წლიდან თავდაცვის სამინისტროს ნებართვით ცხოვრობს აფხაზეთის ომის ვეტერანი მ.შ., შვილთან, 2008 წლის ომის ვეტერან, ს. გ-სთან ერთად:
"მიმდინარე წლის 14 ივლისს მ.შ-ს საცხოვრებელ ოთახში ჩამოინგრა ჭერის ნაწილი და ჩაინგრა მეზობლის ოთახისგან გამყოფი ხის ფიცრის კედელი. ჩამონგრევის დროს ოთახში იმყოფებოდა მ. შ., რომელსაც დაეცა ნანგრევები და მიიღო დაზიანებები თავის არეში, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, სადაც აღმოუჩინეს საჭირო სამედიცინო დახმარება".
ომბუდსმენი აცხადებს რომ დაზარალებულ პირებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ამჟამადაც ამ შენობაში ცხოვრობენ.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის N71-ში ვეტერანთა დასახლებაში არსებული მდგომარეობა სავალალოა და საჭიროებს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას:
"საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იქ მცხოვრებ ადამიანთა თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, რათა არ დადგეს უფრო მძიმე შედეგი".
2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ომბუდსმენმა რეკომენდაცია გასცა რომ თბილისში, ქეთევან წამებულის #71 –ში შპს რეალ ინვესტ– ის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის გამოყოფილოყო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
ომბუდსმენის განმარტებით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონში მითითებულია, რომ დაუშვებელია დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან ომისა და სამხედო ძალების ვეტერანთა გამოსახლება, სამაგიეროს მიუცემლად. სხვა შემთხვევაში, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები ხვდებიან რიგით უსახლკაროთა კატეგორიაში, ყოველგვარი განსაკუთრებული სტატუსის გარეშე.
სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და მათ არ უნდა ტოვებდნენ ყურადღების მიღმა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც:
"ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში იმსახურებენ ღირსეულ მოპყრობას და ზრუნვას სახელმწიფოს მხრიდან, რაც მაგალითი უნდა იყოს მოქმედი და მომავალი სამხედროებისათვის და ომის მონაწილებისთვის".
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
კომენტარები